შეიძლება თუ არა გააკვირვო ოჯახი ორიგინალური საუზმით, თუ მაცივარში მხოლოდ კარტოფილი და კვერცხია? უჩვეულო ერბოკვერცხი, რომელსაც დღეს paparazzi.ge მოგიმზადებთ, ამის პასუხია: შეიძლება და საჭიროც არის! კულინარიას ხომ შეუძლია გასაოცარი აღმოჩენები გაგვაკეთებინოს.
უჩვეულო ერბოკვერცხი
ინგრედიენტები
- 1 კარტოფილი
- 1 კვერცხი
- 30 გრ. კარაქი
- 30 გრ. მაგარი ყველი
- მარილი და პილპილი
- რამდენიმე ღერი ოხრახუში
მომზადების წესი
1 . მოხარშეთ კარტოფილი ნახევრად, ის უნდა იყოს ცოტათი უმი, რათა უკეთ შეინარჩუნოს ფორმა. თუ კარგად მოხარშული იქნება, სახეხზე ცუდად გაიხეხება. თუ მხოლოდ მოხარშული კარტოფილი გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა, მაშინ ტაფაზე დიდხანს შეწვა აღარ მოგიწევთ და ეს მათთვის იქნება მისაღები, ვისაც არ უყვარს ან არ უნდა შემწვარი კარტოფილი.
2 . გახეხეთ გაფცქვნილი კარტოფილი მსხვილ სახეხზე, დააყარეთ მარილი და პილპილი.
3 . გაახურეთ ტაფა და გაადნეთ ზედ კარაქის ნაჭერი.
4 . დადეთ გახეხილი კარტოფილი ცხელ ტაფაზე, მიეცით თხელი, მრგვალი ფორმა.
5 . შეწვით შეწითლებამდე ერთი მხრიდან და ფრთხილად გადააბრუნეთ.
6 . გაუკეთეთ შუაში მრგვალი ნახვრეტი.
7 . გატეხეთ კვერცხი და ჩადეთ შუაში მთლიანად. დააყარეთ მარილი და პილპილი.
8 . ცილა როგორც კი გამაგრდება, დააყარეთ თავზე გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში.
9 . დააფარეთ თავსახური რამდენიმე წუთი კიდევ დატოვეთ გაზზე.
10 . ესეც ასე! ჩვენი არაჩვეულებრივი ერბოკვერცხი მზად არის! მიიტანეთ სუფრასთან და გემრიელად მიირთვით!
11 . გისურვებთ წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს.
ყოველ დღე ომლეტი ან მოხარშული კვერცხი მომაბეზრებელია. კვერცხისგან შეიძლება მომზადდეს უამრავი გემრიელი და ორიგინალური კერძი. თქვენ გაქვთ თქვენი უჩვეულო რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.