რატომ უნდა აიტანოს მამაკაცმა ჭირვეული ქალი, რომელმაც 40 წელს გადააბიჯა

0
244

სტატისტიკით, ოჯახები ინგრევა 3-5 ან 20 წლის შემდეგ. პირველ შემთხვევაში შეიძლება გასაგები იყოს მიზეზი, მაგრამ რატომ ხდება დროში გამოცდილი, წლების ურთიერთობის დანგრევა? პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში ვეცდებით გავერკვეთ. როცა წყვილს შორის ურთიერთობა მთავრდება, ამას ყველა ვარიანტში თავისი მიზეზი აქვს.რთულია ყველას პირად სივრცეში ჩახედვა, მაგრამ მაინც ვცადოთ, განვიხილოთ მიზეზები. არ შეიძლება მამაკაცი უბრალოდ ადგეს და წავიდეს. ამისთვის რაღაც მიზეზი არსებობს.

მამაკაცი შორდება ქალს

40 წლის მერე ცხოვრება ძირითადად ჩამოყალიბებულია ადამიანებს შორის. ბავშვები წამოზრდილი არიან, სოციალური სფეროც ასე-თუ ისე დალაგებულია, რჩება დრო საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრების. ამაში ქალსაც ხომ დიდი წვლილი მიუძღვის?თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს, ის ქალს მეტ თავისუფლებას აძლევს და მას შეუძლია იცხოვროს როგორც მოუხერხდება. ეს იქნება ბუნებრივი გარეგნობა, საკუთარი თავის მიმღებლობა უპირობოდ, ფსიქოლოგიური ტრენინგები და კიდევ ათასი რამ.სპეციალისტების დაკვირვებით, მსგავსი საოჯახო ტრენინგები მიმართულია, იმისკენ, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორად მამაკაცის ექსპლუატაცია და შემდეგ გამოხატოთ მის მიმართ გრძნობები. წარმოიდგინეთ ქალი, რომელმაც 40 წლის მერე გადაწყვიტა მამაკაცისთვის იმის ჩვენება, თუ რას იმსახურებს მისგან.ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მამაკაცმა დაკარგა ცოლის მიმართ ინტერესი, მიზიდულობაზე საუბარიც აღარ არის. ურთიერთობა გახდა პარტნიორული, სადაც თითოეული ასრულებს თავის როლს. არც თუ ისე იშვიათად პარტნიორები ნაძალადევად იტანენ ერთმანეთს, რადგან ამდენი წლის შემდეგ რამეს შეცვლა არ არის მარტივი. ურჩევნიათ შეეგუონ და ბევრ რამეზე დახუჭონ თვალი.

მამაკაცი მიდის ქალისგან – და მამაკაცები? აქ უნდა დავიხიოთ რამდენიმე ნაბიჯით უკან და გადავხედოთ წარსულს. წარსულში იყო ფერადი ჟურნალები გასაოცარი ლამაზმანებით და ქალები 20-30 წლის წინ მუდმივად ცდილობდნენ მათ დამსგავსებოდნენ.დადიოდნენ მოკლე კაბით, ვარდისფერი ლესინგებით, ქუსლიანი ფეხსაცმლით… თქვენმა მამაკაცმაც ასეთი შეგიყვარათ და იცოდეთ, რომ მამაკაცის ტვინი რთულად ღებულობს სიახლეს. ისინი მიდრეკილნი არიან დიდხანს დარჩნენ ვიზუალურ ილუზიებში.სამწუხაროდ, ბევრი ქალი 40 წლის მერე სხვანაირად გამოიყურება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სახლში უნდა იყოს სიყვარულის და პატივისცემის ატმოსფერო, რაც მხოლოდ ქალს შეუძლია. ადრე თუ შეპყრობილი იყო თავის მამაკაცზე ზრუნვით და იცავდა ოჯახურ კერას და თანამედროვე ტრენინგების შემდეგ გადაწყვიტა, რომ არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული, ყველაფერი შეცვალა, რა იქნება?ის, რომ ჩნდება ახალი წესები, მოთხოვნები, წესდება საზღვრები, რასთან ადაპტირებაც მამაკაცებს გაუჭირდებათ. თავიდან შეიძლება სცადონ ახალ თამაშში ჩაბმა თქვენი ხათრით, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ აღარ არიან ისეთი მნიშვნელოვნები, როგორც ადრე. აღარ მოისურვებენ ბრძოლას ადგილის დასამკვიდრებლად საკუთარ სახლში. უფრო მარტივი გამოსავალია წასვლა. რასაც აუცილებლად გაკეთებს.

რედაქციისგან: გასაგებია, რომ ქალი არ არის დეკორაცია და სახლის აქსესუარი, რომ მას აქვს თავისი ინტერესები და პირადი სივრცე. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ მამაკაცი მასში დაინახავს მოსიყვარულე და მოვლილ ქალს, რომელიც ოჯახში ქმნის სიმყუდროვეს და არა პრობლემებს. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი მამაკაცი ამას იმსახურებს.შეიძლება ზოგმა ქალმა იკითხოს: რატომ უნდა გვაკეთოთ ყველაფერი მხოლოდ ჩვენ და რატომ უნდა ვიფიქროთ მამაკაცის კომფორტზე? რა თქმა უნდა, არ ხართ ვალდებული, მაგრამ თუ გვერდით კარგი ადამიანი გყავთ, რომელიც დაგიფასებთ ამაგს, რატომ არ უნდა შეიწუხოთ თავი მისი გულისთვის?

მამაკაცი შორდება ქალს რამდენიმე მიზეზის გამო: გარეგნობა, ურთიერთობა, გრძნობა. ალბათ, მიხვდა, რომ ის თქვენთვის აღარ არის გმირი და სასურველი. თქვენი გადასაწყვეტია და თქვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. გისურვებთ წარმატებას!