უკვე 8 წელია, რაც შარდის შეუკავებლობა მაწუხებს. შარდგამოყოფის დამარეგულირებელი უამრავი მეთოდი ვცადე – არაფერი მეხმარებოდა. არადა, ნამდვილი წამებაა ღამ-ღამობით საპირფარეშოში ათჯერ მაინც გასვლა. და როცა ეს მარტივი რეცეპტი წავიკითხე, უჩვეულოდ გავოცდი, რადგან ის ასეთი მარტივი იყო.
ჩემი სახლის გვერდით ალუბლები ხარობს. მაშინვე მოვტეხე რამდენიმე ტოტი იმ სიგრძეზე, რომ ჩაიდანში ან ქვაბში ჩატეულიყო, გავაცალე ფოთლები, დავასხი საღამოს თბილი წყალი და გავაჩერე მთელი ღამით.
დილით ტოტები კარგად გავრეცხე, დავასხი 1 წილ ნედლეულს 4 წილი წყალი და ავადუღე, ვხარშე 15 წუთით ნელ ცეცხლზე, გაგრილების შემდეგ გადავწურე ტე დავიწყე მიღება შეუზღუდავად, ყოველდღიურად.
არ დაიჯერებთ – 1 თვეში, ჩემი საპირფარეშოში გასვლის მაჩვენებელი ღამით 1-2-მდე შემცირდა. ნახარშის მიღებას ვაგრძელებ და მჯერა, რომ მალე სულ აღარ შემაწუხებს შარდგამოყოფის საჭიროება. ვურჩევ ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მოამზადოს და დალიოს ალუბლის ნახარში, მითუმეტეს, რომ მისი ტოტების გამოყენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.
საყვითლო გაქრება, თუ შეურევთ 1.5 ს.კ. დაქუცმაცებულ ალუბლის ფოთლებსა და 0.5 ს.კ. ქვინოას ბალახს, დაასხამთ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალს, 5-7 წუთით გააჩერებთ ნელ ცეცხლზე, დააყენებთ 40 წუთით, გადაწურავთ და მიიღებთ დღეში ორჯერ, 0.5 ჭიქის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად, 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე, გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, შემდეგ ჩაალბეთ ნახარშში მცირე ზომის მარლის ტურუნდები და მოათავსეთ ნესტოებში 15 წუთით. დღის განმავლობაში გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
პროსტატის ჯირკვლის ადენომის პირველ სტადიაზე ეფექტურია მშრალი, წინასწარ დაქუცმაცებული 2 წილი შავი მოცხრის ფოთლების, 1 წილი არყისა და ალუბლის ფოთლების შერევა. დაასხით 1 ს.კ. ნედლეულს 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და დალიეთ ნაყენი თანაბარი ულუფებით დილით და 6 საათის შემდეგ. მიიღეთ ჭამიდან 1 საათში.
ცისტიტს ჩაახშობს სეზონური ალუბლის ტოტები. დაჭერით ისინი 10სმ-იან ნაჭრებად, შემდეგ 1 მუჭა ტოტებს დაასხით დილით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ საღამომდე. საღამოს ჩაასხით ნაყენი ვაცლში, დაუმატეთ ცხელი წყალი, დადგით ვარცლი აბაზანაში და ჩაჯექით მასში. ფეხები შეუშვირეთ ცხელი წყლის ნაკადს და იყავით ასე 20-30 წუთის განმავლობაში. პროცედურა შეასრულეთ ყოველდღე, გამოჯანმრთელებამდე.
შარდმჟავას მარილების მოშორება შესაძლებელია შემდეგი საშუალების გამოყენებით: გაზაფხულზე მოჭერით ალუბლის ტოტები. დაჭერით 8-9 სმ დაჭრებად, გარეცხეთ და გააშრეთ. მაშინვე მოამზადეთ წამალი მთელი წლისთვის.
სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ დიდი და შუა თითებით ტოტები, მოათავსეთ ორლიტრიან ემალირებულ ქილაში, დაასხით სილიკონით გაწმენდილი წყალი პირთამდე, აადუღეთ და ხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ცეცხლი, შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 1 საათით. დალიეთ თითო ჭიქა, თაფლის დამატებით, 4-5-ჯერ დღეში.
ერთი და იმავე ტოტების დადუღება შეიძლება რამდენჯერმე, სანამ ნახარშს უსიამოვნო გემო არ გაუჩნდება. დალიეთ 10 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით დქა გაიმეორეთ კურსი.
უწყვეტი ცისტიტის დროს მიირთვით ალუბლისა და ბლის ტოტებითა და ფოთლებით, გვირილის ყვავილებით დამზადებული ჩაი. ყველა კომპონენტი უნდა დააქუცმაცოთ, შეურიოთ თანაბარი მოცულობით, შემდეგ, დღეში ორჯერ, 1 ს.კ. ნედლეულს დაასხათ ჭიქა მდუღარე, დააყენოთ 10-15 წუთით, გადაწუროთ და დალიოთ. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით.
ორგანიზმის გაწმენდა შეგიძლიათ შემდეგნაირად: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ შავი მოცხრის, ჭინჭრის, ალუბლისა და ჟოლოს ფოთლები. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და დალიეთ 1/2 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი ერთთვიანია.
მიომისა და ენდომეტრიოზისგან გიხსნით ალუბლის ტოტები: დააქუცმაცეთ ისინი, შემდეგ დააყენეთ ჩაის სახით და მიირთვით. მიიღეთ 1.5-2 ლ დღეში, 3-4 თვის განმავლობაში.