კისტის მოშორებაში ოროვანდის წვენი და ფესვი დაგეხმარებათ: ეფექტური მკურნალობის რეცეპტები

466

კისტა ერთგვარი ამოზნექილი წარმონაქმნია, რომელიც გამჭვირვალე სითხითაა სავსე. ქალებში იგი 3-5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ეს წარმონაქმნები იყოფა მარტივ, ტრავმატულ, ნეოპლასტიკურ და პარაზიტარულ სახეობებად.

კისტა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გაწუხებდეთ. ჩვეულებრივ, მათ აღმოაჩენენ მუცლის ღრუს უბგ-ს ან კოპიუტერული ტომოგრამის დროს.

კისტის ზომაში მატეების დროს, შეიძლება გაჩნდეს გულისრევის შეგრძნება, მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სწრაფი სიარულის, აქტიური მოძრაობებისა და ფიზიკური დატვირთვების დროს.

კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის კისტის დროს, მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა: უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, არაორგანული საკვები და ტკბილეული.

ასევე, მნიშვნელოვანია ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნაც. 5 სმ-ზე დიდი ზომის კისტების შემთხვევაში, რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა. კისტის სპეციფიკური მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს.

კისტის მკურნალობა ხალხურ მედიცინაში

ფიტოთერაპია გვთავაზობს თავის მცენარეულ პრეპარატებს, რომლებსაც კისტის ზრდის პროცესის საგრძნობლად შენელება შეუძლია.

ოროვანდი

მაგალითად, ოროვანდის ფესვი ან წვენი. ახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა  მის მოსამზადებლად. ოროვანდის ფესვი უნდა გარეცხოთ და გამოაშროთ. აიღეთ 1 ს.კ. ფესვი, დაასხით 0.5 ლ წყალი, საღამოს ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთით. ღამით დააყენეთ და დილით გადაწურეთ. დალიეთ ნახარში დღის განმავლობაში სამ მიღებად, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მიიღეთ ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში.

ოროვანდის ახალი ფოთლების წვენი შეგიძლიათ უმად ან სპირტთან შერეული(2:1) მიიღოთ. შეინახეთ იგი მაცივარში, მიიღეთ 1 ს.კ. 0.5 ჭიქა წყალთან, დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში. საჭიროა წელიწადში 3-4 ასეთი კურსი.

ქრისტესისხლა

მკურნალობისთვის, ასევე, შეიძლება გამოიყენოთ ქრისტესისხლას ბალახი ნახარშის სახით ან მოამზადოთ წვენი მაისში შეგროვილი ახალი ბალახისგან. გაიარეთ 2-3 ერთთვიანი კურსი წელიწადში.

მოკრიფეთ ახალგაზრდა მცენარე, გარეცხეთ წყლით, დაფერთხეთ, დაჭერით 0.5 სმ ნაჭრებად. 1 ჭიქა ბალახი მოათავსეთ 0.5 ლ მდუღარე წყალში. ადუღეთ 1 წუთი, გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 20 წუთით. დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დალიეთ 50 მლ ნახარში. შესამჩნევი შედეგი 10 დღის შემდეგ დადგება.

მნიშვნელოვანია: სანამ ნახარშის მიღებას დაიწყებდეთ, მიირთვით 1 ს.კ. ნახარში და გაიგეთ, როგორ მიიღებს მას ორგანიზმი.

ბალახების ნაკრები

შეგიძლიათ ბალახების ნაკრები მოამზადოთ: აიღეთ ოროვანდის ფესვი, კრაზანასა და მატიტელას ბალახი, ნეგოს ყვავილები(4-4 წილი), აბზინდას ბალახი, ბერძნული კაკლის ფოთლები(1-1 წილი). შეურიეთ ყველაფერი. 1 ს.კ. ბალახების ნაკრებს დაასხით 0.5 ლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით. დააყენეთ 1 ღამით, დილით გადაწურეთ. დალიეთ დღეში სამ მიღებად, ჭამამდე 20 წუთით ადრე. და ასე ყოველდეღე, 1 თვის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს