როგორი უნდა იყოს იდეალური ქმარი

141

როგორ ფიქრობთ, როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს საუკეთესო ქმარს? და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა გათხოვდეთ და შეხვდეთ იდეალურ მამაკაცს? თუ გეტყვიან, რომ შეგიძლია ეხლა და აქვე შექმნათ იდეალური პარტნიორის სახე, როგორი იქნებოდა ის? პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ იმპროვიზირებულ კონსტრუქციას ვიზუალიზაციისთვის და იდეალური მამაკაცის შექმნისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 10$ და მამაკაცის თვისებები. რაში დახარჯავდით?

  • მდიდარი – 10$
  • სიმპატიური – 6 $
  • ათლეტური – 6$
  • ჭკვიანი – 8$
  • მხიარული – 4$
  • უყვარს თქვენი მეგობრები – 2$
  • მზრუნველი – 4$
  • ერთგული – 6$
  • რომანტიული – 2$

საუკეთესო მამაკაცი მსოფლიოში

დახარჯეთ ყველა თქვენი რესურსი ზღაპრული მდიდარი პრინცის ძებნაში? თუ კი – რატომ? ნუთუ სხვების შესაშურად ცხოვრება და მალდივებზე დასვენება არის მხოლოდ ბედნიერება? სინამდვილეში მამაკაცისთვის საკმარისია ქონდეს ნორმალური შემოსავალი და სამსახური, რომ “იდეალურის” სიაში მოხვდეს, თუ ეს მხოლოდ მითია? მოდით გავერკვეთ.შეძლებდა თუ არა თქვენი გულის მონადირებას მზრუნველი მამაკაცი საშუალო შემოსავლით? ისეთი, რომელიც შესვლისას კარს გაგიღებთ, პალტოს მოგაცმევთ, ხელს გამოგიწვდით კიბეზე ჩამოსვლისას. ასეთთან ხომ დაცულად და მყუდროდ იგრძნობთ თავს? რას იტყვით?

საკმარისია ქონდეს იუმორის გრძნობა, ათლეტური აღნაგობა, რომ მანდილოსნების ოცნების მიზნად იქცეს? ბევრი ქალი აღნიშნავს ამ თვისებას, როგორც ერთ-ერთ აუცილებლობად. არსებობს გამოთქმა, რომ თუ ქალი ცუდად მოიქცევა, დაისჯება და შეხვდება ყველაზე მოსაწყენი მამაკაცი. რას ფიქრობთ? ან იქნებ გირჩევნიათ იპოვოთ ერთგული რომანტიკოსი, რომელიც გააღმერთებს თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, მაგრამ არ ექნება ფული? საინტერესოა, რამდენი ქალი იზრუნებს თავად შემოსავალზე, ოღონდაც გვერდით ყავდეს საიმედო მამაკაცი… მაგრამ რამდენად შეიძლება უწოდო მამაკაცს საიმედო ყველაფერში, თუ მისგან ფინანსური მხარდაჭერის იმედი არ გაქვს?

ან იქნებ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც მამაკაცის ინტელექტია მთავარი? ნაკითხი ინტელექტუალის გულის მოგება არ არის ადვილი. ისინი მუდამ ეწინააღმდეგებიან სტანდარტულ პროცესებს. ალბათ ამიტომ იზიდავენ ისინი ბევრი ქალის გულს. მანდილოსნებს ხომ სულ ცოტა ჭირდებათ ბედნიერებისთვის – არ იყვნენ მარტო და ქონდეთ ელემენტარული.ეხლა კი ავხადოთ სიმართლეს ფარდა. დაფიქრდით რა თვისებები გაკმაყოფილებთ მამაკაცისგან და რა არის საკმარისი იმისთვის, რომ მასთან ბედნიერად იგრძნოთ თავი?

თუ შეძელით იდეალური მამაკაცის თვისებების შეგროვება და გადაწყვიტეთ რა გინდათ, თუ იპოვით ასეთს, ფრთხილად იყავით, იმედი არ გაგიცრუვდეთ. თქვენ ხომ მთავარი თვისება გამოგრჩათ: საუკეთესო ქმარი მსოფლიოში არის ის, ვისაც უპირობოდ უყვარხართ, ბედნიერი შეიძლება იყო მხოლოდ ასეთ მამაკაცთან ხოლო ყველაფერი დანარჩენი აღარ არის მნიშვნელოვანი.თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს