ყოველ ზაფხულს ვსხლავ ხეებს ნაკვეთში, მეზობლები ყვირიან, რომ ასე არ შეიძლება

402

ხეების გასხვლა ბაღში არ არის ქალის საქმე, მაგრამ მე მიზიდავს. ვთხოვე ქმარს კარგი სეკატორის ყიდვა, ჰოდა მიფრთხილდით ხეებო!დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ რატომ უნდა გადავჭრათ ჯანმრთელი ხეები ზაფხულში. პროცედურა საჭიროა მოსავლიანობის ასამაღლებლად.

ხეების გასხვლა ბაღში

ბევრი მებაღე თვლის, რომ ხეების გასხვლისთვის საუკეთესო დროა შემოდგომა, ფოთოლცვენის შემდგომი პერიოდი. შიშობენ, რომ არასწორი გასხვლით შეიძლება ხეები დააზიანონ. სინამდვილეში სწორი მოქმედების შემთხვევაში, ხეები გადაჭრას იტანენ წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში შეიძლება თუ ტემპერატურა არ არის -5 გრადუსზე ნაკლები.გაზაფხულზე ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ხოლო შემოდგომაზე უმჯობესია მოიჭრას ადრეული ჯიშები და ყინვაგამძლე კულტურები, ხოლო პრეტენზიული და სუსტი სახეობები ჯობია გაისხლას ზამთრის ბოლოს ან ადრეულ გაზაფხულზე.ზაფხულში კი ყველაფერი შეიძლება და საჭიროც არის. გამოცდილი აგრონომი ამბობს, რომ  ტოტების გასხვლა უმჯობესია ზაფხულის პირველ ნახევარში, რათა მცენარემ მოასწროს ახალი ტოტების გამოღება. ეს ხელს შეუწყობს კარგ მოსავლიანობას მომავალ წელში.აგვისტოში გასხვლის მიზანი უკვე არის ის, რომ მცენარემ მოასწროს დაზამთრებამდე კარგი ნიადაგის მომზადება მსხმოიარობისთვის მომავალი წლისთვის.გასხვლის მიზანი – კვების ეკონომიაა. ეს კარგად ჩანს ყურძენზე. ახალი წანაზარდები არ კვებავს ნაყოფს, პირიქით საზრდოს ართმევს მას. ვეგეტაციის ბოლოს წვეროების მოცილება საშუალებას აძლევს მათ მაგივრად იკვებონ ვაზს და მტევნებს. გასხვლა ეფექტურია სწორედ იმდროს, როდესაც ამონაყარი ყოვნდება, მაგრამ ბოლომდე არ შეჩერებულა.

არსებობს გასხვლის თავისებურებები. მაგალითად, ვაშლი და მსხალი იჭრება 45 გრადუსიანი კუთხით ხის ტანიდან. ყველა ხეს წვერი უნდა ქონდეს მხოლოდ ერთი. ის ტოტები, რომლებიც წვერისკენ მიიწევენ, ბოლომდე უნდა მოიჭრას.

რჩევა რედაქციისგან: გაითვალისწინეთ, რომ ხის არასწორი დამუშავება შეიძლება გახდეს მისი დაავადების და უნაყოფობის მიზეზი. თქვენ როგორ ამუშავებთ თქვენს ხეებს? რას ფიქრობთ აგვისტოში გასხვლაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს