უცერემონიო მეზობელმა შენიშვნა მომცა წარბებზე, მოვისმინე კიდევ რამდენიმე გესლიანი ფრაზა

338

“არც სინდისი და არც სირცხვილი” – ფრაზა, რომელსაც იყენებენ უნამუსო ადამიანის შესაფასებლად, მისი გაუთვალისწინებელი და უკულტურო მოქმედებებისთვის. კიდევ რამდენიმე სინონიმი ამაზე – უტაქტო, თავხედი, მოურიდებელი… ხანდახან ეს ფრაზები სამართლიანია ზოგიერთი პირის მიმართ დამსახურებისამებრ, ხანდახან კი ახასიათებენ მათ, ვისაც აკლია აღზრდა და არიან სტერეოტიპების მსხვერპლნი.

არც სირცხვილი აწუხებს და არც სინდისი

ბავშვობიდან გოგონებს ასწავლიან თავის მოვლას, ვარცხნილობაზე ზრუნვას, ტანსაცმლის სისუფთავეს და ურჩევენ არ სდიონ ბიჭებს. ძველი წესები და კონსერვატიული აღზრდა იმდენად გაცდა ნორმის ფარგლებს, რომ ქალებს უკვე რცხვენიათ ბუნებრივი პროცესების. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ იმაზე, თუ რისთვის კიცხავს საზოგადოება ქალებს.

  • ოფლი და კრიტიკული დღეები – იცოდით, რომ იაპონიაში არავინ საუბრობს კრიტიკულ დღეებზე? ხოლო ჰიგიენური პაკეტები არსად ჩანს, რათა არ შეაწუხონ გარშემო მყოფები. თითქოს ის არც არსებობს და მასზე საუბარი არ არის მიღებული. გოგონებს ამისთვის აქვთ რამდენიმე დასვენების დღე და ისინი ირჩევენ საჭირობისამებრ. ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, აბსურდი.ოფლისგან დასველებული მაისური ან შორტები საზოგადოებაში ზიზღს იწვევს, თავად ქალებიც თავს უხერხულად გრძნობენ და ცდილობენ ამის აღმოფხვრას ყველანაირი გზით. ამიტომ გაჩნდა უამრავი სულელური ლაიფჰაკი საფენებით, რათა დაფარონ ოფლის ლაქები.
  • ლამაზი ფეხსაცმელი – “ნამდვილი ქალი ვერ იქნები, თუ არ ატარებ ქუსლიან ფეხსაცმელს. სასურველია სამზარეულოშიც მოწესრიგებული იყოს და გამოპრანჭული” – ამბობენ მამაკაცები, რომელთაც ერთი დღეც არ უვლიათ მაღალ ქუსლებზე. მოსახერხებელი ფეხსაცმელი არ აჩენს ტანს მოხდენილად, ისე, როგორც მაღალქუსლიანები, ამიტომ ყველა ქალს აქვს ყოველი შემთხვევისთვის რამდენიმე წყვილი მოუხერხებელი, მაგრამ ლამაზი ფეხსაცმელი, რათა სხვების თვალში ნამდვილ ქალბატონად წარმოჩინდნენ.
  • ტანსაცმელი – მსოფლიოში, სადაც მუდმივად იბადება ახალი იდეები, სტილი, მოდა, ყოველ წელს ჩნდება ახალი ექსტრავაგანტული ჩაცმულობა და იდეალურ ქალბატონს არ აქვს უფლება ჩაიცვას ის, რაც უნდა. ჩაიცმევ oversise ზედას და მსუქანი გამოჩნდები, ჩაიცმევ მოკლე მაისურს – ზღვაზე ხომ არ ხარ? გრძელ კაბაში – მონაზონს გავხარ, მოკლეში – მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. და ასე მუდამ!
  • უმაკიაჟოდ – ზოგი ქალბატონი სიამოვნებას იღებს ყოველდღიური რიტუალისგან, მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყებ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებას, მეტ ზიანს აყენებ კანს. იმის მაგივრად, რომ მისცენ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალება არ ხარჯონ უამრავი ფული და დრო მაკიაჟზე, მუდმივად ცდილობენ წამწამების შეღებვას და ნაკლოვანებების დაფარვას – ვინმემ რომ არ გააკრიტიკოს.
  • თმიანობა – თმის მოშორება სახესა და ტანზე აუცილებელი გახდა, მაიმუნი ხომ არ ხარ? რამდენი ფული იხარჯება ამ ქალური ნაკლის მოსაშორებლად! ხოლო ის, ვინც გაპარსვას ამჯობინებს სხვადასხვა ზონის, კრიტიკის ქარცეცხლში ტარდება. აქ აქვს ქალს არჩევანი? კი “აქვს”- ან უნდა მოიშოროს ნებისმიერი ხერხით თმა, ან გახდეს დაცინვის ობიექტი.
  • სწორი მუცელი – სოციალურ ქსელში გაჩაღებულია ბრძოლა, როგორ გახდეთ უკეთესები, უფრო ლამაზები და ნავარჯიშები. უკვე ნაკლები ადამიანი აკითხავს სპორტულ დარბაზებს ჯანმრთელობისთვის, უფრო მეტი – სილამაზისთვის. ყველაფერზე მიდიან მუცლის მოსაშორებლად. დროთა განმავლობაში ქალები ხვდებიან, რომ უფრო კომფორტულად არიან დაჭიმული პრესის გარეშე და ამით საზოგადოების შენიშვნასაც იმსახურებენ. თუ დაიკელი რამდენიმე კილოგრამი, ყოჩაღი ხარ, მაგრამ თუ მოიმატე – არა! იქმნება ჩაკეტილი წრე…
  • დრო საკუთარი თავისთვის – ძალიან გრცხვენია, თუ თავს ვერ უვლი, მითუმეტეს თუ პატარების დედა ხარ. პირველ რიგში ბავშვების და ქმრის მოვლა გინდა და ყოველდღიურობაში ვეღარ ახერხებ მუდმივად ფორმაში ყოფნას. გავიწყდება შენი სურვილები და მიზნები.

პატივი ეცი საკუთარ თავს, ნუ მოუსმენ ნურავის, მითუმეტეს მათ, ვისაც შენი პიროვნება არ აინტერესებს. არ მისცე საზოგადოებას ჩაერიოს შენს პირად სივრცეში და დაგთრგუნოს. შენ ხარ პიროვნება, გაქვს უფლება არ იყო იდეალური, იყო მაკიაჟის გარეშე, იარო კომფორტული ტანსაცმლით, შენ შეიძლება იყო მსუქანი ან გამხდარი, ატარო ბრენდული ტანსაცმელი ან უბრალო მაისურები. მთავარია – არ იყო ორიენტირებული სხვის აზრზე, გაუფრთხილდე საკუთარ თავს და ამის შემდეგ არ მოახვიო დამაზიანებელი სტერეოტიპები შვილებს. შედეგად, ისინი გაიზრდებიან უფრო თავისუფლები და ბედნიერები, ვიდრე ჩვენ! გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს