თავსატეხი ასანთის ღერებით დიდი ხანია გამოიყენება ლოგიკური აზროვნების გასავარჯიშებლად. დაივიწყეთ კომპიუტერი, ტელეფონი და ფურცელი და კალამიც კი. ამ მეთოდს “ხელებით მუშაობას” უწოდებენ. უნდა გადადოთ, ამოაკლოთ ასანთის ღერები, რათა მიიღოთ მოცემული ფიგურა. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ მეთოდს განიხილავს თქვენთან ერთად.ამ თავსატეხის გაკეთება ბავშვსაც შეუძლია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხანდახან დიპლომიანი და უმაღლესი განათლების მქონე მოზრდილებისთვის, რთული ბარიერია. რა არის შესაბამისი სიგრძე ფოტოზე მოცემული ფიგურის, თუ მისი ფართობი 300 კვადრატული სანტიმეტრია? თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ არქიტექტურული ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ამ შეკითხვას გასაუბრებაზე იყენებს, ამაში დარწმუნებული არ არის.
დავალება ასანთის ღერებით
გვაქვს ფიგურა, რომელიც შედგება ერთი და იგივე სიგრძის ღერებისგან. მთლიანი ფართობი არის 300 კვადრატული სანტიმეტრი. საჭიროა 3 წუთში განსაზღვროთ შემადგენელი ღერების მთლიანი სიგრძე.
ერთი შეხედვით მარტივია, სკოლის პროგრამა, მაგრამ კანდიდატების ნახევარი იბნევა და ვერ უმკლავდება ამ დავალებას განსაზღვრულ დროში.
დავალების ამოხსნა – რით დავიწყოთ? ამოხსნის სწორი მეთოდი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო ნებისმიერი რთული დავალების ამოხსნა შესაძლებელია გავამარტივოთ. უნდა მივყვეთ ასეთ გეგმას: ვცადოთ ფიგურის დაშლა ცალკეულ კვადრატებად და დავითვალოთ მათი რაოდენობა.
2-2 ცალი ოთხი მხრიდან(ჩავრთოთ ლოგიკა) და ოთხი შიგნიდან, სულ 2X4+4=12. ჩვენთვის ცნობილია, რომ მთლიანი ფართობი არის 300 სმ. გამოდის, რომ ერთი კვადრატს ფართობია 300:12=25 კვადრატული სანტიმეტრი. უკვე ვიცით ერთი კვადრატის ფართობი და შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი გვერდის სიგრძე. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 5 სმ.
შიდა კვადრატის მხარეები შექმნილია შიდა გვერდებისგან, ამასთან მათგან ორს ერთი საერთო გვერდი აქვს. ამიტომ მარტივი იქნება დავითვალოთ მართკუთხედი, რომელიც შედგება 7 ასანთის ღერისგან. 7X4=28 ასანთის ღერი. გავამრავლოთ 28 ხუთზე და მივიღებთ გამოყენებული ღერების საერთო სიგრძეს – 140 სმ.
შეიძლება იფიქროთ, რომ დავალება ძალიან მარტივია და არაფერი აქვს საერთო რეალურ სამუშაოსთან, მაგრამ ბიზნესში აუცილებელია გაითვალისწინოთ სხვადასხვა ვარიანტი კალკულატორის და ტელეფონის გარეშე. აქ კი ლოგიკა და სწრაფი აზროვნება აუცილებელი ნაწილია.