ამბობენ რომ ზოგი ნიშანი აღარ მუშაობს. მაგალითად, ამინდი. ამინდის ცვლილებამდე ტანში ტეხა და ძილიანობა უკვე ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ნიშნები და ცრურწმენები იმდენია, რომ ზოგიერთზე არც გაგვიგია არაფერი. მაგალითად, რატომ გვექავება თითი მარცხენა ხელზე? მხოლოდ თითი და არა მთელი ხელის გული!ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ფულთან დაკავშირებულ ცრურწმენებზე, ეხლა კი უფრო მსუყე მსჯელობა გვაქვს: თითოეული ხელის თითოეულ თითზე. პაპარაცის რედაქციამ გადაწყვიტა გაარკვიოს – მართალია თუ არა ეს ნიშნები და რამდენად აქტუალური შეიძლება იყოს.
რატომ გვექავება თითი მარცხენა ხელზე – გადავწყვიტეთ დაგვეწყო მარჯვენათი, იმიტომ, რომ მოსახლეობის 90% მემარჯვენეა და ასე იყო სულ, მაგრა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარცხენა ხელი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მოკლედ, არ გვინდა არანაირი დისკრიმინაცია, უბრალოდ დავიწყოთ უმრავლესობით.
რატომ გვექავება თითი მარჯვენა ხელზე
- ცერა თითი – თუ ქავილი ცერა თითზე გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცაში გაგიმართლებთ. ვერავინ იტყვის, ზუსტად რაში, მაგრამ იღბალი აუცილებლად გაჩნდება.
- საჩვენებელი თითი – მიგვითითებს წინსვლას კარიერულ კიბეზე, თუ უკვე გაქვთ სამსახური, ხოლო თუ არ გაქვთ, მალე იშოვით. ასე, რომ კარგის ნიშანია.
- შუა თითი – ამბობენ, რომ შუა თითი მარჯვენა ხელზე ექავებათ მდიდრებს, ისინი ხომ ბუდნოვნად იღებენ შემოსავალს. ერთი სიტყვით ელოდეთ ფულად შემოსავალს.
- არათითი – არათითის ქავილიც აჩენს ალბათობას მატერიალური ბონუსის მიღების. უფრო საყურადღებოა ერთი ასპექტი: უახლოეს მომავალში თქვენ გათავისუფლდებით რომელიღაც არაკეთილმოსურნე, მომაბეზრებელი ადამიანისგან. ესეც კარგია!
- ნეკა – აქ სასიამოვნო ნიშნები თავდება. თუ გექავებათ ნეკა თითი, ელოდეთ უსიამოვნებას. კონკრეტულად რას არ ვიცით, გავიგეთ მხოლოდ ის, რომ უნდა ჩამოიცვათ ნეკზე ოქროს ბეჭედი, რომ შეამციროთ მოსალოდნელი პრობლემა. არ მოიხსნათ, სანამ არ შეგიჩერდებათ ქავილი.
აი, მივედით მარცხენა ხელამდე! მარჯვენა ხელზე მხოლოდ 20% გვენიშნება ნეგატიური და ეს არც ისე ცუდია. რა ხდება მარცხენა ხელის თითებზე? მოდით, ვნახოთ:
რატომ გვექავება თითი მარცხენა ხელზე
- ცერა თითი – თუ გაქვთ ცერა თითის ქავილი, ელოდეთ შემოსავალს. კარგი ნიშანია გოგონებისთვის – მათ შეიძლება გამოუჩნდეთ საქმრო და ბეჭედი ბრილიანტებით. კარგი ამბავია ეს თუ არა, თავად გოგონებმა გადაწყვიტონ.
- საჩვენებელი თითი – საჩვენებელი თითის ქავილი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველა საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პერიოდი, ვერ გეტყვით, ალბათ სანამ არ შეგიჩერდებათ ქავილი. აქ მოსალოდნელია აღმასვლაც და დაღმასვლაც.
- შუა თითი – აქაც, ისევე როგორც მარჯვენაზე: შემოსავალი, ფული, მატერიალური კეთილდღეობა. და რა იქნება, თუ ორივე ხელზე ერთდროულად მოგექავებათ? თქვენი ბარათები ალბათ იხტუნავებენ!
- არათითი – ხარჯები. არ არის აუცილებელი უსიამოვნო. შეიძ₾ება დაგეხარჯოთ სასიამოვნოზეც. მაგალითად მოგზაურობა ან ახალი მანქანა. მარტოხელა ადამიანებს ეს ნიშანი ახალ ნაცნობობას და საინტერესო პარტნიორს უწინასწარმეტყველებს.
- ნეკა – ნეკა თითი მარცხენა ხელზე ისეთივე მზაკვარია, როგორც მარჯვენაზე. გვაფრთხილებენ, რომ თუ გექავებათ ეს თითი, ჯობია გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები რამდენიმე დღით. ჯობია არ გარისკოთ.
რედაქციისგან: ჩვენი შეგრძნებებიდან იშვიათად ვაკვირდებით თითების ქავილს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ზემოთ მოცემული კარგი და ეფექტური ინდიკატორია? თუ გაქვთ ამის დაკვირვების სურვილი და საშუალება, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.