მანდარინის ქერქი დაავადებების საწინააღმდეგოდ: 4 შესანიშნავი რეცეპტი. არ გადაყაროთ, გაახმეთ!

0
627

ციტრუსის ბევრი მოყვარული მანდარინს სიამოვნებით ჭამს და ქერქს აგდებს. თუმცა, როგორც ბუნებაში ხშირად ხდება, არა მხოლოდ ნაყოფის რბილობი, არამედ ქერქიც შეიძლება სასარგებლო იყოს. მანდარინის ცედრა გამონაკლისი არაა.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მადის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ნაყენის მიღება, რომლის რეცეპტიც საკმაოდ მარტივია: 2 ს/კ დაფქულ მანდარინის ქერქს 250 მლ არაყი დაასხით და 7 დღე დააყენეთ. 20-25 წვეთი ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

გაციების და ბრონქიტის დროს ამოსახველებელი მოქმედების ნაყენი დაგეხმარებათ. 3 ს/კ ხმელ მანდარინის ქერქს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათით დააყენეთ. სასმელი გადაწურეთ და 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 4-ჯერ დალიეთ.

მანდარინის ქერქი ქალებს სარძევე ჯირკვლის ანთების, მასტიტის დროს დაეხმარება. ამისთვის 100 გრ ხმელი მანდარინის ქერქი დააქუცმაცეთ და ემალის ჭურჭელში 20 გრ ძირტკბილას ფესვებს აურიეთ. 400 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 30 წუთით ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და თანაბარი პორციებით დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს დალიეთ. ნაყენით შეგიძლიათ სახვევები გაჟღინთოთ და მტკივნეულ მკერდზე კომპრესის სახით დაიდოთ.

მანდარინის ქერქი ფიტონციდებს, ბუნებრივ ბაქტერიოციდულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც კანის და ფრჩხილის სოკოს მოშორებაში დაგეხმარებათ. ახალი ქერქი პრობლემურ ადგილას ყოველდღე უნდა შეიზილოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი