სილამაზე აფთიაქიდან: ეფექტური და იაფი საშუალებები

0
409

სილამაზის სალონებში სიარული იაფი სიამოვნება არაა. ამასთან, თანამედროვე ქალი დროის დეფიციტს განიცდის. იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებებით სახლის პირობებში თავის მოვლა შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც დროს და ფულს აფასებს.

მნიშვნელოვანია! გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ მოცემულ საშუალებაზე ალერგია ან უკუჩვენება არ გაქვთ.

აქტივირებული ნახშირი

მოწამვლის საწინააღმდეგო იაფი საშუალება გამონაყარს და კანის სხვა ანთებას შესანიშნავად კურნავს. ნახშირი გამოიყენება როგორც სკრაბი ან ჟელატინთან ერთად ნიღბის სახით. საშუალება კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ. ნახშირი თავის დასაბანად გამოიყენება. 2-3 აბი ნახშირი დაფშვენით, შამპუნს დაუმატეთ და თავის კანი კარგად დაიმასაჟეთ. ნახშირი ზედმეტ ცხიმს იწოვს, ქერტლს მოგაშორებთ და სკრაბის როლს შეასრულებს.

მუმიო

შეგიძლიათ ცალკე ან თავის მოვლის საშუალებებში დამატებით გამოიყენოთ. ის ნაოჭებს, ნაწიბურებს ამცირებს. მუმია შესანიშნავად აახალგაზრდავებს და თმის ზრდას აჩქარებს. სჯობს აბების სახით გამოიყენოთ.

თუთიის მალამო

ეფექტური საშუალება პრობლემური კანისთვის. თუთია შეხორცებას ხელს უწყობს, ნაწიბურებს ამცირებს, ანთებას აქრობს და კანს არბილებს. შეგიძლიათ მზისგან დამცავი კრემის სახით გამოიყენოთ. ნაოჭების შესამცირებლად ღამის კრემს დაუმატეთ. თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანს გამოაშრობთ.

აევიტი

საშუალება A და E ვიტამინია სუფთა სახით. შიგნით მხოლოდ ექიმის კონსულტანციით უნდა მიიღოთ. შეგიძლიათ კრემის სახით გამოიყენოთ. 1 კაფსულა გახვრიტეთ და სითხე სახეზე წაისვით. აევიტი კანს აახალგაზრდავებს, მუქ წრეებს მოგაშორებთ და კანს ეფექტურად კვებავს. ვიტამინი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. რეკომენდებულია თავის კანში სიმშრალის, ქერტლის და თმის ცვენის დროს შეიზილოთ.

თიხა

სხვადასხვა სახეობის თიხა თავის კანის და თმის ნიღბის სახით გამოიყენება. საშუალება ახორცებს, აახალგაზრდავებს, კოლაგენის წარმოებას აჩქარებს და ცელულიტს ებრძვის. თავის კანის ცხიმიანობას აქრობს, ქერტლის რაოდენობას ამცირებს და თმის ზრდას ხელს უწყობს.

ასკორბინის მჟავა

C ვიტამინი სხვადასხვა ფორმით იწარმოება. სილამაზისთვის სჯობს აბებისა და ამპულების სახით გამოიყენოთ. უკანასკნელი თმის ნიღბებს, შამპუნებს ან ბალზამებს დაუმატეთ. მსუბუქი გამაღიავებელი ეფექტი აქვს, თმას ბზინვარებას და ელასტიკურობას მატებს. აბების ან ფხვნილის დახმარებით პიგმენტურ ლაქებს, გამონაყარს და ცხიმოვან ბზინვარებას მოიშორებთ. ასევე ასკორბინის მჟავა ვარსკვლავური სისხლძარღვების გაჩენას აფერხებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი