გადავწყვიტე, რომ ეს ბოლო მშობიარობაა, მეტს აღარ გავაჩენ!

199

ადრე თუ გვიან ქალი : აღარ მინდა გაჩენა, საერთოდ აღარ მინდა! მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა დედა ბავშვის გაჩენის პერიოდს საუკეთესოდ მიიჩნევს თავის ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე რთული რამ არის. ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი საკუთარ თავს ხომ აღარ ეკუთვნის? პაპარაცის რედაქცია დღეს იმ ემოციებს გაგიზიარებთ, რომელიც ახალბედა დედებს მოგვიანებით ეწვევათ ხოლმე, როდესაც მშობიარობის შემდგომი ეიფორია იკლებს. ეს არის პერიოდი, რომელიც თან გახსოვს, თან არ გახსოვს. როდესაც შვილი ხდება ყველაზე მთავარი მის ცხოვრებაში.

არ მინდა მშობიარობა

გაცნობიერება – ის, რაც ქალს მიყავს საოცარ ემოციამდე. მშობიარობის დროს ქალი გრძნობს იმდენად დიდ ტკივილს, რომ ტვინი უბრალოდ თიშავს მეხსიერების ნაწილს, რომელიც ამ ყველაფერს იმახსოვრებს და როდესაც ეს ყველაფერი მთავრდება, ქალი ისევ მზად არის შვილის გასაჩენად.რაღაც პერიოდი ის ამბობს, რომ მეტს აღარ გააჩენს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ის ბრუნდება სახლში ახალშობილთან ერთად და დარწმუნებულია, რომ ეს ბოლოა, რომ კიდევ ერთ ფეხმძიმობას ვეღარ გაუძლებს.ბავშვის გაჩენა უდიდესი სტრესია ქალის ორგანიზმისთვის. მერე კი იწყება გაუთავებელი რუტინა – ნახეთქები მკერდზე, ბავშვის კვება, საფენების ცვლა… მაგრამ ეს ის გრძნობაა, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის.ეს არის ძალიან დამღლელი, მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო შეგრძნება. ბავშვის დაბადების მოლოდინი კი ხანგრძლივი, დამღლელი, მაგრამ საოცარი მომენტი. ერთი სული გაქვს მისი ნახვის და შეგრძნების. სამყაროს ხომ ახალი ადამიანი ევლინება – შენი მსგავსი, შენნაირი?

მომენატრება – პატარა რომ გაიზრდება, აღარ იქნება სრული სიწყნარე მისი ძილის დროს, მის მოვლაში გატარებული საოცარი დღეები, ახალშობილის სურნელი, ბედნიერი მამის ცრემლები, რომელიც მოუხერხებლად ცდილობს მისთვის საფენის გამოცვლას.მიუხედავად სირთულეებისა, ყველას ენატრება ეს საოცარი დღეები. შეიძლება ქალმა შვებით ამოისუნთქოს, როცა პატარა წამოიზრდება, აღარ დაჭირდება საფენების შეცვლა, მუდმივი ღამისთევა, მაგრამ ყოველთვის ექნება ჩუმი მონატრება ახალშობილთან კონტაქტის.დახედავს ხოლმე ფეხმძიმობის, პატარას დაბადების პერიოდის ფოტოებს, გაიხსენებს დეტალებში ყველაფერს და დაენანება, რომ ეს აღარ გამეორდება.და როდესაც ერთ დროს მშობიარობის ტკივილებით და უამრავი ღამისთევით დაღლილი ამტკიცებდა, რომ ეს ბოლოა და მეტი აღარ იქნება! ისევ თავიდან იწყებს ყველაფერს. ახალი ენერგიით და სიყვარულით, ბედნიერების მოლოდინით სავსე…

თქვენ რას იტყვით ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს