ძალიან მიყვარს თეთრი ტანსაცმელი, უნივერსალურია და ყველაფერს უხდება, მაგრამ პრაქტიკული ნაკლებად არის. ღია ფერის ნივთები საკმაოდ სწრაფად იცვითება და კარგავს სიქათქათეს, ხოლო თეთრ წინდებზე უკვე აღარაფერს ვამბობ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავახანგრძლივოთ საყვარელი ტანსაცმლის მომსახურების პერიოდი? გამოსავალი არსებობს! პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გასწავლით როგორ გაათეთროთ ნივთები სახლის პირობებში.
როგორ გავათეთროთ სწრაფად თეთრი ნივთები
თეთრი ტანსაცმელი ყველა ადამიანის გარდერობშია. თუ თქვენ არ გიყვართ თეთრი ნივთების ტარება, ერთი წყვილი წინდა მაინც გექნებათ გარდერობში. გათეთრების პრობლემა ყველაზე ხშირად აქვთ ახალგაზრდა დედიკოებს, მათ რეგულარულად უწევთ საბავშვო ტანსაცმლის რეცხვა და რა თქმა უნდა პატარების ნივთებზე არ არის სასურველი ქიმიური ხსნარების გამოყენება. იცოდით, რომ ეს არც არის აუცილებელი? ძვირადღირებული საოჯახო ქიმია შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გამოცდილი ხალხური მეთოდებით.
- პირველი ხერხი არის ბორის მჟავა. ის ყველა აფთიაქში იყიდება და მისი განსაკუთრებული თვისება ის რის, რომ ღრმად აღწევს ქსოვილში და აშორებს ყველაზე ღრმა ლაქასაც.ბორის მჟავა იყიდება 10 გრამიან პაკეტებში. 5 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 1 პაკეტი ეს ნივთიერება. გახსენით წყალში ბორის მჟავა და ჩაალბეთ თეთრეული – წინდები, საცვლები, ბიუსჰალტერი…2 საათის შემდეგ ამოიღეთ ნივთები ხსნარიდან, გაწურეთ და შეყარეთ სარეცხ მანქანაში. ჩართეთ სათანადო რეჟიმი და გარეცხეთ. ამ ხერხით შეძლებთ დიდი ხნის ლაქების მოშორებას და დაუბრუნებთ ნივთებს სიქათქათეს.
- ხრიკი კალიუმის პერმანგანატით – დიდი ხნის შელახული ნივთების გათეთრება შესაძლებელია მარგანეცის საშუალებით. ამჯერად ერთდროულად გამოვიყენებთ სარეცხ ფხვნილს და იისფერ კრისტალებს. აიღეთ 200 გრ. სარეცხი ფხვნილი და 10 ლიტრი ცხელი წყალი.ცალკე გახსენით მარგანეცის კრისტალები ცოტა წყალში. დაელოდეთ სანამ ბლომდე არ გაიხსნება, რადგან გაუხსნელი მცირე კრისტალის კი ლაქებს დატოვებს ტანსაცმელზე.შემდეგ ჩაასხით ვარდისფერი სითხე ფხვნილიან წყალში და აურიეთ. ჩაალბეთ მიღებულ ნარევში ჭუჭყიანი თეთრეული და დააფარეთ თავზე ცელოფანი. როდესაც წყალი გაცივდება, ამოიღეთ ტანსაცმელი და გაავლეთ ცივ წყალში.
რჩევა რედაქციისგან
თუ თქვენ ხშირად რეცხავთ თეთრ ნივთებს, ალბათ გეცოდინებათ რამდენი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. თუ კიდევ იცით სხვა ხერხები ტანსაცმლის გასათეთრებლად, გაგვიზიარეთ კომენტარებში.