როგორ შევამოწმოთ ქალი მერკანტილურობაზე ისე, რომ არ გამოვჩნდეთ ძუნწი მის თვალში

266

ზოგი ქალის მერკანტილურობას არ აქვს საზღვარი! ისინი უფრო შემოქმედებითები არიან ფულის და სხვა მატერიალურ საკითხებში. ყველაზე რთულ საქმეებსაც ისე გადააწყობენ ხოლმე, ისე, რომ მაქსიმალური მოგება მიიღონ. მაგრამ ყველა ასეთი არ არის. ქალებიც ისწრაფვიან უფრო ამაღლებულისკენ და ეს ყოველთვის ფული არ არის.პაპარაცის რედაქცია არ დაიწყებს დღეს იმის მტკიცებას, რომ მერკანტილურობა ჩვენს დროში ძალიან ცუდია. ყველა თავად ირჩევს საზღვრებს ცინიზმსა და გარესამყაროსთან დამოკიდებულებას შორის. რა უნდა ქნას მამაკაცმა, რომელსაც უნდა ისეთი ქალის პოვნა, რომელიც დაინტერესებული იქნება მისი პიროვნებით და არა მისი მოძრავი და უძრავი ქონებით.

მერკანტილური ქალები

ჩვენ ვცხოვრობთ პრაგმატულ საზოგადოებაში, ამიტომ პარტნიორის შერჩევისას ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ არა გრძნობებს, არამედ ხელსაყრელ პერსპექტივებს. ადრეც ასე იყო – მდიდარი ოჯახები ცდილობდნენ კაპიტალის გაზრდას ხელსაყრელი ქორწინების ხარჯზე. ბევრი მსგავსი ისტორია გვსმენია კლასიკური ნაწარმოებებიდან და არც ეხლა არის იშვიათობა.მაერკანტილურობის ბუნებაში გარკვევას აზრი არ აქვს, მაგრამ როგორ ავიცილოთ თავიდან, მოგიყვებით. ჩვენმა კოლეგამ ვერ იპოვა შესაფერისი ქალი თავის გარშემო და დაიწყო ძებნა სოციალურ ქსელებში, მაგრამ როგორც ელოდა, ეს ისე მარტივი არ აღმოჩნდა.თავიდან ფიქრობდა, რომ ყველა ქალი მერკანტილურია, მაგრამ სცადა ერთი ექსპერიმენტის ჩატარება, რამაც საბედნიეროდ, აზრი შეაცვლევინა.

მას ნორმალური შემოსავალი აქვს, ყველაფრით უზრუნველყოფილია. დაკავებულია IT სპეციალობით და აკეთებს იქ ერთ პროექტს. თინდერის და გაცნობის კლუბების ქექვისას აღმოაჩინა, რომ ქალებს მისი შემოსავალი უფრო აინტერესებდათ, ვიდრე თავად ის. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ თავიდანვე ითხოვდნენ საჩუქრებს და მინიმუმ რესტორანში დაპატიჟებას. ამიტომ გადაწყვიტა მოქცეულიყო ასე: პირველ რიგში, არ უნდოდა ვინმეს ძუნწი გონებოდა, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრის გამოცდა საჭირო იყო. ამიტომ დაგეგმა პაემნები. პირველ პაემანზე არ დაინანა ფული და საჩუქრები, მეორეზე არაფერი დაუხარჯავს და ასე რამდენიმეჯერ. ეს დაეხმარა, რომ ობიექტურად შეეფასებინა მის წინ მდგომი გოგონა.

როგორ? თავიდან მიდიოდნენ რესტორანში, ჩუქნიდა ყვავილებს, უხდიდა ტაქსის ფულს. შემდეგ შეხვედრაზე მიყავდა სასეირნოდ და რამდენიმე საათი ატარებდა ქუჩაში, შემდეგ აცილებდა ავტობუსის გაჩერებამდე. შემდეგ იღებდა ძვირფას ბილეთებს, მაგალითად თეატრის პრემიერის და საკუთარი ავტომობილით აკითხავდა წასაყვანად. შემდეგ პაემანზე მიდიოდნენ უფასო მუზეუმში და კვლავ არაფერს იხდიდა: არც ყავის, არც ტაქსის არც გვერდითა გალერეის ფულს.გოგონების უმრავლესობა წყვეტდა მასთან კავშირს. ორმა თუ სამმა გაუძლო თეატრამდე.მაგრამ იყო ისეთიც, რომელსაც არ აინტერესებდა მისი შემოსავლის რაოდენობა. ის სიამოვნებით სეირნობდა მასთან ერთად პარკში, დადიოდა მუზეუმებში და ხანდახან ყავაზეც თავად ეპატიჟებოდა.ხოლო, როდესაც საზღვარგარეთის საგზური შეიძინა და სამოგზაუროდ დაპატიჟა, გოგონამ ხარჯის ნაწილის გადახდა შესთავაზა. საბოლოოდ, უკვე ორი წელია რაც დაქორწინდნენ და ყველაფერი კარგად აქვთ,

რედაქციისგან: არავინ გაგკიცხავთ თქვენი არჩევანისთვის. ყველას აქვს უფლება იპოვოს თავისი ადგილი დედამიწაზე როგორც შეუძლია. ზოგი მსგავსი გადახარისხებით ცდილობს თავისი წილი ბედნიერების მოპოვებას, ზოგი კი არაფერს აკეთებს და მიუხედავად შესაძლებელი ბეგრაუნდისა, დღევანდელი დღით არის ბედნიერი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ღირს მსგავსი ლაიფჰაკის გაკეთება ცხოვრებაში?

მერკენტილურობა არ არის აუცილებელი ნაწილი ადამიანის, სიტუცია სხვადასხვანაირია. ამიტომ ადამიანის გადამოწმება პიროვნულ ღირსებებზე არ იქნება ცუდი არავისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს