როგორ დავაშოროთ ქმარი საყვარელს და ღირს თუ არა საერთოდ ამის გაკეთება? სწორედ ამ სადაო თემაზე ვისაუბრებთ პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში. ქალები არ იღლებიან ამ თემაზე საუბრით და მოღალატეების გაკიცხვით, არც ის ქარაფშუტები იღლებიან, რომლებიც ხიბლავენ წესიერ მამაკაცებს და ოჯახიდან მიყავთ. ჩვენ არავის გაკიცხვას არ ვაპირებთ, უბრალოდ შემოგთავაზებთ მამაკაცის დაბრუნების და ურთიერთობის აღდგენის ხერხს – თუ ეს გსურთ რა თქმა უნდა.
როგორ დავაშოროთ მამაკაცი საყვარელს
“ყველაზე რთული იმის გააზრება იყო, რომ საყვედურებით ვერაფერს გამოვასწორებდი და ვერც სკანდალებით. როდესაც მეზობელმა შემატყობინა, რომ ქმარი ვიღაც ქალთან დაინახა, გაცოფებული ვიყავი, მაგრამ სანამ სახლში დაბრუნდებოდა, თავი ხელში ავიყვანე და გადავწყვიტე პრობლემა რაციონალურად მომეგვარებინა. ქმარი ძალიან მიყვარს და არ მინდოდა მისი დაკარგვა. უკვე 12 წელია ერთად ვართ და მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ასე, რომ ამ შემთხვევას არ უნდა გადაეფარა იმდენი კარგი, რაც ერთად ყოფნის დროს ხდებოდა. გვერდზე გადავდე ბრაზი და წყენა და ვცადე ქმრის ღალატის მიზეზებში და ისე მოვიქეცი, რომ სხვა ქალი მისთვის ზედმეტი აღმოჩენილიყო. სხვათა შორის, გამომივიდა. ასე, რომ ეხლა ამაყად შემიძლია ჩემი ამბის გაზიარება თქვენთვის. ”
სტრატეგიის შემუშავება – “პირველ რიგში, დავფიქრდი და ვცადე ღალატის მთავარი მიზეზის პოვნა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს? მაგალითად მამაკაცის თანდაყოლილი პოლიგამიურობა, მაგრამ ამას ქორწინებამდეც შევამჩნევდი. ასეთ დროს მამაკაცი არ განიცდის საყვარელთან ემოციურ მიჯაჭვულობას. მისთვის ეს უფრო გასართობია, ნადირობა, რომლის ინტერესი მაშინვე განელდება, როდესაც მსხვერპლი მის ხელში აღმოჩნდება. მაგრამ თუ ის მზრუნველობას და სითბოს გამოხატავს სხვა ქალის მიმართ, მაშინ ყველაფერი უფრო რთულად იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმარმა მასთან უფრო საჭიროდ და ნამდვილ მამაკაცად იგრძნო თავი. ღალატისკენ მამაკაცს უბიძგებს ყოველდღიური პრობლემებიც. მათი უმრავლესობა ამჯობინებს ცხოვრებისეულ შემოტევებს საყვარელთან შეაფარონ თავი, რომლის მიმართ არ აქვთ განსაკუთრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა.მოკლედ, იმის მერე, რაც განსაზღვრავთ ღალატის სავარაუდო მიზეზს, გადადით კონკრეტულ მოქმედებებზე”
გადავდივართ მოქმედებაზე – “თუ ვაჟბატონმა სხვასთან გაუხვია სუფთა სპორტული ინტერსის გამო, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე გარკვეული სამუშაოები გაქვთ ჩასატარებელი. გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ქმარი აღტაცებით გიყურებდათ. რა გეცვათ მაშინ? როგორი ვარცხნილობა გქონდათ? რაზე საუბრობდით? გათავისუფლდით უფორმო საშინაო ხალათისგან, დაიბრუნეთ იმ კეკლუცი ქალღმერთის იერი და ქმარიც მალე დაგიბრუნდებათ. თუ ღალატის მიზეზია პრობლემები ინტიმურ სფეროში, ეცადეთ დაიბრუნოთ ძველებური ვნება და მრავალფეროვნება. დაგეგმეთ შვებულება ერთად განსაკუთრებულ ადგილას, მოაწყვეთ რომანტიული საღამო სასიამოვნო მასაჟით, ან უბრალოდ ისაუბრეთ გულახდილად.
გულახდილ საუბრებამდე ფრთხილად მიდით. არ დააფრთხოთ და უფრო არ გააქციოთ თქვენი მამაკაცი. თუ ქმარს ბოლო დროს მიაკელით თქვენი მზრუნველობა, მოუმზადეთ საყვარელი კერძი ან წვნიანი, გააუთოვეთ სიყვარულით მისი პერანგები, უყურეთ ერთად ფილმს…” მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით და კითხეთ საკუთარ თავს: გინდათ ნამდვილად ამ ურთიერთობის გადარჩენა თუ არა? ხშირად თავად ღალატის ფაქტი უკანა პლანზე გადადის ხოლმე, სანამ ქალი პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს და მოწინააღმდეგეს ექიშპება. მაგრამ გამარჯვების შემდეგ წყენა და იმედგაცრუება ისევ ჩნდება და ხვდებიან, რომ არაფერში ჭირდებათ ურთიერთობა ადამიანთან, რომელმაც ასე უსინდისოდ უღალატა.
თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? რამდენად ღირს მოღალატის უკან დაბრუნება? შეიძლება თუ არა მსგავსი საქციელის პატიება?