რატომ გამიცრუა ბიძაშვილთან სტუმრობამ იმედი, რომელიც ზღვასთან ცხოვრობს

1005

რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ დიდი ხნის ნანატრი შვებულების დროც მოვიდა. უკვე 10 წელი იქნება, რაც ზღვაზე არ ვყოფილვარ. ძალიან მომენატრა ცხელი სანაპირო, მზე და მარილის სურნელი. მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ ვახერხებდი წასვლას. ხან ფული არ მქონდა, ხან შვებულება არ ემთხვეოდა. და აი, როგორც იქნა, წელს დავისვენებ! ასე ვფიქრობდი და ვგეგმავდი, მაგრამ…

ნანატრი შვებულება

“მე და ჩემი ქმარი ვფიქრობდით სად წავსულიყავით და სწორედ ამ დროს, დარეკა ჩემმა ბიძაშვილმა. ის წლების წინ გათხოვდა და ცხოვრობდა ზღვის პირა ქალაქში ოჯახთან ერთად. დაგვპატიჟა თავისთან, ზღვაზე. შევთანხმდით, რომ ორი კვირა ჩავიდოდით სტუმრად.მასპინძლები ძალიან კარგად შეგვხვდნენ. მათი სახლი ზღვასთან ახლოს იყო და თავიდან ყველაფერი ძალიან მოგვწონდა, მაგრამ მალე უცნაურობები დაიწყო…

სტუმრად ბიძაშვილთან – რა თქმა უნდა, სახლში ყველაფერში ვეხმარებოდი დიასახლისს, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან ბევრს ვაკეთებდი. დილით ვამზადებდი საუზმეს და ვრეცხავდი ჭურჭელს, შემდეგ სადილი და ისევ ჭურჭელი, საღამოსაც იგივე. შუალედები ძლივს ვასწრებდი ზღვაზე ჩასვლას და სეირნობას. ამასთან ვყიდულობდით პროდუქტებს.უკმაყოფილების გამოხატვა უხერხული იყო, ჩვენ ხომ არ ვიხდიდით საცხოვრებლის თანხას, მაგრამ არვის გამოუხატავს დახმარების სურვილი, ბიძაშვილმა კი მხოლოდ პირველ დღეს გვიმასპინძლა. დანარჩენ დღეებში კი წესიერად არც გვისაუბრია.

შთაბეჭდილებები შვებულებაზე – საერთო ჯამში, ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მთელი შვებულება საჭმლის კეთებასა და რეცხვაში გავატარე. წასვლამდე ვიკითხე ქირის ფასები, ავიღე თანხა და ჩავდე ჩვენი ოთახის კომოდის უჯრაში.სახლში დაბრუნების მერე დავურეკე ბიძაშვილს, მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და ვუთხარი, რომ კომოდის უჯრაში ფული დავუტოვე. მან რა თქმა უნდა, იუარა თანხის აღება და დაბრუნება მოინდომა. ვუთხარი, რომ ეს არც განიხილებოდა.ურთიერთობა წყენის მიუხედავად, გავაგრძელე მასთან, ვურეკავდით ხოლმე ერთმანეთს, ვიხსენებდით ბავშვობას…მაგრამ მასზე აზრი მაინც არ შემიცვლია. ჩემი ნანატრი შვებულება არ შედგა. ძალიან ვნანობ, რომ მასთან მივედი სტუმრად და არა სასტუმროში, რასაც თავიდანვე ვგევმავდი. ეს უფო იაფიც დამიჯდებოდა და სიმშვიდეც მექნებოდა. არაუშავს, გაკვეთილად გამომადგება მომავალში და აღარ დავუშვებ ასეთ შეცდომას.

რედაქციისგან: ღირს კი ნათესავთან სტუმრად მისვლა? ან მასთან წინასწარ შეთანხმება პირობების? როგორ მოვიქცეთ, რომ არ დავაზიანოთ საკუთარი თავი და მათთან ურთიერთობა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს