დაავადებების მკურნალობა ხორბლის აღმონაცენებით. ბალზამი მთელი ორგანიზმის გასაახლებლად

1697

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ გაღვივებული ხორბლის მარცვლები ორგანიზმისთვის სასარგებლოა. დღეს მის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.

ხორბლის აღმონაცენები ჯანმრთელობისთვის აუცილებელ B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.

მაგალითად, B1 ვიტამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობს ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, გაღვივებული ხორბლის მარცვლები ამ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების დროს უნდა ჭამოთ. ამასთან ყავის დალევა არ შეიძლება, რადგან ის B1 ვიტამინს ანადგურებს.

B2 ვიტამინის დეფიციტი დიარეას, ტუჩის ნახეთქებს, წვას და თვალის სიმშრალეს იწვევს. ამ პრობლემებს ხორბლის აღმონაცენებით გაუმკლავდებით.

B3 ვიტამინი, რომელსაც ხორბლის აღმონაცენი შეიცავს, ჭარბ ქოლესტერინს აქრობს, ათეროსკლეროზის და ართროზის დროს მდგომარეობას აუმჯობესებს. B6 ვიტამინი გასუქებას და სკლეროზს თავიდან აგაცილებთ, ხოლო B12 ვიტამინი ანემიის განვითარებას შეაფერხებს.

გარდა ამისა, ხორბლის აღმონაცენის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში, დიაბეტის დროს შაქრის დონის დარეგულირებაში, თმის ცვენის შეფერხებაში, ჰიპერტონიის განკურნებაში, სურდოს, ანგინის, უნაყოფობის ზოგიერთი სახეობის, ასევე ბუასილის დროს ტკივილის შემცირებაში.

ხორბლის აღმონაცენით მკურნალობის რეცეპტები

რევმატოიდული ართრიტის დროს ხორბლის გაღვივებული მარცვლები თანაბარი პროპორციით გამდნარ კარაქს აურიეთ და 1 ს/კ მიღებული ნარევი ყოველდღე, ჭამამდე 1 საათით ადრე შეჭამეთ. გარდა ამისა, მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ. მკურნალობის კურსი – გამოჯანმრთელებამდე.

თუ იშიასი (საჯდომი ნერვის ანთება) გაწუხებთ, მტკივნეულ ადგილას გაღვივებული ხორბლის მარცვალი კომპრესის სახით დაიდეთ.

კონიუნქტივიტის დროს ხორბლის აღმონაცენები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, მიღებული მასა გაწურეთ, წვენში სელის ქსოვილი დაასველეთ და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ. ამის შემდეგ მოდუნდით და კომპრესი 2 საათით გაიჩერეთ. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად, 2 წვეთი ხორბლის აღმონაცენი ძილის წინ თითოეულ თვალში ჩაიწვეთეთ.

მცირე თერმული ან მზის დამწვრობის დროს დღეში რამდენჯერმე ხორბლის აღმონაცენებისგან მიღებული წვენი წაისვით. ასე დამწვრობის სწრაფ შეხორცებას ხელს შეუწყობთ და წყლულების გაჩენას თავიდან აიცილებთ.

სურდო, ხველა და ბრონქიტი შეგიძლიათ ხორბლის აღმონაცენის ნახარშით მოიშოროთ. 1-2 ჩ/კ დაქუცმაცებული ნედლი ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 200 მლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და რამდენიმე წუთით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. შემდეგ 15 წუთით გააგრილეთ, გადაწურეთ და თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ გამოჯანმრთელებამდე დალიეთ.

ხორბლის გაღვივებული მარცვლები პირიდან უსიამოვნო სუნსაც გააქრობენ. ამისთვის 1 ს/კ დღეში 3-ჯერ დიდხანს დაღეჭეთ. მსგავსი პროცედურა პაროდონტოზსაც გაუმკლავდება.

გაახალგაზრდავების კიდევ ერთი მეთოდი: ამისთვის ხის ყუთებში ხორბლის მარცვლებს 20 სმ სიმაღლემდე ზრდიან, შემდეგ ჭრიან, მისგან წვენს წურავენ და სვამენ.

თუ წვენსაწური არ გაქვთ, ხორბლის აღმონაცენი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ სასარგებლო თვისებები სითხეში გადავიდეს. ამის შემდეგ გადაწურეთ და მცირე პორციებით ყოველდღე დალიეთ. ხორბლის აღმონაცენის მიღება მხნეობას დაგიბრუნებთ, სისუსტეს გააქრობს და სასიცოცხლო პროცესებს დაარეგულირებს.

როგორ მოვამზადოთ ხორბლის აღმონაცენი?

ხორბლის აღმონაცენის მისაღებად მარცვლეული კარგად გარეცხეთ, თხელ ფენაც ტაფაზე დააწყვეთ და მანგანუმის სუსტი ხსნარი დაასხით ისე, რომ მარცვლები დაიფაროს (ეს ზრდის პროცესს დააჩქარებს, ობის წარმოქმნას თავიდან აიცილებთ).

როცა აღმონაცენის სიმაღლე 1-2 სმ-ს მიაღწევს, ხორბალი გარეცხეთ, გადაარჩიეთ, მკვდარი მარცვლები მოაშორეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ.

გრილ ადგილას მაქსიმუმ 4 დღე შეინახეთ, შემდეგ ახალი საშუალება მოამზადეთ.

ორგანიზმის გასაძლიერებლად და ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების შესაფერხებლად ყოველ დილით, უზმოზე ¼ ს/კ ხორბლის აღმონაცენი შეჭამეთ. შეგიძლიათ კაკალი, თაფლი, ქიშმიში, გარგარის ჩირი ან ყაყაჩო დაუმატოთ.

ასევე შეგიძლიათ 50-100 გრ ხორბლის აღმონაცენი სალათებს და ფაფებს დაუმატოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს