თუთის ტკბილი კენკრა უყვართ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებსაც. მას, ასევე, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ. თუთის ხეს შეხვდებით ბაღებში, სკვერებში, პარკებსა თუ ტყეებში.
თუთის ნაყოფი ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემებისგან გვათავისუფლებს:
1. მაღალი წნევა
რეცეპტი 1 – გაყინეთ თუთის ნაყოფი და მთელი წლის განმავლობაში მიირთვით არტეტირული წნევის შესამცირებლად. თუთის დაქუცმაცებული ტოტები მოხარშეთ და მიიღეთ მომატებული შიდაქალის წნევის დროს. ერთ მუჭა ტოტებს უნდა დაასხათ 1 ლ წყალი ემალირებულ ჭურჭელში, აადუღოთ და ხარშოთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე. 1 საათში გადაწურეთ და მიირთვით თითო ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსი სამთვიანია.
რეცეპტი 2 – ქალაშიდა წნევის დროს აღინიშნება თავის ძლიერი ტკივილები, რასაც ინსულტის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ აუცილებელია მისი რეგულარული კონტროლი. ქალაშიდა წნევის წარმოქმნის შემთხვევაში, დაასხით 15 გ ერთწლოვან ტოტებს 1 ლ ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ ზუსტად 70 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ცეცხლი, შეფუთეთ ქვაბი და გააჩერეთ 1 საათით. ამის შემდეგ, გადაწურეთ ნახარში და მიირთვით თითო ჭიქა დღესი სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. გააგრძელეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
2. დიარეა
დიარეის სამკურნალოდ დაასხით 2 ს.კ. დაქუცმაცებულ თუთას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათში გადაწურეთ და დალიეთ 1/4-1/3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
3. მარილები და შლაკები
ასაკთან ერთად, სისხლძარღვები ვიწროვდება, რადგან მათ შიდა კედლებზე გროვდება სხვადასხვა მარილი. შედეგად, ვითარდება მომატებული წნევა, ჰიპერტონია, სკლეროზი და სხვა სერიოზული პრობლემები. ეს უკანასკნელნი კი შეუქცევადია, რამდენადაც ჩვენი ოფიციალური მედიცინა კურნავს უსიამოვნების არა საწყის მიზეზს, არამედ მის შედეგს. ანუ, მთავარი ყურადღება ეთმობა სისხლძარღვების გამაფართოვებელ მედიკამენტებს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი მარილებისა და დაგროვებებისგან გაწმინდონ.
მოწყვიტეთ იასამნის, კომშისა და თუთის 5-5 ფოთოლი, დააქუცმაცეთ, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და შეფუთეთ 4 საათით. გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში ხუთჯერ. შეისვენეთ 10 დღით, შემდეგ ისევ დალიეთ. მკურნალობის დრო ორგანიზმის გაშლაკოვნების ხარისხზეა დამოკიდებული.
4. დიაბეტი
თუთა სასარგებლოა დიაბეტის დროსაც. დააქუცმაცეთ თუთის ახალგაზრდა ტოტები 10 სმ სიგრძის ნაჭრებად, დაასხით 0.5 ლ წყალი, ხარშეთ 30 წუთით, დააყენეთ და დალიეთ ჩაის ნაცვლად, დღეში რამდენჯერმე. ასევე, ეცადეთ, სეზონზე დიდი რაოდენობით თუთის ნაყოფი მიირთვათ, მისი ფოთლები კი დაუმატოთ ბოსტნეულის სალათებს.
5. გულის უკმარისობა
გულის უკმარისობას გაუმკლავდებით, თუ შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებთ თუთის ახალ ნაყოფს ან მის მურაბას.
6. დაქვეითებული მხედველობა
ზაფხულში არ გაუშვათ თუთის დამწიფების პერიოდი და დიდი რაოდენობით მიირთვით ეს კენკრა. ასევე, დააყენეთ და მიირთვით თუთის ფოთლების, ტოტებისა და ქერქისგან დაყენებული ჩაი. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი წინასწარ გაახმოთ, მთელი წლით რომ იმყოფინოთ.
7. შეუხორცებელი ჭრილობები
თუ ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება, მოტეხეთ თუთის ერთწლოვანი ტოტები, მოხსენით ქერქი, გამოაშრეთ, დააფქვიეთ და მოიყარეთ ჭრილობაზე. იგი მალევე შეხორცდება.
8. ანთება პირის ღრუში
თუთის კენკრის ახლადდაწურული წვენი 1:1 პროპორციით გააზავეთ წყალთან და გამოივლეთ ამ ხსნარით პირის ღრუ.
3-4 კვირის განმავლობაში ყოველდღე, ჭამის შემდეგ 200-300 გ კენკრის მირთმევით, შეძლებთ მუდმივი თავის ტკივილის, დიზენტერიის, დიზბაქტერიოზის, მიოკარდიტის, გულის მანკის, ქოშინისა და თავბრუსხვევისგან გათავისუფლებას, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას, ანემიისა და სანაღვლე გზების დაავადებების პროგრესირების შეჩერებას.
ზემოხსენებული დაავადებების შემსუბუქება შეუძლია თუთის ნაყენსაც. 2 ს.კ. კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 4 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე. რეგულარულად ამზადეთ ახალი ნაყენი.
9. ჰიპერტონია
წნევის ნორმალიზებისთვის შეურიეთ იასამნისა და თუთის 5-5 ფოთოლი, დაასხით 0.5 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 4 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 0.5 ჭიქა ნაყენი დღეში ხუთჯერ.
10. ხველა და თირკმლების უკმარისობა
ხველისა და თირკმლების უკმარისობის დროს, 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ თუთის ქერქს ან ფესვს დაასხით 0.5 ლ მდუღარე, ადუღეთ 10 წუთით, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში ოთხჯერ.