ფსორიაზის სამკურნალო 5 რეცეპტი. ბებიამ ამ უსიამოვნებისგან ბევრი ადამიანი განკურნა

0
1099

„სანამ პენსიაზე გავიდოდი, ვეტერინარად ვმუშაობდი. იმ დროს ჩემმა კოლეგამ, ალამ ფსორიაზის სამკურნალო მალამოს შესახებ მიამბო. დღეს სწორედ მისი მომზადების მეთოდს გიზიარებთ“.

კარგი იქნება, თუ მას აფთიაქის სპეციალისტი მოამზადებს, რადგან ყველაფერი უნდა აიწონოს და სპეციალურ ცენტრიფუგასა და წყლის ორთქლზე მომზადდეს. საჭირო ინგრედიენტები აფთიაქში შეიძინეთ. მალამოს ძირითადი ინგრედიენტი – ACD – 3 (100 მლ მოცულობა). ასევე მალამოში შედის:

  • 40 მლ ევკალიპტის ზეთი
  • 35 მლ ვერცხლის ნიტრატი
  • 30 გრ ლევორინის მალამო
  • 70 მლ არყის კუპრი
  • 30 მლ ქაცვის ზეთი
  • 25 გრ მალამო „პსორალინი“
  • 60 მლ კოსტელანის ხსნარი
  • 50 გრ თევზის ქონი (სააფთიაქო)
  • 35 მლ „ვიოფორმი“ (ხსნარი)
  • 30 გრ „ნისტატინი“
  • 30 გრ ამფოტერიცინის მალამო
  • 30 მლ ასკილის ზეთი

ეს მალამო ფსორიაზის მძიმე ფორმით დაავადებულებსაც კი დაეხმარა. მინდა დავიჯერო, რომ ამ ჯადოსნურ მალამოს მხოლოდ ერთი დაავადების განკურნება არ შეუძლია.

75 გრ ასფურცელა, 75 გრ ია, 100 გრ სამკურნალო ტუხტის ფესვი და 100 გრ ორკბილა აურიეთ. ყველაფერი დააქუცმაცეთ და 3 ს/კ ნარევს 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 1 ღამით დააყენეთ. დილით მარლაში გადაწურეთ და 1 ჩ/კ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

დაქუცმაცებული 125 გრ რევანდის ფესვები, 75 გრ კვრინჩხის ყვავილები, 100 გრ ორფერი, მოცხარის და არყის ფოთლები აურიეთ. ამ ნარევისგან ნაყენი მოამზადეთ და წინა სქემით მიირთვით.

ფსორიაზის დროს ასევე დაგეხმარებათ შემდეგი საშუალება. 2 ნაწილი ასფურცელას ყვავილები და ნიგვზის ხმელი ფოთლები 3 ნაწილ ასკილის ნაყოფს აურიეთ. 7 ს/კ მიღებულ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე თავდახურული მეოთხედი საათი გააჩერეთ, შემდეგ 45 წუთით დააყენეთ. მიღებული ნაყენი მარლაში გადაწურეთ, გამთბარი ყვავილების თაფლი აურიეთ. ამ შემადგენლობით სახვევი გაჟღინთეთ და ღამით პრობლემურ ადგილას დაიდეთ.

ასევე გირჩევთ 150 გრ ცერცველას თესლი (წინასწარ დაქუცმაცებული), 50 გრ სოდა, 25 გრ გოგირდი (სააფთიაქო) და 300 გრ საზამთროს თაფლი აურიეთ. 1 ს/კ (ბავშვებისთვის ნახევარი ჩ/კ) დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. საზამთროს თაფლს საზამთროს ახალი წვენისგან ამზადებენ. ამისთვის საზამთრო გაჭერით, ჯერ საწურში, შემდეგ მარლაში გადაწურეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, ზოგჯერ მოურიეთ. წარმოქმნილი ქაფი მოაშორეთ. როცა წვენის რაოდენობა 5-6-ჯერ შემცირდება, თაფლის მზაობა წვეთით შეამოწმეთ. ზოგჯერ შეიძლება ოდნავ თხევადი იყოს. მინის ქილაში ჩაასხით და ზემოდან სუფთა ქსოვილით შეკარით.

ფსორიაზის დროს რაციონიდან უნდა გამორიცხოთ შემდეგი პროდუქტები: კაკაო, ყავა, ტორტი და ნამცხვარი შოკოლადის კრემით, ყველა სახის ციტრუსი. მკურნალობის დროს შაქარი, ცხიმიანი ხორცი, ცხელი სასმელები, ღორის სალა, ძეხვი, წითელი ხილი და ბოსტნეული, გაზიანი სასმელები, კომპოტი და ჯემები არ მოიხმაროთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი