ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ კარგად აღზრდილი ადამიანია. სხვანაირად ვერც იფიქრებენ, როცა ახლოს მყოფ ადამიანებს მოსწონთ თქვენი ქცევა და არ გამოთქვამს პრეტენზიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ და არავის უქმნით უხერხულობას. ასეა ეს ნამდვილად თუ არა? აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენთვის ბუნებრივია და მიღებული, სპეციალისტებში ღიმილს იწვევს. ყველაზე უწყინარი ქცევა, რომლითაც ცდილობ სხვას ცხოვრება შეუმსუბუქო, ექსპერტები სწორი მანერების დარღვევად მიიჩნევენ.
კარგად აღზრდილი ადამიანი
ეტიკეტის რომელ წესს ვარღვევთ ჩვენ გაუცნობიერებლად? რომელი დაუფიქრებელი ქცევის გამო შეიძლება ჩაგვთვალონ ველურ და გაუთლელ ადამიანად? რა არის წესიერების ის ნორმა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვარღვევთ და როგორ გამოვასწოროთ ის? პაპარაცის რედაქიის ეს სტატია ამ პრობლემაზეა და ყურადღებით წაიკითხეთ:
- არ შეიძლება გადარეკვა, როდესაც ნახულობ გამოტოვებულ ზარს.ექსპერტები თვლიან, რომ თუ დაგირეკეს და ვერ უპასუხეთ, არ უნდა გადაურეკოთ, მოთმინებით დაელოდეთ შემდეგ ზარს. ასეთია სატელეფონო ეტიკეტი. ალბათ ჩვენი მკითხველები არ დაგვეთანხმებიან. რა პრობლემაა, გადაურეკო ადამიანს, რომელიც ვერ დაგიკავშირდათ რამდენიმე წუთის წინ, მითუმეტეს თუ ის ახლობელია?
- არ არის საჭირო ზედმეტი ჩაძიება, თუ ვერ გაიგეთ ნათქვამი.უტაქტო შეკითხვა “რა?” ან რა “თქვი?” გაღიზიანებას გამოიწვევს მოსაუბრეში. ამ დროს უმჯობესია გამოიყენოთ დამაზუსტებელი ფრაზები, ან უბრალოდ “უკაცრავად, ვერ გავიგე”.
- არ უნდა გაუმასპინძლდეთ თანამგზავრს მატარებელში.ექსპერტები თვლიან, რომ შეთავაზებამ და თხოვნამ მიირთვას, შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს თანამგზავრი. შეგიძლიათ შესთავაზოთ ჩაი და მეტი არაფერი. თუ თქვენ გულუხვი ხართ და თანამგზავრი თქვენს საჭმელს მშიერი თვალებით დახედავს, მაშინ დაივიწყეთ ეტიკეტის ამ წესის შესახებ. უბრალოდ, მაინც იცოდეთ როგორ იქცევიან ასეთ სიტუაციებში აღზრდილი ადამიანები.რადგან მატარებლით მგზავრობაზე ჩამოვარდა საუბარი, გირჩევთ, რომ არ მოიპატიჟოთ კუპეში მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები. ეს შეუქმნის დისკომფორტს სხვა მგზავრებს. თუ მათი ნახვა და მოსიყვარულება გინდათ, შეხვდით ნეიტრალურ ტერიტორიაზე – ვაგონ-რესტორანში ან უბრალოდ კორიდორში. ადვილია იყოთ კულტურული მგზავრი.
- არ დაუძახოთ თქვენს მეორე ნახევარს მეუღლე. ბევრმა არ იცის, რომ საკუთარი ქმრის ან ცოლის მეუღლედ მოხსენიება ეტიკეტის დარღვევაა. საქმე იმაშია, რომ “მეუღლედ” მოიხსენიებენ სხვის პარტნიორებს, ხოლო საკუთარ მეორე ნახევრებს ქვია “ქმარი: ან “ცოლი”. უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ეტიკეტის მცოდნეებისთვის საყურადღებო.
- ნუ დაილაგებთ თეფშზე მთელ შვედურ მაგიდას. როდესაც მშიერი ტურისტი მიდის თეფშით შვედურ მაგიდასთან, ეტიკეტის წესებზე ის ნადვილად არ ფიქრობს. მაგრამ ერთ თეფშზე მაქსიმალურად დაწყობა სხვადასხვა სახეობის საჭმლის, კარგი მანერების დარღვევაა. მიღებულია ერთ თეფშზე ერთი სახეობის საჭმლის დადება, ამიტომ თევზი, ხორცი და ბოსტნეული უნდა დაიდოს სხვადასხვა თეფშზე.რა თქმა უნდა, ეტიკეტის ნორმები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ უცვლელი და საერთო ყველასთვის არის ის, რომ ყველა შემთხვევაში საჭიროა ჩუმად, მოკრძალებულად მობოდიშება ადამიანებისთვის შექმნილი უხერხულობისთვის.
თქვენ როგორ უყურებთ ეტიკეტის წესებს? თვლით, რომ ყველა კულტურულმა ადამიანმა უნდა დაიცვას ის? რომელი წესია თქვენთვის მიუღებელი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.