“იმ დღეს ქმარი სახლში გვიან დაბრუნდა, მე სამსახურიდან დაბრუნებულმა მოვუმზადე ვახშამი და დაველოდე მის მოსვლას შუაღამემდე. როდესაც ის დაბრუნდა, დამშეულმა შეიხედა მაცივარში, გამოიღო ჩემი მომზადებული სალათა, გაიცხელა ხორციანი კარტოფილი და დაჯდა საჭმელად. მე ჩუმად ვიჯექი და ველოდებოდი რით ახსნიდა თავის დღევანდელ დაგვიანებას – გვიყვება paparazzi.ge-ს რესპოდენტი – ეს იყო საშინელი დღე, რომელსაც ეხლაც ტკივილით და წყენით ვიხსენებ.
ქმარი დაბრუნდა სახლში
“როდესაც მან დაამთავრა ჭამა, დამიძახა და მითხრა, რომ სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა. მე აღარ მქონდა საუბრის ძალა და ენერგია, იმდენად განერვიულებული ვიყავი. მთელი საღამო ვდარდობდი, რამე ხიფათი ხომ არ შეემთხვა, დავურეკე ათასჯერ, მაგრამ არ მიპასუხა. ნუ, საბოლოოდ მითხრა, რომ სხვა შეუყვარდა და ჩემთან დაშორება უნდოდა.
5 წლიანი თითქოს წარმატებული ურთიერთობის ფონზე, მოულოდნელი ამბავი იყო ამ შუაღამეზე. დილამდე ვეღარ დავიძინე. არ დავლოდებივარ ქმრისგან დოკუმენტების გაფორმებას. თავად შევიტანე განცხადება განქორწინებაზე. თითონ კი ჩაალაგა ნივთები და საყვარელთან გადაბარგდა. სახლში სიცარიელემ დაისადგურა. აღარ ვამზადებდი სადილებს და ვცდილობდი რაც შეიძლება გვიან დავბრუნებულიყავი შინ.
მთელი წელი აღარ მინახავს. თავით გადავეშვი სამსახურში, დამაწინაურეს კიდეც. დავიწყე იოგაზე სიარული, თანდათან ჩამოვიშორე წარსული, თითქმის ვაპატიე კიდეც ყოფილ ქმარს. სწორედ ამ დროს გამომეცხადა! ერთ საღამოს მოვიდა, ცუდ ხასიათზე იყო და მთხოვა 1-2 კვირით შენთან შემიფარეო.
მოულოდნელი ვიზიტი
ავადუღე ჩაი და ვისაუბრეთ. მოვუყევით ერთმანეთს მთელი წლის ამბები. ის გამომიტყდა, რომ ვენატრებოდი და მთელი ეს პერიოდი ვერ დამივიწყა. ამიტომ იმ ქალთან ურთიერთობა არ გამოუვიდა და მან მიატოვა, რადგან ვერ მიიღო სათანადო ყურადღება. ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ მინდოდა მასთან ყველაფრის თავიდან დაწყება…
ის შეცდა და გამცვალა სხვა ქალში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ საიმედო და კარგ ოჯახს ვერ აჯობებს ინტრიგები ახალგაზრდა საყვარელთან. მან შეადარა ცხოვრება ზრდასრულ, დამოუკიდებელ ქალთან და თანაცხოვრება ჩამოუყალიბებელ ნიმფასთან, რომ ამის გარეშე ვერ მიხვდებოდა რა ქონდა და რა დაკარგა და საბოლოოდ მოიკრიბა ძალ-ღონე და მოვიდა ჩემთან.
იმ დღესვე ხელი მთხოვა, ამის შემდეგ ორი წელი გავიდა და ძალიან ბედნიერები ვართ. ის კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდა, არასოდეს აგვიანებს სახლში მოსვლას, მანებივრებს ყვავილებით და საჩუქრებით. ოღონდ მისი წინადადება არ მიმიღია და არ დავქორწინებულვართ. ასე უკეთესია”
რედაქციისგან
ქმრის ღალატის მერე ჩვენი რესპოდენტი მიხვდა თავისუფლების ფასს. თითოეულმა მიიღო ახალი შეგრძნებები, მაგრამ რამდენად შეიძლება ღალატის პატიება? ალბათ ჩვენს რესპოდენტს არ უნდა თავისუფლების დათმობა, რომელიც დაშორების შემდეგ მოიპოვა, ან ეშინია კიდევ გაუთვალისწინებელი შემთხვევის, ამიტომ ოფიციალურად არ აფორმებს ქორწინებას, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ურთიერთობა იყოს გულწრფელი და ორმხრივი. ვუსურვებთ დიდხანს სიყვარულს და ბედნიერებას!