როგორ დავაუთოვოთ უთოს გარეშე? ეს კითხვა ეხლა ძალიან აქტუალურია. თანამედროვე საზოგადოება არ თვლის საჭიროდ დროის კარგვას ამ საქმიანობისთვის. შესაძლებელია ისე დაალაგო ტანსაცმელი, რომ არ დასჭირდეს გაუთოვება, ან უპირატესობა მიანიჭო იმ ნაჭერს, რომელიც არ საჭიროებს უთოს. რა უნდა ვქნათ, თუ აუცილებელი ხდება ტანსაცმლის გაუთოვება, მაგრამ არ გვაქვს უთო? პაპარაცის რედაქცია დაგეხმარებათ სიტუაციაში გარკვევაში და გასწავლით ერთ კარგ მეთოდს.
როგორ დავაუთოვოთ უთოს გარეშე
ამ საინტერესო მეთოდის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლი, სუფთა წყალი და საყვარელი სუნამო, აგრეთვე პულივიზატორი. ჩაასხით ცოტა წყალი ბოთლში, ჩაამატეთ ცოტა სუნამო, გაუკეთეთ პულივიზატორი და მაგრად მოუჭირეთ. აანჯღრიეთ კარგად და გადადეთ ცოტა ხნით გვერდზე.ეს ხრიკი იდეალური გამოსავალია ზაფხულში. მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტანსაცმლის მალე გაშრობას. როგორც მიხვდით, დაჭმუჭნულ ტანსაცმელს უნდა მიასხუროთ არომატული წყალი და…ეს ხერხი, რა თქმა უნდა, ძალიან დაჭმუჭნულ ტანსაცმელს ვერ უშველის, მაგრამ თუ ნორმალურ მდგომარეობაში გინდათ ქსოვილის მოყვანა, კი ბატონო. გაითვალისწინეთ, რომ ნაკეცების ამ მეთოდით გასწორებას, ჭირდება დრო, რომ ქსოვილმა გაშრობა მოასწროს. ამიტომ უთოს გარეშე გასწორების პროცესი რამდენიმე საათით ადრე დაიწყეთ.
იდეალური ტანსაცმელი – იმისათვის, რომ დაჭმუჭნული ნივთები მოიყვანოთ წესრიგში წყლის დახმარებით, ჩამოკიდეთ საკიდზე. მიასხურეთ წყალი პრობლემურ ადგილებზე. მაგალითად, ზედას საყელოზე, ჯიბეებზე, ღილებთან, მანჟეტებზე.საერთოდ, დელიკატური ნივთები საკიდზე ჯობია გააშროთ, რადგან სარეცხის სარჭები ცუდად ემჩნევა ხოლმე. ფაქიზად ჩამოკიდეთ ტანსაცმელი საკიდზე, გააშრეთ და პრობლემაც გადაჭრილია.
როგორ დავაუთოვოთ უთოს გარეშე და დავრჩეთ შეუდარებლები – თუ არ გაქვთ პულივიზატორი, არ არის აუცილებელი მისი სპეციალურად ყიდვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანჯრების საწმენდი სითხის კარგად გარეცხილი ბოთლი. ან ნებისმიერი კოსმეტიკური სპრეის ცარიელი ჭურჭელი. ეფექტი იგივე იქნება და ამასთან, ეკონომიური.მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ აუცილებლად გვჭირდება გაუთოვება და უთო გაგვიტყდა ან გადაიწვა, ხოლო წყალი პულივიზატორით არ არის საკმარისი? არსებობს ერთი ხერხი: აადუღეთ წყალი და აიღეთ რაიმე ლითონის ჭურჭელი. ის აუცილებლად უნდა იყოს სუფა, ქონდეს სახელური და თავისუფლად დაცურავდეს ნაჭერზე. ჩაასხით ამ ჭურჭელში მდუღარე წყალი, ჩაიცვით ხელთათმანები და გადაატარეთ ნივთი დაჭმუჭნულ ტანსაცმელზე. სცადეთ, ეს მეთოდიც მუშაობს და გიხსნით გამოუვალი სიტუაციიდან.ეს ხრიკები დაგეხმარებათ სწრაფად მოიყვანოთ ნივთები წესრიგში და პრეზენტაბელური გახადოთ ის. თქვენ იცოდით უთოს გარეშე დაუთოვების შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.