ქმარმა გამომიცხადა, რომ თურქეთში დასვენება გადაიდო, ფული აღარ არის და არსადაც აღარ წავალთ

0
977

ეხლახანს ქმარმა სინანულით მითხრა, რომ ამ ზაფხულში თურქეთში ვეღარ შევძლებთ წასვლას. ეს წელი მისთვის მთლად წარმატებული არ იყო, ამიტომ დიდად არ გამკვირვებია, მაგრამ მან არ იცის, რომ თურქეთში დასვენების გარდა, ჩემთვის სხვა ვარიანტი არ არსებობს.

დასვენება თურქეთის გარეშე

შეთანხმება ბიუჯეტზე – როდესაც დავქორწინდით, მოვილაპარაკეთ, რომ ხარჯები გაგვენაწილებინა. პროდუქტებს ვყიდულობდით ერთად, კომუნალურ გადასახადებს იხდიდა ის, ხოლო რაც დარჩებოდა მისი ნება იყო რაში დახარჯავდა. ის კმაყოფილი იყო, რადგან მაშინ ორჯერ მეტი ხელფასი ქონდა, ვიდრე მე.კარგად ვცხოვრობდით, ბედნიერები ვიყავით ერთად. გარდა იმისა, რაზეც ეხლა მოგიყვებით. ქმარი ტკბებოდა ცხოვრებით, ისვენებდა ახლობლებთან ერთად, ეხმარებოდა ნათესავებს, მჩუქნიდა საჩუქრებს მეც და თვის დებსაც, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ დანაზოგს არ აკეთებდა.თითქმის ერთი წლის წინ ქმრის სამსახურის საქმეები უკან-უკან წავიდა. ეს რა თქმა უნდა, ხელფასზეც ცუდად აისახა. მე კი პირიქით, ხელფასი მომემატა.მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი უკვე ცდილობდა ყველაფერში ეკონომიის გაკეთებას, მისი ხელფასი მაინც აღარ იყო საკმარისი, თანხის გადადებაზე ხომ საუბარი აღარ იყო. ამან ძალიან დათრგუნა და კიდევ უფრო განერვიულდა, როდესაც ზაფხული მოგვიახლოვდა და დასასვენებელი ფული არ ჰქონდა. ამიტომაც მითხრა:

  • -მაპატიე, მაგრამ წელს ვერ შევძლებ თურქეთში წაგიყვანო, ჩვენი ოჯახური ბიუჯეტი არ მოგვცემს ამის საშუალებას.
  • მე კი ვუპასუხე: -ერთად ვერ წავალთ, მაგრამ მე კი… ცოტა ფული გადავდე და აგვისტოს ბოლოს მეგობრებთან ერთად მოვფრინავ ზღვაზე დასასვენებლად. ჩვენ უკვე ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს.

ამან ძალიან გააბრაზა ქმარი, მაგრამ ცდილობდა არაფერი შეიმჩნია. მე შეთანხმება არ დამირღვევია და სრული უფლება მქონდა დამესვენა.და სანამ ის გაოგნებული ზის და ბრაზობს ჩემზე, მე ვცდილობ სიცილის შეკავებას. მან ხომ ჯერ არ იცის, რომ საგზური ჩვენ ორისთვის ვიყიდე. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ის გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანხის გადადება და ეკონომიის გაწევა.თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა გაანაწილოს წყვილმა ოჯახური ბიუჯეტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.