ბანანი ეს არის სილამაზის და ჯანმრთელობის ხილი. ტყუილად არ იყენებენ მის ქერქს თავის მოვლის საშუალებებში, ხოლო მისგან გაკეთებული ნარევით ქოთნის ყვავილები ცოცხლდებიან და თავიდან იბადებიან. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ბანანზე. ეს ხილი კარგია ენერგიისთვის და ჯანმრთელობისთვის.
ბანანის შესახებ
- კალიუმის წყარო – ერთი ბანანი შეიცავს 1/10 ნორმას დღიური კალიუმის. ეს მიკროელემენტი დადებითად მოქმედებს კუნთების მდგომარეობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად უყვართ სპორტსმენებს. ერთი ბანანი ფიზიკური დატვირთვის წინ საკმარისია, რომ აივსოთ ენერგიით მთელი საათი. თუ ხართ დაკავებული ვარჯიშით, ან უბრალოდ თავს გრძნობთ გადაღლილად, მიირთვით ბანანი.
- ენერგიის მოზღვავება – ბანანი მაშინვე ამაღლებს შრომისუნარიანობას რკინის დამსახურებით, რომელსაც ის შეიცავს. მათთვის, ვისაც დილით არ უყვარს საუზმობა, კარგი ალტერნატივაა. სხვა ტკბილეულისგან და ხილისგან განსხვავებით, რომელიც უზმოზე აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, ბანანი ავსებს ენერგიით, მალამოდ ეფინება კუჭის კედლებს. მას უნიშნავენ პროფილაქტიკური კვების დროს, შეიძლება ბავშვებისთვისაც პირველ კვებად.
- მაგნიუმის წყარო – მაგნიუმი, ისევე როგორც კალცი აუცილებელი მიკროელემენტია ძვლების ჯანმრთელობისთვის. თუ გიყვართ მწვანე ჩაი ან ყავა, რომელიც დევნის ორგანიზმიდან კალცს და მაგნიუმს, მიირთვით უფრო ხშირად ბანანი.
- კარგი განწყობა – ბანანი შეიცავს ვიტამინს В6, რომელიც კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას. რეკომენდებულია მისი ჭამა პმს დროს, რათა ქალებისთვის ამ უსიამოვნო პერიოდში, ორგანიზმი შეივსოს საჭირო ვიტამინებით და მიკროელემენტებით. თუ გაქვთ უძილობა და შფოთვა, სცადეთ ყოველ დღე მიირთვათ ბანანი, ის ამცირებს შფოთის შეგრძნებას და დაგეხმარებათ დაძინებაში.
- ძლიერი გული – ვიტამინი А, В, Е, РР და ზემოთ ჩამოთვლილი მიკროელემენტები ამაგრებენ სისხლძარღვებს და ბევრი პრობლემის პროფილაქტიკას ახდენენ. ამას გარდა, დღეში 3 ბანანი აქვეითებს არტერიულ წნევას.
- ლამაზი კანი – თუ რეგულარულად მიირთმევთ ბანანს, შეამჩნევთ, რომ გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა. ეს ხილი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას ორგანიზმში. ამას გარდა, არსებობს უამრავი შინაური მეთოდები ბანანისგან კანის და თმის გასაჯანსაღებლად. მაგრამ უკეთესია მიირთვათ ხშირად ის და შეივსოთ ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით.
კიდევ დიდხანს შეიძლება ბანანის სასარგებლო თვისებებზე საუბარი, მაგრამ ხომ არ ჯობია შეიძინოთ და მიირთვათ? შეარჩიეთ მკვრივი, ჯანსაღი ფორმის, მაგრამ არც დარბილებული და გაშავებულია გადასაგდები. მისგან უგემრიელესი ოლადები კეთდება, ან გემრიელი ნიღაბი სახისთვის. იმისათვის, რომ ბანანი დიდხანს შეინახოს, შეახვიეთ ფოლგაში და დადეთ +13 გრადუსამდე ტემპერატურაზე. არ არის საჭირო მაცივარში შენახვა. თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. სასარგებლო პროდუქტი არის რაციონის შემადგენელი ნაწილი და არა საკურნებელი აბი. ჯანსაღი კვება და დროული მკურნალობა – ეს არის ხანგრძლივი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საწინდარი. მიირთვით ბანანი და იყავით ჯანმრთელად!