როგორ ფიქრობთ რა სიხშირით შეიძლება სახლში სტუმრების მოპატიჟება? რამდენად გამართლებულია ენერგიის და ფინანსების ხარჯვა დიდი სუფრების ორგანიზებაზე, თუ უმჯობესია ახლობლებს შეხვდე ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჭიქა ყავასთან? paparazzi.ge-ს დღევანდელი სტატიის გმირი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია იყო სტუმართმოყვარე დიასახლისი იმისათვის, რომ გქონდეს ახლობლებთან კარგი ურთიერთობა. მოდით, ვიმსჯელოთ, რამდენად აფუჭებს არასასურველი სტუმარი განწყობას და ენერგეტიკას სახლში და რამდენ ენერგიას ართმევს სტუმართმოყვარე დიასახლისებს სუფრების მუდმივი შლა.
არასასურველი სტუმარი
“60 წლის ასაკში არავის სტუმრობა აღარ მიხარია. კარგა ხანია გავაფრთხილე ნათესავები და ნაცნობები, რომ მესტუმრონ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და სანამ ამას გააკეთებენ, გამაფრთხილონ წინასწარ. ადრე მუდმივად ვაწყობდი სახლში წვეულებებს. ჩემი მეგობრების უმეტესობის სახლში ბევრნი არიან, მე კი მარტო ვცხოვრობ. ამიტომ როცა საუბარი იწყებოდა, თუ სად უნდა შევკრებილიყავით, არჩევანი ჩემზე ჩერდებოდა.რაღაც მომენტამდე მე თითონაც მსიამოვნებდა ეს. თავს საჭიროდ და მნიშვნელოვნად ვგრძნობდი.მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ხშირი სტუმრიანობა დიდ ენერგიას მართმევდა. მათი წასვლის მერე თავს ძალიან ცუდად და დათრგუნულად ვგრძნობდი.ალბათ იმიტომ, რომ თითოეულ სტუმარს ტან მოჰქონდა თავისი სიმძიმე და პრობლემები, ან დალაგება, მზადება, მაღაზიებში სირბილი მღლიდა. ყოველ ჯერზე უფრო მეტი დრო მჭირდებოდა დასასვენებლად, ზოგჯერ მთელი კვირა ვეღარ გავდიოდი სახლიდან.
სახლის წვეულების ალტერნატივა – ამიერიდან ვცდილობ ახლობლებს შევხვდე ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ვთვლი, რომ უფრო რაციონალურია კაფეში მშვიდად ჯდომა ან პარკში სეირნობა, ვიდრე მთელი ენერგიის და ფულის ხარჯვა სხვების მომსახურებაში.მადლობა ღმერთს, ეხლა უამრავი ადგილია, სადაც ლამაზად გაატარებ დროს მეგობრულ გარემოში. რატომ უნდა შევიყუჟოთ სახლში, როცა შიძლება წახვიდე თეატრში, კინოში, შემდეგ კი დიდხანს ისაუბრო მიღებულ შთაბეჭდილებებზე.ჩემი სახლი ეხლა ჩემი სულიერი სიმშვიდის ადგილია, ჩემი ხელშეუხებელი დასასვენებელი ადგილი. აღარავის მივცემ იქ უკითხავად შემოჭრის უფლებას.”
თქვენთან ხშირად მოდიან სახლში ახლობლები? ოჯახურ სუფრებს სიამოვნებით უძღვებით? თუ ჩვენი ქალბატონივით გრძნობთ უსაზღვრო დაღლას და გასეირნება გირჩევნიათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.