ვიყიდე გომბეშო, რომელიც იჯდა ფულის ტომარაზე და ოჯახში მალევე დიდი ფული გაჩნდა

527

ფული – ეს ისეთი რამეა, დიდხანს რომ არ გვიჩერდება, ზოგთან კი იშვიათად მიდის. მიზეზი მრავალნაირია – არ გვიმართლებს, არ ვართ მზად მორალურად. ამბობენ, რომ ფინანსური პრობლემები ფსიქოლოგიის განხრაა. მაშინ როგორ მოვიზიდოთ ფული? მოდით ხალხური მეთოდები განვიხილოთ. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გასწავლით როგორ ხდება ეს. მოდით, ერთ რამეზე დავფიქრდეთ: ცხოვრება არც კეთილია და არც ბოროტი. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ როგორი უნდა იყოს ის. დაიწყებთ დილა ღიმილით? ყველგან ღიმილს დაინახავთ.

როგორ მოვიზიდოთ ფული

  1. მარცხენა ხელის გული – ყველამ გაგიგიათ, რომ თუ მარცხენა ხელის გული გექავებათ, ფულს მიიღებთ. მოდით ნუ დაელოდებით და ისეც მოიქავეთ, თითქოს სადაცაა ფულს მიიღებთ, მუშაობს?
  2. ქველმოქმედება – ამბობენ, რომ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს გაჭირვებულებს თუ დაუთმობთ, ფული არ გაგითავდებათ. ამიტომ თუ გაქვთ საშუალება ვინმეს დახმარების, გაეცით და აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ.
  3. საცხოვრებელი – თუ სახლში ბევრი ხარა-ხურა და ძველი ნივთი დაგიგროვდათ, ისინი შთანთქავენ დიდი რაოდენობით პოზიტიურ ენერგიას. ამიტომ შეელიეთ წარსულის ნივთებს და მოიშორეთ დაუფიქრებლად, სცადეთ თქვენი სახლის პერეფორმირება და ნახავთ, რომ ფულს თქვენსკენ გზა გაეხსნება.
  4. ქანდაკება – შეიძინეთ გომბეშოს სტატუეტი, რომელიც ფულის ტომარაზე ზის და ცოტა კარგი განწყობაც დაუმატეთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ყველაფერი კარგად იქნება.
  5. ყვავილები – ფულის ხე, რომელზეც ყველა საუბრობს, რაღაცნაირად მოქმედებს ფინანსურ მხარეზე – ასე ამბობენ. ცოცხალი ყვავილები კი ნამდვილად იზიდავენ ოჯახში სასიცოცხლო ძალებს. ამიტომ გაახარეთ საკუთარი თავი თუნდაც, უბრალო ყვავილებით.
  6. მონეტა – ამბობენ, რომ ქუჩაში მონეტის აღება არ შეიძლება, ჩვენ კი ვთვლით, რომ რატომაც არა? რადგან ფული თქვენს ფეხებთან აღმოჩნდა, მისი ჯიბეში გადანაცვლებაც შეიძლება, იპოვეთ ხურდა? აიღეთ – ის ბედნიერებას და ბარაქას მოგიტანთ.
  7. პეპლები – ისინი მხოლოდ მწერები არ არიან. ამბობენ, რომ თუ ფანჯარაში პეპელა შემოფრინდება, მასთან ერთად ოჯახში ბარაქა და ბედნიერებაც შემოვა. ფართოდ გააღეთ მთელი ზაფხული ფანჯრები და შემოუშვით ეს ლამაზი მწერები სახლში!
  8. ჩიტი – კარგის ნიშანია თუ ჩიტი თავის სამიზნედ ამოგარჩევთ… მთლად მტრედების გუნდის ქვეშ ნუ გაივლით ამის გამო, მაგრამ თუ სხვა ვარიანტი არ არის, ესეც სცადეთ.
  9.  ვალები – ვალები რა თქმა უნდა, უნდა გაისტუმროთ, მაგრამ ეს აუცილებლად სადილამდე უნდა გააკეთოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ახალი ვალის აღებისგან თავი შეიკავოთ, რადგან იღებთ სხვისას და აბრუნებთ თქვენსას. ეს არ აისახება ენერგეტიკაზე კარგად.
  10. ხურდები – კიდევ რას შეუძლია ფულის მოზიდვა სახლში? მაგალითად შემოსასვლელ კართან საფენის ქვეშ დამალულ ხურდას, აგრეთვე რამდენიმე განსხვავებულ კუპიურას საფულეში, ან ფაიფურის ყულაბაში.

კიდევ რა ვარიანტებია? – მოკლედ, გავიხსენეთ ფულის მოზიდვის შესაძლებლობები, რომელიც მუშაობენ პასიურად, თქვენი ჩარევის გარეშე, თუ გჯერათ, რომ შედეგი ექნება, დაელოდეთ, მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ ეჭვი გეპარებათ? გინდათ კიდევ რამის გაკეთება? კი ბატონო:

  • სამსახური – ნებისმიერ სამსახურს შემოსავალი მოაქვს. ნუ წამოწვებით უსაქმურად გულხელდაკრეფილი, მოძებნეთ რამე სამუშაო. ნუ ითაკილებთ ნურაფერს – წადით მოლარედ, დამლაგებლად ან კურიერად. ფული მიდის იქ, სადაც მას ელიან და უნდათ. ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების განლაგება და ლოდინი, როდის მოვა ფული, მოსახერხებელი საშუალებაა, მაგრამ არც ისე ეფექტური.
  • ჰობი – ყველას არ შეუძლია სრულყოფილად მუშაობა, ზოგს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ზოგს სხვა მიზეზი აქვს. აამუშავეთ გონება და მოიფიქრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. გააკეთეთ და გაყიდეთ. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან და შეიძენენ თქვენგან ნივთებს. მთავარია, სწორად მიაწოდოთ.
  • ცხოვრება – არასოდეს დაკარგო იმედი. შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ფული შემთხვევითი სამუშაოთი – გაასეირნოთ ძაღლი, ან გაყიდოთ ძველი ნივთები. თუნდაც გააჩუქეთ რამე – ეს თქვენს კარმას ბონუსს მისცემს. დაისახეთ მიზნად, რომ ყველაფერი გამოგივათ, ფული არსად გაიქცევა, მთავარია, თქვენ არ გაექცეთ მას.

რედაქციისგან:თუ ფულს ფილოსოფიურად მიუდგებით, დაიმახსოვრეთ ერთ მარტივი რამ: ფული არის შუამავალი თქვენს მოქმედებასა და თქვენს ბედნიერებას შორის. ხოლო იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერი, ფული სულაც არ არის საჭირო. მოიხსენით დაძაბულობა და ყველაფერი უკეთ წარიმართება.

გაგვიზიარეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ყველაფერ ამაზე, რისი გჯერათ და რისი არა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს