მივედი დედამთილთან და ვაიძულე “პენსიონერული” ფარდების გადაგდება

1170

როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები? ამ კითხვაზე პასუხი ყველა დიასახლისს და სახლის მფლობელს არ აქვს. დრო და გემოვნება იცვლება და ფარდების ბევრი ვარიანტი სამუდამოდ ამოვარდა მოხმარებიდან. პაპარაცის რედაქცია დღეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაში,  თუ როგორ შეარჩიოთ სწორად ფარდები და რომელი ითვლება მოძველებულად, რომ მაშინვე გადადოთ გვერდზე.

როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები

მოდიდან დიდი ხანია გადავიდა ფარდები ბრჭყვიალა ნაჭრისგან. მთლიანად ასეთი, ან ასეთი ელემენტებით გაწყობილი ფარდა გააფუჭებს ყველაზე ტრენდულ ინტერიერსაც. ჩამოხსენით ის და დაივიწყეთ!

მოძველებული მოდელები

ფარდები ძაფებისგან ან სხვადასხვა ნაჭრის ზოლებისგან გაუშვით დამსახურებულ პენსიაზე. უდავოდ, თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო ეს სტილი, მაგრამ დიდი დრო გავიდა. ასეთი ფარდები თანამედროვეობაში მოსაწყენად ჩანს. ზოგს 90-იანებსაც გაახსენებს, როცა ოთახის გასასვლელებში კიდებდნენ ფარდებს წვრილი ხის მძივებისგან. ამას გარდა, ასეთი ფარდები ცუდი და სათუთი მოსავლელია.

სიმყუდროვის შეგრძნება

ადრე ბევრი იყენებდა პლასტმასის ჟალუზებს ფანჯრებზე. ეს ძალიან კარგი, მოსახერხებელი ანალოგია სქელი ფარდების, მაგრამ ყოველთვის არ არის ეფექტური. ასეთი ფანჯრები საოფისე ოთახს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე მყუდრო, კომფორტულ საძინებელს. ამას გარდა, პლასტმასის ჟალუზი ფაქიზი მოსახმარია და ადვილად ფუჭდება. ამიტომ ჯობია ყურადღება დაუთმოთ უფრო მოდურ და კომფორტულ ვარიანტებს.

ნატურალური მასალა

სინთეტიკური მასალისგან შეკერილი ფარდები ყოველთვის არ გამოგადგებათ, ამიტომ თუ საუბარია თქვენს საძინებელზე, ან საბავშვო ოთახზე, აუცილებლად შეარჩიეთ ნატურალური მასალისგან. ის არა მარტო ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხო იქნება.

როგორ შევარჩიოთ ფარდები დამოუკიდებლად

არსებობს რამდენიმე უნივერსალური წესი, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე ლამაზი ფარდების შერჩევაში. ეცადეთ ფარდის საკიდი განათავსოთ რაც შეიძლება მაღლა, რაც დამატებით სილამაზეს შესძენს თქვენს ოთახს. თანამედროვე სტანდარტებით, ფარდის სიგრძე ორჯერ დიდი უნდა იყოს თვითონ ფანჯარაზე. ამ შემთხვევაში ფარდის ნაჭერი შექმნის ელეგანტურ დეკორაციას.

მაგრამ გაითვალისწინეთ თითონ ფარდის მასალა. მაგალითად, რაც უფრო თხელია ფარდა, მით უფრო მეტი უნდა იყოს მისი დასაშვები სიგანე. მაგალითად, ჰაეროვანი ორგანზა 3-ჯერ მეტი უნდა იყოს ფანჯრის სიგანეზე, ნატურალური ტილო – 2-ჯერ მეტი, ხოლო ბარხატი ან ტაფტი – 1,5 ჯერ მეტი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ფარდის სიგრძე არ იყოს ძალიან მოკლე. იდეალურია თუ ფარდის სიგრძე ოდნავ ზემოთ იქნება იატაკიდან, ან ოდნავ შეეხება მას. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოკლე!

შეეცადეთ სწორი კომბინაცია გააკეთოთ ოთახის და ფარდების. მაგალითად, მინიმალისტურ, სკანდინავიურ სტილს არ მოუხდება მძიმე ბარხატის ფარდა. ამასთან, შეუხამეთ ფერები. თბილი ტონები სიმყუდროვეს და სითბოს მატებს ოთახს, ხოლო ცივი ფერები – სივრცეს.

იდეალური ვარიანტი

სანამ ფარდების საყიდლად წახვალთ, აუცილებლად გაზომეთ კარგად ფანჯრის ყველა პარამეტრი. გადაათვალიერეთ თემატური დიზაინერული ბლოგები, სადაც იპოვით კონკრეტულ ინფორმაციას ფერების და ფარდების განლაგების შესახებ.

თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას ფარდის შერჩევის დროს? რა არის თქვენი მთავარი პარამეტრი მისი ყიდვისას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს