პაპარაცის რედაქციამ არაერთხელ შემოგთავაზათ სხვადასხვა ფუნთუშის რეცეპტი. იყო ხაჭოს, შოკოლადის, გოგრის. იყო აგრეთვე ფუნთუშები ძეხვით. ეხლა კი გთავაზობთ ფუნთუშებს მინანქრით.ის ძალიან გემრიელად გამოიყურება და შეუდარებლად გემრიელია. მთავარი უპირატესობა კი მის მარტივ მომზადების წესშია. სცადეთ მისი მომზადება ერთხელ მაინც და გახარეთ ოჯახის წევრები.
ტკბილი ფუნთუშები თეთრი მინანქარით
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 650 გრ. ფქვილი
- 42 გრ. ცოცხალი საფუარი
- 80 გრ. კარაქი
- 180 გრ, შაქარი
- 250 მლ. რძე
- 1 ცალი კვერცხი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 500 მლ. რძე
- 2 პაკეტი პუდინგი
- 4 ს/კ შაქარი
ინგრედიენტები მინანქარისთვის:
- 125 გრ. შაქარი
- 6 ს/კ ნაღები (30%-იანი)
მომზადების წესი:
- პირველ რიგში გაადნეთ კარაქი და შეურიეთ რძე. მასა უნდა იყოს თბილი, არ უნდა იყოს ცხელი ან ცივი. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, შაქარი და კარგად აურიეთ. ცალკე ჭურჭელში ამ ნარევის მცირე ნაწილში გახსენით საფუარი და ისევ შეურიეთ ძირითად მასაში.
- თანდათან ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი, ის ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით ამოსასვლელად.
- შეუდექით შიგთავსის მომზადებას. ამისათვის კარგად გაათბეთ ქვაბში რძე (მიიყვანეთ ადუღებამდე). შაქარს დაუმატეთ 2 პაკეტი პუდინგი და კარგად აურიეთ. (პუდინგი უნდა გამოვიდეს სქელი)
- დაასხით ერთი ჭიქა რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ წვრილი ჭავლით ჩაასხით პუდინგიანი მასა ცხელ რძეში და ხარშეთ 1-2 წუთი. თან სისტემატიურად ურიეთ რომ არ მიიწვას. გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში.
მინანქარი ფუნთუშებისთვის:
- გააკეთეთ მინანქარი. ამისათვის აიღეთ შაქრის პუდრა, დაასხით ნაღები და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ლიმნის წვენი.
- ჩაზილეთ ამოსული ცომი და გამოდევნეთ ზედმეტი ჰაერი. გააბრტყელეთ თხლად მართკუთხედის ფორმაზე. უნდა გამოვიდეს 33/37 სანტიმეტრზე. შუაში დადეთ პუდინგიანი მასა და თანაბრად გადაანაწილეთ შუა 1/3 – ზე.
- შემდეგ გადაუკეცეთ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მხარე. დაჭერით ცომი მსხვილ ზოლებად – დაახლოებით 3 სმ. სისქეზე.
- თითოეული ზოლი ოდნავ გაჭიმეთ და გადაგრიხეთ, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც პერგამენტის ქაღალდია დაფენილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
- ჯერ კიდევ თბილ ფუნთუშებს წაუსვით მინანქარი. რბილი და არომატული ნუგბარი მზად არის. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს