მიწავაშლა ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მოქმედებას იწვევს: ანტიარითმიული, ანტისკლეროზული, ანტიტოქსიკური, ჰიპოტენზიური, ნაღვლმდენი, იმუნო-,ინსულინ-, ჰემოგლობინის წარმომქმნელი, კარდიოტონური, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგადი გამაძლიერებელი, სიმსივნის, გულისრევის, თრომბოზის, წყლულების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელი, საფაღარათო, ანტისპაზმური და დამამშვიდებელი მოქმედება. ამ სასარგებლო ბოსტნეულის საკვებში მოხმარება სისხლში გლუკოზის და ქოლესტერინის დონის შემცირებას, ასევე მეძუძურე დედებში რძის წარმოების გაუმჯობესებას იწვევს.
მიწავაშლას ძლიერი პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი მისი უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობით განისაზღვრება. ასეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების შემდეგ ადამიანი სტრესის და დაავადებების მიმართ მდგრადი ხდება.
მიწავაშლა გამოიყენება ნედლი, მოხარშული, ჯემის, ან ხმელი სახით. ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში მცენარის ახალ დაწურული წვენი, ფოთლები, ღეროები და ყვავილები აქტიურად გამოიყენება.
მიწავაშლას ბოლქვი სჯობს მარილის და სანელებლების გარეშე მიირთვათ. ქერქს არ აშორებენ: ამის ნაცვლად საპნით რეცხავენ და ცივ, გამდინარე წყალში კარგად ავლებენ. 50-100 გრ ბოლქვი ყოველდღე, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. მკურნალობის კურსი – 30 დღე. კურსებს შორის შესვენება – 10 დღე.
ორგანიზმის ზოგადი გაძლიერების მიზნით მიწავაშლას ახალ დაწურული წვენი 50-100 გრ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მცირე ყლუპებით დალიეთ. წვენი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებს ანეიტრალებს.
თუ მიწავაშლას წვენი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ბურახით ჩაანაცვლოთ. დაქუცმაცებულ ბოლქვს ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით და თბილ ადგილას 3-4 დღე გააჩერეთ. სურვილის მიხედვით, როგორც ცივი სასმელი დალიეთ.
ორგანიზმის გაძლიერებას ასეთი საშუალებით შეძლებთ: 5-7 ნედლი ბოლქვი 1 ლ წყალში 10-15 წუთით მოხარშეთ, ხოლო 3 ს/კ მშრალი ბოლქვი 1 ლ წყალში 1 საათით ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და 100-150 მლ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე ცხელი ან ცივი სახით მიირთვით.
მიწავაშლას უჯრედისი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს არ აზიანებს, ამიტომ საკვებში მისი მოხმარება გახეხილი ან დაჭყლეტილი სახით კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს სასარგებლოა.
ყაბზობა თავიდან რომ აიცილოთ, ყოველდღე ჭამამდე 30 წუთით ადრე მიწავაშლა მიირთვით. ის განავალს ათხელებს.
სუსტი იმუნიტეტის და ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს 1-2 ს/კ მიწავაშლას ბოლქვის ფხვნილი 0,5 ლ მდუღარე წყალში დააყენეთ, გააგრილეთ და 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
მიწავაშლას ფოთლების ნაყენი ძალიან სასარგებლოა. ახალი ღეროები ფოთლებთან ერთად ყვავილობამდე ან მის შემდეგ მოამზადეთ, სიბნელეში გააშრეთ. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ მასას 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებულ წყლის ორთქლზე 15 წუთით დააყენეთ, შემდეგ 45 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ და გადაწურეთ. ½ ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიირთვით, თუ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები გაწუხებთ. მკურნალობის კურსი – 30 დღე. შესვენება – 10 დღე.
მიწავაშლა დიაბეტის სამკურნალოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის შოკი, დიაბეტური დამბლა, შინაგანი სისხლდენა და სიბრმავე, ამასთან ღვიძლის გაცხიმიანება, მუცლის შებერილობა, მტკივნეული შეგრძნება შეხების დროს. დიაბეტის ერთ-ერთი შედეგია – არტერიებში ცხიმოვანი დაგროვების გამო ცუდი სისხლის მიმოქცევა. ამის გამო დიაბეტიკებს ხშირად ჰიპერტონია აწუხებთ, რაც ინსულტს და გულის შეტევას იწვევს. დაავადების საშინელი შედეგი – რთულად შესახორცებელი წყლულები ფეხებსა და ქვედა კიდურების ამპუტაცია.
რეცეპტი დიაბეტიკებისთვის მიწავაშლას ყავით. წელიწადში 2-3-ჯერ დალიეთ. შაქრის დონეს ძალიან კარგად არეგულირებს. მცენარის ბოლქვი კარგად გარეცხეთ, არ გათალოთ. დაჭერით და გააშრეთ. ტაფაზე დაყარეთ და ღია ყავისფერის მიღებამდე შეწვით. ყავის საფქვავში დაფქვით, გაცერით, მსხვილი ნაწილები კიდევ ერთხელ დაფქვით და ყველაფერი ქილაში ჩაყარეთ. ½ ჩ/კ ფხვნილი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოადუღეთ. შეგიძლიათ რძესთან ერთად დალიოთ, ოღონდ უშაქროდ. ძალიან გემრიელი და სასარგებლო სასმელია.