ლამაზი ქალებისთვის დამახასიათებელი ჩვევები

0
284

იყო ლამაზი რთული არაა, მთავარია რამდენიმე ჩვევა შეიძინოთ.

ძილი

ღამის გართობასა და მამაკაცთან მიმოწერის გამო ძილის მსხვერპლად გაღებას თავი დაანებეთ. დროის სწორად დაგეგმვა ისწავლეთ, რომ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ. ასე თქვენი ბიოლოგიური საათი „მადლობას“ გეტყვით.

ექიმთან ვიზიტი

სპეციალისტებთან გეგმიური შემოწმება აუცილებელი ჩვევა უნდა გახდეს. ცხოვრება პრინციპით „ვცხოვრობთ, სანამ არ დავეცემით“ არ ღირს. წელიწადში ორჯერ გინეკოლოგთან და მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

სწორი დგომა და სიარული

არაფერი აბერებს ქალს ისე, როგორც მოხრილი მხრები და დაწეული თავი. საკუთარ თავს ყურადღება მიაქციეთ, ეცადეთ სწორი დგომა შეინარჩუნოთ და მუცელი ხშირად შესწიოთ.

მიმიკა

მიმიკას ყურადღება მიაქციეთ. სოფი ლორენი ამბობდა, რომ საათობით სარკის წინ იჯდა, ამა თუ იმ ემოციას გამოხატავდა, სანამ კუნთები საჭირო მდგომარეობას არ „იმახსოვრებდნენ“. „შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ჩემი სახე ამ შესწავლილი ემოციებით ნიღაბივით გამოიყურება. თუმცა ასე არაა, მე უბრალოდ ვიცი, თუ სახის რომელი გამოხატულება მიხდება და რომელი არ მამშვენებს“.

ნიკაპი და სახის ოვალი

როდის ვხვდებით ქალიდან დეიდა? როცა სახის ოვალი ნაკლებად გამოხატული ხდება და ორმაგი ნიკაპი გვიჩნდება. ამას უნდა ებრძოლოთ. სახის კუნთების ვარჯიში რეგულარულად გააკეთეთ. ფეისბილდინგი პოპულარული ტყუილად არაა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი