უსამართლობაა, მაგრამ სამზარეულოში მილი იჭედება ხოლმე სწორედ მაშინ, როცა თავდება სპეციალური საწმენდი საშუალებები, ხოლო სანტექნიკოსებს კი უქმე დღეები აქვთ. რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ სასწრაფოდ გვჭირდება საჭმლის მომზადება და ჭურჭლის გარეცხვა? დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ გაწმინდოთ მილი სახლის პირობებში სიფონის მოხსნის გარეშე. მითუმეტეს თუ ნიჟარა დაცულია დეკორატიული კედლით ან დამალულია კარადაში.
როგორ გავწმინდოთ მილი სახლის პირობებში
- მავთული –თუ გაქვთ მრავალწვერიანი მავთული, დაახლოებით 20-30 სმ, ეს ხერხი გამოიყენეთ: მოაცილეთ იზოლაცია ერთ მხარეს 1-2 სმ სიგრძეზე. შემდეგ მოუხარეთ მავთულებს თავი. ეს მოწყობილობა ჩაუშვით ნიჟარის ხვრელში და დაატრიალეთ, შემდეგ ფრთხილად, ტრიალით ამოიღეთ მავთული.მოუშვით ცხელი წყალი ძლიერი ნაკადით. მავთულზე შემოეხვევა ჭუჭყის და საჭმლის ნარჩენები, რომელიც დაგროვდა მილში და აღარ დაგჭირდებათ სანტექნიკოსთან დარეკვა. სიმართლე გითხრათ, სწორედ ასე გამოიყურება სპეციალური კაბელი, რომელსაც ხელოსნები იყენებენ.
- ხამუთი – საუკეთესო ინსტრუმენტია მილიდან ნადების და თმის ამოსაღებად. ის კარგად წმენდს აბაზანის და პირსაბანის მილებს, სადაც თმები ხშირად გროვდება. აიღეთ რაც შეიძლება გრძელი მოსაჭიმი, მაკრატლით გაუკეთეთ კბილანები ორივე მხრიდან, ჩაყავით მილში და ატრიალეთ აქეთ-იქით. ამოიღეთ.თმების მთელი წლის მარაგი ამოღებულია, გილოცავთ! თუ შეამჩნევთ, რომ მილში წყალს ჩასვლა უჭირს, დრო და დრო გაიმეორეთ ეს პროცედურა. მაღაზიებში იყიდება სპეციალური საცობი ბადე, რომელიც აგროვებს თმებს და სხვა ნაწილებს. შეგიძლიათ დააყენოთ ეს ნივთი და დროდადრო გაწმინდოთ მხოლოდ ის.
- მილის გაჭედვის პროფილაქტიკა – იმისათვის, რომ არ დაგჭირდეთ მილების გაწმენდის უსიამოვნო პროცედურა, ჩვევად დააწესეთ რამდენიმე წუთი მდუღარე წყლის მოშვება, ან ჩასხმა. ჭურჭლის გარეცხვამდე კი მაქსიმალურად მოაცილეთ საჭმლის ნარჩენები და ჩაუძახეთ ნაგავში. აგრეთვე კარგი საშუალებაა ნიჟარის დისპოუზერი.
ეს მოწყობილობა ყენდება ნიჟარის ქვეშ და აქუცმაცებს საჭმლის ნარჩენებს. განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკაში, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით ვერ მოიკიდა ფეხი. თუ გადაწყვეტთ მის დაყენებას, აღარ მოგიწევთ ორგანული ნარჩენების გადაყრა და მასთან ერთად აღარც მილი გაგეჭედებათ. თქვენ როგორ აგვარებთ ამ პრობლემას?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს