ფიჭვის კვირტებისგან შეიძლება გემრიელი წამლის მომზადება, რომლის მოხმარებას დაგეხმარებათ გაციების, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ხველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და ფილტვების ანთების დამარცხებაში. ახალმოკრეფილი კვირტები უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში, საწრეტში. დაასხით ემალირებულ ქვაბში ცივი წყალი ისე, რომ მან ნედლეული 1-1.5 სმ-თი დაფაროს, აადუღეთ და ხარშეთ 20 წუთით თავსახურის ქვეშ, ნელ ცეცხლზე.
ამის შემდეგ, დააყენეთ 1 დღით, გადაწურეთ სხვა ემალირებულ ქვაბში, დაუმატეთ 1 ლ ნახარშს 1 კგ შაქარი, ისევ აადუღეთ და ხარშეთ, მოხსენით ქაფი რეგულარულად, დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში. ხარშვის ბოლოს, ნახარშს ლამაზი ჟოლოსფერი უნდა ჰქონდეს. ცხლადვე ჩაასხით შუშის ქილებში და დაახურეთ პოლიეთილენის თავსახურები. შეინახეთ ფიჭვის თაფლი ოთახის ტემპერატურაზე დიდი ხნით. მიიღეთ იგი ზემოხსენებული დაავადებების დროს, დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, მდგომარეობის სტაბილურად გაუმჯობესებამდე. დააყოლეთ თაფლს ცხელი ჩაი ან რძე.
სასარგებლოა ნაძვის წიწვების წვენიც. ამისთვის საჭიროა ახალგაზრდა ტოტები. კარგად გარეცხეთ ნედლეული საღამოს, გამდინარე წყლით, დაალაგეთ პირსახოცზე და გააშრეთ, შემდეგ მოათავსეთ შუშის ქილაში ერთი ფენა წიწვები, მოაყარეთ ასეთივე სიმაღლეზე შაქარი და გააგრძელეთ ასე, წიწვებისა და შაქრის ფენებით, სანამ ქილა არ გაივსება. დააყენეთ მთელი ღამით, დილით კი მოურიეთ ქილის შიგთავსს ხის კოვზით, დაახურეთ ქილას სუფთა სელის ქსოვილი, დადგით ფანჯარაზე და გააჩერეთ 10 დღით მზეზე.
ამ დროში, წიწვები ზემოთ ამოვა, წვენი კი ქვემოთ დარჩება. მეთერთმეტე დღეს, ფრთხილად ჩაასხით წვენი შუშის ქილაში, კარგად დაახურეთ და შეინახეთ სარდაფში ან მაცივრის კარზე. აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღეთ ნაძვის წიწვების წვენი 2 ს.კ. ოდენობით უზმოზე. ამ წვენით წარმატებით განიკურნება გაციება, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ძლიერდება სისხლძარღვები და გულის კუნთი, იზრდება იმუნიტეტი და ხელს უწყობს თირკმლებიდან კენჭების გამოსვლას.
ფიჭვის კვირტებს ამოსახველებელი, მადეზინფიცირებელი, შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება აქვს. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ კვირტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ ამ რაოდენობით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. ეს დაგეხმარებათ ზედა სასუნთქი გზების ანთების, ბრონქიტის, პნევმონიის, რევმატიზმის, პოდაგრის, თირკმელკენჭოვანი დაავადებების, ნაღვლის ბუშტის ანთებისა და წყალმანკის დროს.
ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს ფიჭვის კვირტების თაფლსაც. მის მოსამზადებლად, 1 წილ ნედლეულს დაასხით 2 წილი ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 20 წუთით ნელ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი, გააგრილეთ და გადაწურეთ. დაასხით ნახარშს მდუღარე წყალი, პირველადი მოცულობის მიღებამდე, ჩაყარეთ 1 წილი შაქარი, ისევ აადუღეთ და მაშინვე გამორთეთ ცეცხლი. შეინახეთ თაფლი გრილ ადგილას. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ხველის დროს და ორგანიზმის C ვიტამინით გასამდიდრებლად.
სასუნთქი გზებისა და ფილტვების ანთებითი დაავადებების დროს აკეთებენ ფიჭვის კვირტების ინჰალაციას. 2 ს.კ. ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და პირით ორთქლს ისუნთქავენ.
ორგანიზმიდან დაგროვებული მარილების გამოდევნა შეუძლია ფიჭვის ან ნაძვის წიწვებს. შემოდგომაზე შეაგროვეთ ახალგაზრდა წიწვები ქალაქიდან მოშორებით დარგული ხიდან, დააქუცმაცეთ, შემდეგ 5 ს.კ. ნედლეულს დაასხით ემალირებულ ქვაბში 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური, აადუღეთ და ხარშეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 12 საათით თბილ ადგილას. ამის შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით თერმოსში და მიირთვით წყლის ნაცვლად დღის განმავლობაში. იმის მაჩვენებელი, რომ მარილებმა გამოსვლა იწყო, შარდის გამუქება იქნება. მიიღეთ ყოველდღე, 2-3 კვირის ან 1 თვის განმავლობაში, სანამ შარდი გამჭვირვალე არ გახდება.
კოლპიტისა და საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობაც ფიჭვის კვირტებითაა შესაძლებელი. ისინი უნდა დააქუცმაცოთ, შემდეგ 1 ს.კ. ნედლეულს დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღოთ და ხარშოთ 2 წუთით. გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ 30 წუთით და გააკეთეთ ნაყენით აბაზანები. შეასრულეთ პროცედურები სრულ გამოჯანმრთელებამდე.
რევმატიზმის, კანის დაავადებების, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების დროს, გამოიყენეთ ფიჭვის კვირტების ნახარშის აბაზანა. მოკრიფეთ ახალგაზრდა ფიჭვის კვირტები, შემდეგ 500 გ ნედლეულს დაასხით 5 ლ წყალი, აადუღეთ და 30 წუთით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. მზა ნახარში ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში და ჩაწექით 15-20 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
ფიჭვის ფისი გამოიყენება ბუასილის, მოუშორებელი ხველისა და ანგინის დროს. მათ სამკურნალოდ, ყოველ საღამოს, დაწოლის წინ, გაიჩერეთ ლოყის ქვეშ ბარდის მარვლისოდენა ფისი, გაწუწნეთ მთელი ღამის განმავლობაში და ნარჩენები დილით გადმოაფურთხეთ. ანგინის დროს საკმარისია 5-6 პროცედურა, ბუასილსა და ხველას კი 10-14 პროცედურა დასჭირდება.