თუ ხელები და ფეხები გეყინებათ ეს საშუალება 100 %-ით დაგეხმარებათ. მარტივად მზადდება

1782

ასეთი მდგომარეობა მეც მქონდა. ხელები ყინულივით მქონდა, ამასთან ახალგაზრდობაში გავყინე, ხოლო ფეხები ძლიერი დამწვრობის შემდეგ: ტერფებიდან მუხლებამდე.

შიგნიდან სხეულის მარჯვენა მხარე ისეთი ცივი მქონდა, თითქოს შიგნით ყინული მედო. ამ მდგომარეობისგან გათავისუფლება წაბლის ნაყენის დახმარებით შევძელი, რომლის რეცეპტიც ერთ-ერთ რადიო გადაცემაში მოვისმინე და ჩავიწერე.

წაბლი შიგნით მისაღებად

წაბლის ექსტრაქტის მისაღებად 100 გრ წაბლის ნაყოფი (დაახლოებით 11 საშუალო ზომის წაბლი) უნდა აიღოთ, წვრილად დაჭრათ, ნახევარი ლიტრი სპირტი (მე ძლიერ სამაგონს ვასხამდი) დაასხათ და 2 კვირა დააყენოთ. შემდეგ გადაწურეთ და შიგნით 5-10 წვეთი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. დოზას არ გადააჭარბოთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე, შემდეგ შესვენება გააკეთეთ და კვლავ 1 თვით დალიეთ. შემდეგ კვლავ 1 თვე შეისვენეთ და კიდევ ერთი თვე დალიეთ. სასურველია, კურსი ცივ სეზონზე ჩაიტაროთ.

დაგეხმარებათ სკლეროზის, ჰიპერტონიის და ბევრი სხვა დაავადების დროს. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოაქვს. ნაყენის დალევა 2003 წლის 1 ოქტომბერს დავიწყე.

დღეში 4-ჯერ 10 წვეთს ვსვამდი.

პირველ კვირას უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. მეორე კვირის ბოლოს უსიამოვნება გაქრა და სხეულის სიმსუბუქე, მესამე კვირის ბოლოს შიგნით სითბო ვიგრძენი. თვის ბოლოს ხელები და ფეხები გამითბა. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ბინა მაქვს, სიცივეს ვერ ვგრძნობ. როცა ლოგინში ვწვები, მას ვათბობ.

წაბლი გარე გამოყენებისთვის

ნაყენი ყავისფერი ქერქისგან უნდა გააკეთოთ, თუმცა მისი მოშორება საკმაოდ ძნელია. მე წაბლის ახალ ნაყოფს ვიღებ, ვჭრი და დანის წვერით გულს ვიღებ. ყავისფერ ქერქს ფართო ყელიან ბოთლში ვყრი.

ნახევარ ლიტრიანი ბოთლის ¾ ნაწილი წაბლის წვრილად დაჭრილი ქერქით აავსეთ და ძალიან ძლიერი სამაგონი დაასხით. ბნელ ადგილას 2-3 კვირა გააჩერეთ. შემდეგ მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ.

ტკივილს 12 საათი ვერ იგრძნობთ. წაბლის ნაყენი ფრთხილად გამოიყენეთ, რადგან ის ლაქას ტოვებს, რომელიც არ შორდება.

წაბლის მალამო

წაბლის მალამოს მოსამზადებლად 100 გრ კარაქი ემალის თასში მოათავსეთ და წყლის ორთქლზე ადუღებამდე გააცხელეთ.

შემდეგ წვრილად დაჭრილი ცვილი დაუმატეთ. თუ ცვილი არ გაქვთ, 3 პატარა საეკლესიო სანთელი გამოიყენეთ. თითოეული სანთელი 9 გრ-ს იწონის. ცვილის გადნობამდე მუდმივად ურიეთ.

წაბლის ნაყენი გარე შეზელვისთვის – 100 გრ ბოთლში ჩაყარეთ და ცხელ წყალში მოათავსეთ, რომ ძლიერად გაცხელდეს, მაგრამ ეს ცეცხლიდან მოშორებით უნდა გააკეთოთ. როცა ცვილი გადნება, ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

თასში მცირე პორციებით წაბლის ნაყენი ჩაასხით, კარგად აურიეთ და ერთგვაროვანი მასა მიიღეთ. როცა გაგრილდება მინის ბოთლში ჩაასხით. მალამო მკვრივი გამოვა.

მითითებულზე ცოტა ცვილი არ უნდა გამოიყენოთ. ასე სათანადო ეფექტი არ ექნება. მტკივნეულ ადგილას შეზელვამდე ცხელ წყლის ორთქლზე გაათბეთ, რომ უფრო ელასტიკური იყოს. მტკივნეულ ადგილას მალამოს თხელი ფენა წაისვით და სალფეთქით შეიხვიეთ.

ზემოდან ცელოფანი შემოიხვიეთ და წინდა ან კოლგოტი ჩაიცვით, რომ ფეხებს მჭიდროდ მიეკვრას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს