გავცივდი და სახლში ადრე წამოვედი სამსახურიდან, ქმარი კი ამ დროს საყვარელს აცილებდა

8549

რას  შეიძლება გრძნობდეს ქალი, როდესაც აღმოაჩენს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტყუილში იცხოვრა? ქმრის ღალატი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამავე დროს თვალის გასწორება სიმართლესთან აუცილებელია. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ არც ისე მარტივ ამბავს ჩვენი მკითხველის ცხოვრებიდან. დარწმუნებული ვართ, ეს ბევრი ქალის გულს შეეხება.

ქმრის ტყუილი

“ოჯახი 5 წელია რაც გვაქვს, ამ ხუთი წლიდან ბოლო წელი წამებად მექცა. ქმარი ძალიან მომთხოვნი იყო, პატარა რამეზეც შეეძლო სკანდალის მოწყობა. მიყვარდა და ვითმენდი კარგა ხნის განმავლობაში, მაგრამ დღითიდღე მისი ხასიათი უფრო და უფრო რთულდებოდა.დილა იწყებოდა მხოლოდ პრეტენზიებით: სად არის საუზმე? იგივე ხდებოდა საღამოს, როცა დაღლილი ვბრუნდებოდი სამსახურიდან. სითბოზე და სიყვარულზე უკვე საუბარი ზედმეტი იყო. დამავიწყდა რა იყო ჩახუტება და მოფერება. ნებისმიერ სითბოს გამოხატვას აგდებულად პასუხობდა.ერთხელ სახლში ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი, რადგან თავი ცუდად ვიგრძენი და უფროსმა გამომიშვა, ალბათ კონდენციონერმა გამაცია. ქმარი გაკვირვებული და დაბნეული დამხვდა, ასე ადრე რომ მივედი. რაღაცნაირად აფორიაქებული იყო.ვთხოვე, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და იქნებ ჩაი მოემზადებინა ჩემთვის. საერთოდ არ მიპასუხა, ისე გავიდა სამზარეულოში. ნახევარ საათში შემობრუნდა ოთახში და სადღაც წასასვლელად მოემზადა, კიდევ ვთხოვე, რომ იქნებ ჩაი დაესხა ჩემთვის.

“თითონ დაისხი, არ მოკვდები!” – მომახალა ჩვეული ტონით. ძალიან მეწყინა, მაგრამ საუბრის და მითუმეტეს ჩხუბის თავი არ მქონდა. ცოტა ხანში ჩამეძინა. მალე ჩურჩულის ხმა გავიგე შემოსასვლელი კარიდან: “დღეს  არაფერი გამოგვივა, ის უკვე სახლშია, შაბათ-კვირისთვის რამეზე შარს მოვდებ, ვეჩხუბები და აგარაკზე წავიდეთ”…

თავიდან საკუთარ ყურებს არ დავუჯერე, წამოვხტი ლოგინიდან და ჩუმად გავიხედე, იქ, კარებთან ნამდვილად ჩემი ქმარი იდგა და ვიღაც შავგრემან მოკლეკაბიან ქალს ებოდიშებოდა…

ქმრის ტყუილი – იმ წუთში ჩემს თავში ყველაფერი დალაგდა. გამახსენდა, რომ ის ხშირად აგვიანებდა სამსახურიდან მოსვლას, მიდიოდა დედასთან დასარჩენად… გამოდის, რომ კარგა ხანია მღალატობს. და მისი ბოლო დროინდელი უცნაური ქცევა, გულგრილობა სწორედ ამით აიხსნება.ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ვეცადე თავის ხელში აყვანა. დავბრუნდი საწოლში და არაფერი შევიმჩნიე. მთელი ღამე არ მიძინია და ვფიქრობდი, რა იყო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. დილით ქმარი დამადგა თავზე: რას გორაობ, ადექი, საუზმე მომიმზადეო!

“საჭმელი მაცივარშია და თავად მიირთვი, ხელები ხომ გაქვს?” – ვუპასუხე მე. ჩემი პასუხი არ მოეწონა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ჩაიცვა და სამსახურში წაბრძანდა. ჰოდა ამ წუთიდან დავიწყე ჩემი გიჟური გეგმის განხორციელება. სახლი ჩემი იყო, დავურეკე ხელოსანს და საკეტის გამოცვლა ვთხოვე. შემდეგ ჩავალაგე ჩემი ქმრის ყველა ნივთი, ტექნიკაც კი, რომელიც მისი ნაყიდი იყო, დავდე შემოსასვლელში და მშვიდად გავაგრძელე ჩემი საქმე. საღამოს სახლში დაბრუნებულ ქმარს ვუთხარი, რომ განქორწინებაზე განცხადებას მე თითონ შევიტანდი და აღარ მოსულიყო. შოკი მიიღო! თითქოს ვერაფერს მიხვდა, აქეთ შემომედავა: მალე მუხლებზე დაჩოქილი შემეხვეწები შეგირიგდე შე უმადუროო! ნუ, სხვა რა უნდა ეთქვა?საბოლოოდ დავმშვიდდი, როცა ოფიციალურად გავეყარე, ვერ დაიჯერებთ როგორ მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. თითქოს რაღაც სიმძიმე მომეხსნა, რომელიც სუნთქვაში მიშლიდა ხელს. ვნანობ, რომ აქამდე არ მოვიქეცი ასე და კარგა ხანი ვითმინე მისი საშინელი ქცევა.

რედაქციისგან: ჩვენი რესპოდენტი პატივისცემას იმსახურებს გამბედაობისთვის. ფსიქოლოგიური მოძალადისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივია. რა თქმა უნდა გადაწყვეტილების მიღებაზე ღალატმა ითამაშა დიდი როლი, მაგრამ დამეთანხმებით, ამ შემთხვევაშიც კი, ქალებს მაინც უჭირთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღება და მისი გამოსწორების იმედი აქვთ. იცოდეთ, რომ ერთ ასეთ ტყუილს აუცილებლად მეორე და მესამე მოყვება.

თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი ისტორია? როგორ მოიქცეოდით ჩვენი რესპოდენტის ადგილას თქვენ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს