კარტოფილის ამონაცენის ნაყენი კურნავს კატარაქტას, ასთმასა და ბრონქიტს. თავად სცადეთ

751

კარტოფილი, უკვე მრავალი საუკუნეა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეულია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება მხოლოდ საკვების კი არა, სამკურნალო საშუალების სახითაცაა შესაძლებელი.

ამისათვის, კარტოფილი 14-21 დღით უნდა დადოთ თბილ, ნათელ ადგილას, ხოლო მას შემდეგ, რაც ბოლქვი ამოცენდება, მორჩები სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ.

კატარაქტა

კარტოფილის ამონაცენები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, დააქუცმაცეთ, 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა ხარისხიანი არაყი და დააყენეთ 14 დღით ბნელ ადგილას. ამის შემდეგ, გადაწურეთ და მიიღეთ 2 დ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე, პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე.

ასთმის შეტევები

ეს რეცეპტი იმ ადამიანისგან გავიგე, რომელიც დიდხანს იტანჯებოდა ასთმით. ხუთვითი შეტევები ემართებოდა სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, დასვენების დროს და საწოლშიც კი… იგი “სოლუტანს”, “ასთმოპენტონსა” და “ეფედრინს” იყენებდა, თუმცა არაფერი შველოდა.

მოგვიანებით დაიწყო ინჰალატორ “ბეროტენის” გამოყენება. იგი სპაზმებს მცირე ხნით ხსნიდა. გარდა ხუთვითი შეტევებისა, მას აწუხებდა ხშირი გაციება, ტკივილი გულის არეში, ჰიპერტონია და ჰერპესი. იქამდე მივიდა, რომ წამლების ყიდვას ვეღარ გასწვდა და ერთი რეცეპტის გამოყენება გადაწყვიტა.

მარტში მან კარტოფილის ბოლქვებს წანაზარდები მოატეხა, გააშრო, გაყვითლების შემდეგ კი დანაყა, ნახევარლიტრიანი ქილა ნედლეულით ნახევრამდე აავსო, დაასხა სპირტი, დააყენა 10 დღით და მიღება შემდეგი სქემით დაიწყო:

  • პირველ დღეს: თითო წვეთი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე;
  • მეორე დღეს: 2-2 წვეთი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე;
  • მესამე დღეს: 3-3 წვეთი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე.

ასე გააგრძელა, სანამ დღეში 25 წვეთზე – დღეში 75-ზე არ ავიდა. 26-ე დღეს დაიწყო რაოდენობის კლება, ანუ დღეში 72 წვეთი, 27-ე დღეს 69 და ა. შ. ყოველდღე თითო წვეთით ამცირებდა. 51 დღეს ისევ ორი წვეთით დაიწყო და ერთ მიღებაზე 25 წვეთამდე ავიდა, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

არ შეიძლება მკურნალობის მიტოვება გაუმჯობესების დადგომისთანავე – აუცილებლად უნდა დახვიდეთ თითო წვეთამდე. 15 წვეთამდე საშუალებას 150, ხოლო 15+ წვეთს 200 მლ წყალი უნდა დააყოლოთ. დალიეთ ჭამამდე.

ამის შემდეგ, იგი არამხოლოდ ასთმისგან, არამედ სხვა დანარჩენი დაავადებებისგან, მათ შრის, ჰერპესისგანაც გათავისუფლდა. მას შემდეგ უკვე 3 წელი გავიდა. იგი ნორმალურად სუნთქავს, არ უჩივის გულსა და მომატებულ წნევას. მისი ორგანიზმი გაციების მიმართ ახლა უფრო გამძლეა.

ოტიტი

ოტიტის დროს, ბინტის ან მარლისგან ამზადებენ ტურუნდას, ალბობენ ნაყენში და ითავსებენ ყურის ხვრელებში. ტურუნდა ყოველ 2საათში უნდა შეცვალოთ.

გაციება

ხველისა დ გაციების დროს, შეიზილეთ ნაყენი ზურგისა(ბეჭების ქვემოთ) და გულმკერდის არეში და თბილად შეიფუთეთ. თუ ყელში ანთება გაგიჩნდათ, გამოივლეთ დღეში 1-2-ჯერ გადადუღებულ წყალში 4:1 პროპორციით გაზავებული ნაყენი.

ჭრილობები და კანის დაავადებები

ჭრილობებისა და სხვა დაზიანებების დასაბანად, ნაყენს 1:3 პროპორციით აზავებენ გადადუღებულ წყალთან. თუ ნაზი კანი გაქვთ, ეკზემის ან დერმატიტის დროს გაიკეთეთ დაბალპროცენტიანი კომპრესები. ცვალეთ ისინი ყოველ 2 საათში.

პირის ღრუს დაავადებები

პაროდონტოზისა დ ღრძილების ანთების დროს, აგრეთვე, კარიესის პროფილაქტიკისთვის, კბილების გახეხვამდე დააწვეთეთ კბილის ჯაგრისს 2-3 წვეთი ნაყენი – იგი ადეზინფიცირებს პირის ღრუს. სასარგებლოა, ასევე, დღეში ერთხელ მაინც, ნაყენის წყალხსნარით პირის ღრუს გამოვლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს