“ერთხელ ნათლობაში დამპატიჟეს მეგობრის მეგობრებმა. ეს ხდებოდა სოფელში და იქ აქვთ ტრადიცია ყველა დაპატიჟონ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ტაძარში მივიდოდით. იქ კი მღვდელმა მონათვლაზე უარი თქვა, რადგან მშობლებმა ბავშვს უცნაური სახელი დაარქვეს.” რა უნდა დავარქვათ ბავშვს პაპარაცის რედაქციის დღევანდელი სტატიის თემაა.არავინ არის წინააღმდეგი ლამაზი, ჟღერადი და უცნაური სახელების დარქმევის. მშობლებს აქვთ უფლება დაარქვან შვილს რაც უნდათ, მაგრამ უმჯობესია ეს ჯანსაღი ლოგიკის ფარგლებში იყოს.
რა დავარქვათ ბავშვს
ზოგ მშობელს უნდა შვილს ორიგინალური და განსხვავებული სახელი დაარქვას. მაგრამ რატომ უნდა დაარქვა უამრავი ლამაზი სახელიდან მაგალითად ჰამლეტი? ან კიდევ ტაბიტა, ოფელია? გასაგებია, რომ შექსპირის პერსონაჟით შეიძლება იყო მოხიბლული, მაგრამ ბავშვთან მიმართებაში ჯობია ირაციონალური მიდგომა. ეხლა ეგზოტიკური სახელების ბუმია, მაგრამ რატომ არავინ ფიქრობს რა იქნება მომავალში? მაგალითად სკოლაში. როგორ მიიღებს სასტიკი სოციუმი ბავშვის ამ სახელს? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: პატარა ჰამლეტი მიდის პირველ კლასში. იცით, ალბათ როგორი უხეში შეიძლება იყვნენ ბავშვები, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული მორალური და სოციალური საზღვრები. მინიმუმ ჰამლეტი მიიღებს რამდენიმე დამამცირებელ მეტსახელს და რა იქნება მერე? იქნება კონფლიქტები, სადაც ბავშვს მოუწევს თავისი ღირსების დაცვა და სად არის იმის გარანტია, რომ ის ამას შეძლებს?
რა დავარქვათ ბავშვს – ხშირია შემთხვევა, როდესაც შვილს ორ სახელს არქმევენ. მაგალითად ანა-მარია, სანტა მარია, ლაშა-გიორგი… საჭიროა კი? პოპულარულია ალექსანდრა და სოფია, ბიჭებში მაქსიმე და მარკი. პოზიციები დათმო ეკატერინემ და ნინომ, სამაგიეროდ მოიმატა სახელებმა მია, სტეფანია…
რედაქციისგან – ჯობია, უპირატესობა მიანიჭოთ ჟღერადობას და მეტრორიტმს. როგორ იჟღერებს ერთად სახელი და გვარი. საეჭვოა, ლამაზად ჟღერდეს ბიძია ჰამლეტი ან დეიდა ოფელია.
არ არის მარტივი ბავშვისთვის სწორი სახელის შერჩევა. შეიძლება იხელმძღვანელოთ საეკლესიო კალენდრით და შეარჩიოთ მფარველი წმინდანის სახელი, გადახედოთ წინაპრების გენეალოგიას. ყველა ვარიანტში ეს თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, მომავალში სახელი არ გახდეს ბავშვის დაცინვის საგანი. ისინი ხომ ძალიან სათუთები არიან.თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.