ღვეზელები ცოცხალი ვაშლით ამ რეცეპტით გამოდის ძალიან გემრიელი. ფხვიერი, ჰაეროვანი ცომი პრში დნება, მზადდება სწრაფად, თავად ღვეზელები პატარა ფორმისაა, სულ ორი ლუკმა. მოკლედ ერთი სიამოვნებაა მისი ჭამა. მოცემული ცომი საუკეთესო ალტენატივაა საფუარიანი ცომის.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ინსტრუქციას ამ მინი-ღვეზელების მოსამზადებლად.
ღვეზელები ცოცხალი ვაშლით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 360 გრ. ფქვილი
- 170 გრ. კარაქი
- 170 გრ. არაჟანი
- 40 გრ. შაქრის პუდრა
- ცოტა სოდა
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 600-650 გრ. ვაშლი
- 3-4 ს/კ შაქარი
- 20 გრ. კარაქი
- დარიჩინი
- კვერცხის გული თავზე გადასასმელად
მომზადების წესი
- ცომის მოსამზადებლად აურიეთ ფქვილი შაქრის პუდრაში, მარილითან და სოდასთან ერთად. კარაქი ამოსვარეთ ფქვილში და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- გახეხილი კარაქი ამოსვარეთ ფქვილში და კარგად გასრისეთ. დაუმატეთ არაჟანი, ისევ აურიეთ. გააკეთეთ ცომის გუნდა. გაითვალისწინეთ, რომ ცომს ამშემთხვევაში ერთგვაროვნებამდე ზელა არ ჭირდება. უნდა იყოს რბილი და წებოვანი. შეახვიეთ სამზარეულოს პარკში და შედეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათი ან უფრო მეტი.
- შიგთავსის მოსამზადებლად გათალეთ ვაშლი და დაჭერით წვრილად. დააწყვეთ ვაშლი ტაფაზე, დაამატეთ შაქარი და ცხიმი. ურიეთ და მოშუშეთ დარბილებამდე. ბოლოს დააყარეთ დარიჩინი და დადგით გასაგრილებლად.
- გაგრილებული ცომი გაყავით შუაზე. გააბრტყელეთ ნახევარი ცომი 0,5 სანტიმეტრის სისქეზე, ჭიქით ამოჭერით 8-9 სმ. დიამეტრის წრეები. დადეთ ჩაის კოვზით ვაშლის შიგთავსი. ასევე გააკეთეთ ცომის მეორე ნახევარი.
- გადაკეცეთ ვაშლიანი ცომი. მოუკარით გვერდები და გაუმაგრეთ ჩანგლით. დააწყვეთ ღვეზელები საცხობ დაფაზე, რომელზეც პერგამენტის ქაღალდი იქნება დაფენილი. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით ცომი, რომ ორთქლის ამოსვლის საშუალება ქონდეს. გადაუსვით თავზე კვერცხის გული.
- აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
- სულ ეს არის. ვაშლის ხრაშუნა ღვეზელი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ამ ღვეზელით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებსაც და სტუმრებსაც. დარწმუნებული ვართ ყველას მოეწონება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს