რატომ არ მეკარგება ერთი მარცვალი ჟოლოც კი ტყუილად

211

ზაფხულში სულაც არ გჭირდება მაღაზიაში ტკბილეულის ყიდვა, რადგან უფრო სასარგებლო და ჯანსაღი შეგიძლია მოამზადო სახლის პირობებში მინიმალური რაოდენობის შაქრით. ხოლო ხილი და კენკრა ამაში ძალიან გამოგადგებათ. თუ შენ გამოუსწორებელი ტკბილის მოყვარული ხარ ან შენი ბავშვები მუდამ კანფეტებისკენ იწევენ, მოამზადეთ სეზონური დესერტ, რომლისგანაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ. დღეს პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ ჟელე ჟოლოთი და მოცხარით, გაგიზიარებთ ჟოლოს ტორტის რეცეპტს და გამაგრილებელი მალინის სორბეტს.

ჟოლოს და მოცხარის ჟელე

გასწავლით როგორ გააკეთოთ სასარგებლო კანფეტი კენკრისგან. შეგიძლიათ გააკეთოთ პორციებად ან პატარა ფიალებში. მაგრამ თუ გინდათ, რომ გავდეს ქარხნულ ჟელეს, გააკეთეთ სილიკონის ფორმებში. თუ გიყვარს ჟელე, ალბათ მიაქცევდი ყურადღებას მის შემადგენლობას. გემოთიც მიხვდები, რომ ამ დესერტში შაქარი საკმაოდ ბევრია.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ.  ჟოლო
  • 100 გრ. მოცხარი
  • 50 გრ. შაქარი
  • 20 გრ. ჟელატინი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ კენკრა, შემდეგ ჯერ დაწრიტეთ საწურზე, მერე გააშრეთ სამზარეულოს ხელსახოცზე.
  2. დააბლენდერეთ ჟოლო და მოცხარი. პარალელურად დაალბეთ ჟელატინი 150 მლ. წყალში ნახევარი საათით.
  3. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით მიღებული ხილფაფა, შაქარი და წყალში გაზავებული ჟელატინი. დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ, არ აადუღოთ და მუდმივად ურიეთ.
  4. მასა ერთგვაროვანი რომ იყოს, გაცხრილეთ წვრილ საწურზე.
  5. ჩაასხით ჟელე ფორმებში და შედგით მაცივარში 4-6 საათი. სულ ეს არის.

ჟოლოს ტორტი:საზაფხულო ტორტი ცხობის გარეშე იდეალური გამოსავალია, თუ გეჩქარებათ ან უბრალოდ არ გინდათ ცომთან თამაში. არაჟანი და კენკრა ისეთი ინგრეტიენტია, ეგრევე გაგიღვიძებთ მადას. მოდით მოვამზადოთ სახელდახელო მარტივი დესერტი.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ. ჟოლო
  • 200 გრ. მოცვი
  • 800 გრ. არაჟანი
  • 200 გრ. შაქარი
  • 100 მლ. წყალი
  • 30 გრ. ჟელატინი
  • 8 გრ. ვანილი

მომზადების წესი:

  1. აურიეთ არაჟანი, ვანილი და შაქარი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ კიდევ აურიეთ, რომ შაქარი კარგად გადნეს.
  2. წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ 30 გრ. ჟელატინი 100 მლ. წყალში. შემდეგ ჩაასხით არაჟნიან მასაში წვრილი ნაკადით და შეუჩერებლად ურიეთ.
  3. არაჟნის ჟელეში ჩაყარეთ კენკრის ნახევარი. მოამზადეთ ფორმა: ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი ფორმაში ან ღრმა ჯამში, ჩაასხით მასა შიგნით.
  4. მოაყარეთ თავზე დარჩენილი კენკრა და შედგით ტორტი მაცივარში 6-8 საათი. მზად არის!

ჟოლოს სორბეტი: ვერცერთი გაყინული წვენი ვერ შეედრება ამ ღვთაებრივ დესერტს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულ ნახევარი საათი. დესერტი საყინულეში უნდა გააჩეროთ მინიმუმ 6 საათი. ამიტომ ჯობია მოამზადოთ საღამოს.

ინგრედიენტები

  • 400 გრ. ჟოლო
  • 200 გრ. შაქარი
  • 200 მლ. წყალი
  • 1 ლიმონი

მომზადების წესი

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით 200 მლ. წყალი და დაუმატეთ 200 გრ. შაქარი, შემდეგ ლიმნის ცედრა პიკანტური არომატისთვის. მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. როცა სიროფი გაცივდება, გაცხრილეთ საწურზე. შემდეგ ჩაასხით ბლენდერში და ჩართეთ ორი წუთით, შეგიძლიათ დაუმატოთ კიდევ ლიმნის წვენი.
  3. ჩაასხით პიურე კონტეინერში და შედგით საყინულეში 6-8 საათი. გაყინული დესერტი ამოიღეთ ნაყინის კოვზით და დატკბით მისი მშვენიერებით. გემრიელად მიირთვით!

ხუთწუთიანი დესერტები კარგი საშუალებაა ზაფხულის სიცხეში. იმედი გვაქვს მოგეწონებათ. თქვენ რას ამზადებთ ხოლმე სახლის პირობებში ბავშვებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს