უნდ ვეცადოთ თუ არა, შვილებს ყველაფერი გამზადებული დავუტოვოთ?

0
66

“სახლი დედებისთვის და შვილებისთვის კარგია და საჭირო, მაგრამ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან და ახალ ცხოვრებას იწყებენ მერე? თუ ვაჟი წავიდა სახლიდან დამოუკიდებლად ცხოვრების და ბედნიერების ძებნის სურვილით, ქალიშვილი არ აღმოჩნდა ასეთი ყოჩაღი და მას დედის დახმარება ისევ სჭირდება.არც თუ ისე დიდი ხნის წინ გათხოვდა, ეხლ ფეხმძიმედ არის. შეიქმნა ასეთი სიტუაცია: ან მოუწევთ სახლის ქირაობა, ან უნდა შემოვუშვა ჩემს ერთოთახიან სახლში. მაგრამ მაქვს კიდევ გეგმა “B” და პაპარაცის რედაქცია მომცემს რჩევას მის განხორციელებაში.”

დედის და შვილების სახლი

ეს ცხოვრებისეული ამბავი საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის. დედის აზრით, გამოსავალი ნაპოვნია და უნდა მიყვეს ამ გეგმას, მაგრამ რამდენად კორექტული იქნება ეს სხვებთან დამოკიდებულებაში? აქ, იმედი გვაქვს, რომ სწორი პასუხის პოვნაში დაგვეხმარებით. გეგმა კი ასეთია:

“ვარ 47 წლის და ვცხოვრობ ქალიშვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში. ბიჭი უკვე დიდ ხანია საზღვარგარეთ მუშაობს და ცდილობს ცხოვრების მოწყობას. ქმართან გაშორებული ვარ, დედა 68 წლის არის და ის თავის სახლში ცხოვრობს მარტო, მამა დიდი ხნის გარდაცვლილია.დედა მეორედ არ გათხოვილა, შეეძლო, მაგრამ არ ქნა, ლამაზი და ეფექტური ქალია ეხლაც. ჰყავს თაყვანისმცემელი, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს ქალიშვილთან. ჩამოდის ხოლმე, დედასთან რჩება რამდენიმე დღით, მერე ისევ ბრუნდება სახლში.მოკლედ, გათხოვდა ჩემი ქალიშვილი. სიძე ძალიან კარგი ბიჭია, ყოჩაღი. ცხოვრობდა დედასთან ერთად საერთო საცხოვრებელში, მაგრამ ოჯახით იქ ვეღარ იცხოვრებს. მალე ბავშვს ელოდებიან, სახლი კი ჯერ არ აქვთ. ქირით აპირებდნენ გასვლას და ამ დროს  ვიფიქრე, ხომ არ დაგვეთმო ახალგაზრდებისთვის ერთი სახლი?

დედის სახლი შვილებს – დავურეკე დედას და ვთხოვე, გადმოსულიყო ჩვენთან და შვილიშვილი შეეშვა თავის სახლში. ჩემდა გასაკვირად, დედამ კატეგორიული უარი მითხრა! -“მე მიჩვეული ვარ მარტო ცხოვრებას და ვერსად ვერ გადავალო”. გამოდის რომ ყველა ვიცხოვრებთ ჩვენს სახლებში მარტოები და ახალგაზრდები კი ქირაზე იწვალებენ.ამ პასუხმა გამაბრაზა ძალიან. ვერ მოვითმინე, და ვუთხარი: თუ შენ არ გინდა მაქედან წამოსვლა, მაშინ მე გადმოვალ შენთან. გინდა თუ არა – ეს ჩემთვის სულერთია, ეგ სახლი ჩემზე არის გაფორმებული და სრული უფლება მაქვს მანდ ვიცხოვრო!ჩემთვის არ არის სულერთი შვილის ბედი, ვერ დავუშვებ, რომ საკუთარი სახლი არ ჰქონდეს. მოკლედ, უკვე რამდენიმე კვირაა, ვცხოვრობ დედასთან. ის გაბრაზებულია და საერთოდ არ მელაპარაკება. გაუფუჭდა ურთიერთობა შვილიშვილთანაც. ვცდილობ ავუხსნა, რომ ის არაფერ შუშია და მე გადავწყვიტე ასე. მინდოდა მიმეცა საშუალება შვილისთვის ნორმალურად ცხოვრების, მომავლის მოწყობის… მოკლედ ატმოსფერო სახლში ტოქსიკურია.საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ დღეს ვიჩხუბეთ და დავემუქრე, რომ მოვძებნიდი იურისტს, გავყიდდი სახლს და ჩემს წილს ავიღებდი. ეს ეხლა და დადის სამსახურში და ღებულობს თაყვანისმცემელს. რა იქნება მერე, როცა დაუძლურდება? მე მისი არ მესმის…

რედაქციისგან: დაგვიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ საკითხზე, რამდენად სწორად მოიქცა დედა – დაეხმარა ქალიშვილს და გვერდზე გაწია დედის ინტერესები. შეიძლებოდა თუ არა სხვა გამოსავლის პოვნა?