უკვე მეორე წელია მაქვს თეთრი ფეხსაცმელი და ისე გამოიყურება, თითქოს ახალია

1068

აი, მავნე რჩევა – თუ იყიდე თეთრი ფეხსაცმელი და გეშინია არ დაგესვაროს, მოითმინე ერთი კვირა და მერე უკვე სულერთი იქნება როგორ გამოიყურება. მაგრამ თუ სერიოზულად მივუდგებით, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომ ასე არ მოხდეს. დღეს paparazzi.ge გასწავლით როგორ გაწმინდოთ და მოიყვანოთ წესრიგში თეთრი ფეხსაცმელი სახლის პირობებში.

თეთრი ფეხსაცმლის საწმენდი საშუალებები

სოდა

გააკეთეთ 200 მლ წყლის და 1 ს/კ სოდის ნარევი. წაუსვით ფეხსაცმელს დაბინძურებულ ადგილას და დაელოდეთ გაშრობას. ამის შემდეგ გაუსვით ჩოთქი და მოაშორეთ შემშრალი ფხვნილი. ასე შეგიძლიათ გაწმინდოთ ტექსტილის თეთრი ფეხსაცმელი, ტყავის ან ზამშის ნაკეთობები.

ძმარი

გააზავეთ 2 ს/კ ძმარი ერთ ჭიქა წყალში. დაასველეთ ამ ხსნარით ტილო და გაწმინდეთ ფეხსაცმელი. ასე ნაზად გაიწმინდება ლაკის, ტყავის, ზამშის და ველურის ფეხსაცმელები.

მიცერალური წყალი

ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მიცერალური წყალი. ის მარტივად აშორებს მაკიაჟს – პომადას, ტუშს და ჭუჭყსაც ადვილად გაუმკლავდება. უბრალოდ გაწმინდეთ ჭუჭყიანი ადგილები.

სხვა საშუალებები

ასევე ეფექტურია კბილის პასტა, რომელიც ძალიან კარგად უმკლავდება ლაქებს და ყოველთვის თან გაქვთ. კარგია მელამინის ღრუბელი ზოგიერთი ლაქისთვის, ან ლიმნის წვენი.

ლაიფჰაკი

სანამ თქვენს ფეხსაცმელს დასვრით და გაანადგურებთ, იყიდეთ საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში წყლის ამსხლეტი ნებისმიერი ბრენდის სითხე. წაუსვით ფეხსაცმელს პირველივე დღეს.

მისი მოქმედების მექანიზმი არის ის, რომ ეს საშუალება ავსებს ფორებს ფეხსაცმლის ზედაპირზე და ისხლიტავს ჭუჭყს და წყალს. შედეგად ის ინარჩუნებს სისუფთავეს უფრო დიდხანს და ჭირდება უფრო იშვიათად რეცხვა, რაც მისი მოხმარების პერიოდს გაახანგრძლივებს.

ყველა ზემოთჩამოთვლილი საშუალებით შეგიძლიათ გაათეთროთ თასმებიც. საერთოდ, ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაშიც კარგად ირეცხება, მაგრამ რამდენიმე გარეცხვის მერე შეილახება და მოგიწებთ თქვენს საყვარელ ნივთთან დამშვიდობება.

თქვენ რა ხერხს იყენებთ თეთრი ფეხსაცმლის მოსავლელად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს