ბინის გაყოფის თემას არაერთხელ მივყავართ უსიამოვნებებამდე და ცრემლებამდე. ხოლო როცა საქმე ეხება მემკვიდრეობას და მემკვიდრე არ არის ერთი, ყველაფერი ცუდად ისახება ყველაზე ახლობელი ადამიანების ურთიერთობებზე. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ანა. ის მოგვიყვა, რომ ბინა, რომელიც ერგო მას და მის ძმას საჩუქრად, აღმოჩნდა წყევლასავით.”ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დედამ გადაწყვიტა ანდერძის წინასწარ შედგენა, როგორც თვითონ თქვა, სანამ საღ აზრზე იყო. მან 8 წლის წინ ქმარი დაკარგა და ძალიან გაუჭირდა ამასთან შეგუება. სულ ამბობდა, რომ მასთან ერთად უნდოდა წასვლა ზეცაში… ანდერძის შედგენამდე გამაფრთხილა, რომ გადამედო თანხა და გამომესყიდა ჩემი წილი ძმისგან.
ბინა ორ წილად
“დედას წელს 78 წელი შეუსრულდა. მან გადაწყვიტა ანდერძის შედგენა. მე 35 წლის ვარ, ჩემი ძმა – 37. მამა 8 წლის წინ გარდაიცვალა, იმ პერიოდში ოჯახი დამენგრა და დედასთან გადავედი საცხოვრებლად შვილთან ერთად. ძმა ცალკე ცხოვრობს, თავისი სახლი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოეწონა.დედამ ანდერძში გაითვალისწინა ჩემი ძმაც, გაყო სამ ოთახიანი ბინა ორივეზე. ძმას, როგორც აღვნიშნე აქვს თავისი სახლი და ფინანსურადაც მყარად არის. ამიტომ მეგონა, რომ დედა მხოლოდ ჩემზე გააფორმებდა სახლს, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა.
წლების განმავლობაში არაერთხელ შევარემონტე ბინა და საკმაოდ ბევრი რესურსი ჩავდე მასში, ამიტომ დედამ მირჩია, რომ ჩემი წილი – ბინის 1/3 გამომესყიდა ძმისგან…ჩემი ძმა ძლიან კარგად მიხვდა, რატომ მოიქცა დედა ასე, ისიც ხომ შვილი იყო, მაგრამ არც უფიქრია თავის წილზე უარის თქმა. გამახსენდა, როგორ იყოფდნენ სახლს ჩემი მეზობლები. ორი და ვერ შეთანხმდა ერთმანეთში, ერთმა ვერ შეძლო თანხის, ამიტომ გაყიდეს ბინა და ცალ-ცალკე წავიდნენ.მე გაგებით მოვეკიდე ყველაფერს და მზად ვიყავი თანხა მიმეცა ძმისთვის. ძმამ მთხოვა ცალკე შეხვედრა, მითხრა, რომ სასწრაფოდ ჭირდებოდა ფული. მირჩია, ამეღო კრედიტი და ასე გადამეხადა სრული თანხა, რის შემდეგაც ის თავის წილზე უარს იტყოდა.ცოტა არ იყოს, დავეჭვდი. ეს არ იყო ლამაზი ჟესტი და საეჭვოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ღვიძლ ძმას როგორ არ ვენდო? კრედიტის აღება არ მქონია გეგმაში, ან რა სასწრაფო იყო?
რედაქციისგან: კრედიტი – ეს სერიოზული საქმეა. ანას უყვარს თავისი ძმა და არ უნდა აწყენინოს, მაგრამ რამდენად სწორად იქცევა ძმა? კრედიტს ხომ უამრავი პროცენტი დაემატება? მას აქვს თავისი სახლი და შემოსავალი და ამასთან ერთად ითხოვს არც თუ ისე კარგ მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი დისგან სარგებელს. ანას ადგილას კრედიტს არ ავიღებდი, მოვაგროვებდი თანდათან ფულს და გადავუხდიდი ძმას. ასე ანა ნაკლებად იზარალებდა და უფრო მშვიდად იქნებოდა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ სიტუაციაში?