რატომ არ შეიძლება ახლო ნათესავის სახლის ყიდვა

149

უძრავ ქონებასთან ურთიერთობა ყოველთვის საფრთხილო საქმეა, ძვირია და სანერვიულო. ხოლო იმ სახლის პრობლემების მოგვარება, რომელიც ნათესავებისგან გვერგო, კიდევ უფრო რთულია, რადგან საჭირო ხდება მათ მდგომარეობაში შესვლა, ბევრი რამის საკუთარ თავზე აღება.როდესაც ფული თავდება, მორალური ღირებულებები უკანა პლანზე გადადის. ეს რომ არ მოხდეს, იურისტები გვირჩევენ ყველა საბუთი შევამოწმოთ საგულდაგულოდ ნოტარიულად. ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ პრობლემებს და მოულოდნელ გართულებებს.

ბინიასთან დაკავშირებული პრობლემები

“მე მქვია ნონა, ვარ 54 წლის, პრობლემა, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, მხოლოდ მე არ მეხება. საქმე იმაშია, რომ ჩემი ვაჟი მალე ბავშვს ელოდება, მას კარგი ცოლი ჰყავს, ნორმალური სამსახური, მაგრამ არ აქვს საკუთარი სახლი. ძირითადად ქირით ცხოვრობდნენ და თანხის გადადება ვერ მოახერხეს მუდმივი საცხოვრებლისთვის.ბუნებრივია, ადრევე დავიწყეთ ამ საკითხზე ფიქრი, მაგრამ ვერ მოვაბით თავი. გადავხედეთ განცხადებებს გაზეთებსა და ინტერნეტში. როგორც ხდება ხოლმე, განცხადებებში ძირითადად თაღლითები, მაკლერები და მოხუცი ადამიანები ყიდნენ თავის პატარა ბინებს ბოინგის ფასებში.როდესაც გავიგეთ, რომ მალე ბავშვი გაჩნდებოდა, მერე უკვე კარგად დავფიქრდით. სოფელში მოხუცი დედ მყავს, ის უკვე უძლურია და დახმარება სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი სახლის გაყიდვა და თავად კი ჩვენთან გადმოსულიყო საცხოვრებლად.

პარალელურად, მე და ჩემი ქმარიც ვაგროვებდით გარკვეულ თანხას ხელფასიდან შვილის მომავლისთვის ბანკში. ბევრი არ იყო, მაგრამ სოფლის სახლის გაყიდვიდან აღებულ ფულს დავუმატებდით და რაღაცა გამოვიდოდა.ეს სიახლე ახლობლებში სწრაფად გავრცელდა და მალე დაგვირეკა დეიდამ, დედაჩემის დამ. მან შემოგვთავაზა თავისი სახლის ყიდვა იაფად. სახლი არც ისე ცუდი იყო, ოღონდ სარემონტო.

არ იყო ცუდი შემოთავაზება და გადავწყვიტეთ დათანხმება. მაგრამ დეიდამ თავისი პირობა წამოაყენა: ფულის აღების შემდეგ ერთი თვე მას სურდა თავის სახლში დარჩენა – რაღაც საქმეები მაქვს დასამთავრებელიო. ეს ყველაფერი ნოტარიულად დადასტურდებოდა და ბოლოს და ბოლოს, ახლობელია, როგორ არ უნდა ვენდოთ? გარიგება შედგა ნახევარი წლის წინ. ბავშვი დაიბადა, მაგრამ დეიდა ისევ ცხოვრობს თავის სახლში. კიდევ კარგი, კომუნალურებს მაინც იხდის. მისი გამოსახლება ვერ ვიკადრეთ. რა მოხდა? ჩვენი ფული მან ჩადო ახალ მშენებლობაში. მეპატრონე დაპირდა, რომ მოაწესრიგებდა ყველაფერს ერთ თვეში, მაგრამ არაფერი… ხან პრობლემა გაჩნდა კომუნიკაციებში, ხან ფუნდამენტი იყო გასამაგრებელი… ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა!კანონით ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და სახლი გვეკუთვნის, ბავშვი გაჩნდა და საცხოვრებელი ისევ არ აქვს, მაგრამ დეიდა ახლობელი ადამიანია, ისიც მოატყუეს, თაღლითების ხელში აღმოჩნდა. ჩვენთან ფიზიკურად აღარ არის ადგილი, თორემ გადმოვიყვანდით. ვერაფერს ვერ ვფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ.

გვირჩიეთ რამე, რა შეიძლება, რომ გვაკეთოთ ასეთ დროს? პროფესიონალებმა ვერაფერი ვერ გვირჩიეს, სხვა გზა კი არ ვიცით…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს