ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც “მონასტრის სამკურნალო რეცეპტი”-ს სახელითაა ცნობილი

637

შუასაუკუნეების ევროპის ამ სამკურნალო რეცეპტით ერთ-ერთ მონასტერში სარგებლობდნენ. დროთა განმავლობაში ეს რეცეპტი ხალხური მედიცინის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც მისმა გასაოცარმა სამკურნალო თვისებებმა განაპირობა. ეს საშუალება ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები.

გარდა ანტიბაქტერიული თვისებებისა, ეს საშუალება ფლობს ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ დრენაჟს. ის გვეხმარება ვირუსული და სოკოვანი ინფქციების დამარცხებაში, ორგანიზმში პარაზიტების განადგურებაში. ამ საშუალების სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგნიზმზე განპირობებულია მასში შემავალი ნატურალური ინგრედიენტებით.

ინგრედიენტები:

  • 700 მლ ვაშლის ძმარი
  • 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული ჯანჯაფილი
  • 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული ნიორი
  • 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული ხახვი
  • 2 ცხარე წიწაკა
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული პირშუშხა
  • 2 ჩ.კ კურკუმის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. თითოეული ინგრედიენტი, გარდა ვაშლის ძმრისა, მოათავსეთ დიდი ზომის ჭურჭელში და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი და მჭიდროთ დააფარეთ თავსახური.
  2. შეინახეთ ქილა ცივ და მშრალ ადგილას 14 დღით. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ქილის შენჯღრევა.
  3. 14 დღის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი (გამოიყენეთ სქელი მარლა). მიღებული საშუალება შეიანხეთ ოთახის ტემპერატურაზე.

მიღების წესი:

მიირთვით 1 სუფრის კოვზი ეს საშუალება ყოველდღიურად, რათა გაანადგუროთ ორგნიზმში ბინადარი მავნე ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ეს ნარევი დღის განმავლობაში 5-6 ჯერ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს