როდესაც პირველად ამარინადებ ქლიავს ნივრით, დაიმახსოვრე მთავარი წესი

385

მთავარი სიამოვნება ზაფხულში – ახალი ხილით და კენკრით პირის ჩატკბარუნება. ყველაფერს რა თქმა უნდა, ვერ შეჭამ, ხანდახან არ იცი, სად წაიღო უხვი მოსავალი. ხომ არ გააფუჭებ? ამიტომ ჯობია სასწრაფოდ გაუშვა კონსერვებში. მაგალითად, ქლიავი ნივრით. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ.

ქლიავი ნივრით

ერთი შეხედვით, უცნაური შეხამებაა არა? გარწმუნებთ, რომ დამარინადებული ქლიავი ნივრით თქვენი საყვარელი კერძი გახდება. ეს არის პიკანტური დანამატი სადღესასწაულო სუფრაზე. გემრიელი, ორიგინალური და ძალიან მარტივი!

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ქლიავი
  • 2 თავი ნიორი
  • 50 მლ. ძმარი (9%)
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 160 გრ. შაქარი
  • 4 ცალი შავი პილპილი
  • 3 ცალი მიხაკი
  • რამდენიმე დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ მკვრივი, არც ისე მწიფე ქლიავი, კარგად გარეცხეთ.
  2. გაასუფთავეთ ნიორი. აიღეთ თითო პატარა ზომის კბილი თითოეულ ქლიავზე. თუ ნიორი დიდია, გაჭერით.
  3. ამოაცალეთ ქლიავს კურკები და ჩადეთ მის მაგივრად ნიორი და ჩააწყვეთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში, თან ჩააწყვეთ სხვა სანელებლებიც.
  4. შემდეგ მოამზადეთ მარინადი. ამისათვის ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და მარილი. დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 3 წუთი.
  5. ცხელი მარინადი ჩაასხით ქლიავიან ქილებში, დაახურეთ თავსახური, შეფუთეთ პირსახოცით და გააჩერეთ 30-40 წუთი.
  6. შემდეგ გადმოასხით მარინადი უკან ქვაბში, დაუმატეთ ძმარი და კვლავ დადგით ცეცხლზე ადუღებამდე.
  7. მეორედ ჩაასხით მდუღარე მარინადი ქილებში, მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ და ისე გააგრილეთ. თქვენი ქლიავის მარინადი მზად არის!

აგარაკზე ყოველთვის გვაქვს ქლიავის უხვი მოსავალი. დედამ გასულ წელს პირველად გააკეთ ქლიავის მარინადი ნივრით ამ რეცეპტით. ის იმდენად მოეწონათ, რომ ოჯახის წევრებმა ზამთრის დადგომამდე შესანსლეს, სტუმრებმა კი რეცეპტი მოთხოვეს. დედას ვთხოვ, წელს ორჯერ მეტი გაკეთოს. თქვენ გაგისინჯავთ ქლიავის მარინადი? სცადეთ და გაგვიზიარეთ კომენტარებში შთაბეჭდილებები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს