ომლეტი “ტორნადო” ტაფაზე, რომელიც თქვენს პრობლემებს დროებით დაგავიწყებთ.

72

ერთი და იგივე პროდუქტებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ უღიმღამო საუზმეც და უბრალოდ შედევრიც, რომლის ჭამა დაგენანებათ, მაგრამ მოგიწევთ. ის ხომ ძალიან გემრიელიცაა! დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით ომლეტის მომზადებას რძით. ეს არის რეცეპტი, რომლის გაკეთება მაშინვე მოგინდებათ და გამოგივათ კიდეც. ეს არის ომლეტი “ტორნადო” კორეულად.

რძიანი ომლეტი ტაფაზე

გარეთ კვების მთავარი არსი მის სწრაფ მომზადებაშია, მაგრამ ლამაზი გაფორმების გარეშეც არაფერი გამოვა. კორეელები ვიზუალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეჭვი მეპარება, რომ ისინი კვერცხში რძეს ურევდნენ, მაგრამ თქვენ გირჩევთ შეურიოთ 50 მლ. უფრო ნაზი გემოსთვის და უკეთესი ფერისთვის. ეხლა კი გაჩვენებთ, როგორ აძლევენ იდეალურ ფორმას კვერცხს.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი
  • 50 მლ. რძე
  • 1 ც/კ ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი, მოამზადეთ აზიური ჯოხები საჭმლისთვის – ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ომლეტისთვის ფორმის მისაცემად.
  2. დააყარეთ სასურველი რაოდენობის მარილი და რძე ან ნაღები – ესეც თქვენი სურვილით, აუცილებელი არ არის. თუ დაუმატებთ, ომლეტს ექნება ნაზი რძის გემო, გამოვა უფრო ჰაეროვანი. რაც უფრო კარგად ათქვეფთ კვერცხს, უკეთესი იქნება.
  3. გააცხელეთ კარგად ტაფა, მცენარეული ზეთი. შემდეგ დაასხით კვერცხი, როცა ძირის გამაგრებას დაიწყებს, ჩაარჭეთ შუაში ბამბუკის ჯოხები და ფრთხილად დაატრიალეთ.
  4. შედეგად წარმოიქმნება ლამაზი ნაკეცები, განაგრძეთ ფრთხილად ტრიალი.
  5. როდესაც ომლეტი მზად იქნება, დადეთ თეფშზე მოხარშული და შეზავებული ბრინჯი, გადააფარეთ ომლეტი და გარშემო მოასხით სოუსი.

ომლეტი ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ტკბილი, ხაჭოთი ან ძეხვით. არსებობს ბევრი საშუალება გემოს გამრავალფეროვნების, ხოლო ფორმა უბრალოდ შედევრია.იმედი გვაქვს შეძლებთ რამდენიმე სწორი მანევრის გაკეთებას მარტივად. თქვენ როგორ უფრო გიყვართ ომლეტი რძით თუ მის გარეშე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს