რა უნდა ვქნათ, თუ მეზობელმა ნაკვეთი გაგითვალათ

951

დიდი ბედნიერებაა პატარა სახლი ქალაქის განაპირას, ხმაურისგან და უჰაერობისგან მოშორებით, სადაც შენ და შენი ოჯახი სუფთა ჰაერით დატკბებით, სადაც ბავშვებს ექნებათ ახლო კონტაქტი ბუნებასთან, ინებივრებთ შეზლონგებზე და ჩათვლემთ ხის ქვეშ. მეზობლები ღიმილით გიქნევენ ხელს და უმასპინძლდებით ერთმანეთს ალუბლით ან ატმით… ეს ერთი ლამაზი ოცნებაა.

მეზობლები აგარაკზე

აგარაკი დასასვენებლად  – “მე და ჩემი ცოლი დიდი ხანია ვოცნებობთ საკუთარ დასასვენებელ ადგილზე. ზღვაზე სამსახურის გამო ყოველთვის ვერ მოახერხებ წასვლას, ამიტომ ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ ქალაქის განაპირა სახლზე პატარა მიწის ნაკვეთით.ცოტა გაგვიჭირდა მოძებნა, მაგრამ საბოლოოდ ვიპოვეთ ის, რაც გვინდოდა. ეს იყო დიდი სახლი ნაკვეთით ძალიან ლამაზ ადგილას. გარშემო სულ ნათესები იყო და ყველა ნათესს შორის პატარა მდინარე მოედინებოდა.სახლი ვიყიდეთ გაზაფხულზე. მთლად კომფორტული არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა შევაკეთებდით. მოკლედ, წავედით ზაფხულში მთელი ოჯახით: მე, ცოლი და ორი ქალიშვილი. მეზობლები ძირითადად პენსიონერები იყვნენ, რომლებიც თელი დღე თავის ნაკვეთებში ფუსფუსებდნენ.

ნაკვეთის მეზობლები – იმის ყურებაში, თუ როგორ უვლიდნენ მოხუცები თავის ნაკვეთებს, მეც მომივიდა მუზა და გადავწყვიტე მომესინჯა ეს საქმე. წავიკითხე შესაბამისი ლიტერატურა მებაღეობაზე და პროდუქტების მოყვანაზე. დავიწყე მარტივით და ვაპირებდი სარეველების მოცილებას.ერთმა ყველაზე აქტიურმა მეზობელმა მირჩია ნიადაგის სპეციალური სითხით მორწყვა, რომელიც სარეველებს მოსპობდა, მაგრამ ეს კულტურულ მცენარეებსაც შეუშლიდა ხელს. ამიტომ ზრდილობიანად ვუთხარი უარი.დადგა შემოდგომა. ყველა მოსავალს იღებდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსავალი იმ მეზობელზე ბევრად მეტი და უკეთესი იყო. ამან ის ისე გააბრაზა, რომ ვერც დამალა, რადგან სულ შენიშვნებს იძლეოდა და იწუნებდა ჩვენი მოვლის მეთოდს. არადა სულ არ ვიკლავდით მოვლით თავს, უმეტესად ბავშვებთან ერთად ვსეირნობდით და ვთამაშობდით.

ერთი წლის შემდეგ – მომავალ წელს მე უსასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი. ჩვენს ნაკვეთს რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. დათესილიდან არაფერმა გაიხარა. ბალახიც კი ცუდად იზრდებოდა. არ მინდოდა ვინმეზე ცუდად მეფიქრა, მაგრამ ასეთი რამ ტყუილად არ ხდება. მიწაზე თუ რამე დაასხა ვინმემ, ეს არავის დაუნახავს. ცოლი და სიდედრი კი ამტკიცებდნენ, რომ მეზობელმა გაგვითვალაო ნაკვეთი. ყველაფერი შესაძლებელია.იმის მერე აღარაფერი დამირგავს. ხანდახან ბალახს ვცელავ ხოლმე. ასევე შემოვღობე ჩემი ნაკვეთი და შევწყვიტე ურთიერთობა მეზობლებთან. ეს ადამიანები არ უნდა ახდენდნენ გავლენას ჩვენს ოჯახზე, მაგრამ ხომ შეიძლება მიზანმიმართულად გავნონ, თუნდაც შურის გამო?

დასკვნა: შეიძლება თუ არა ავმა თვალმა მოსავალი გაგიფუჭოთ? რამდენად გჯერათ თქვენ ამის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს