ქალი ზედმეტი კილოგრამებით, ორი 10 წლამდე ბავშვით, ყოფილი ქმრით ვეღარ გათხოვდება – ასე ფიქრობდა მარი საკუთარ თავზე. ის დამცირებული, მოტყუებული და მიტოვებული იყო. მაგრამ ცუდ პერიოდს ყოველთვის ნათელი ეტაპი მოსდევს. პაპარაცი დღეს
ქორწინება გაყრის შემდეგ
მარის ამბავი – მარი ყოველთვის მსუქანი არ ყოფილა. პირველ ორსულობამდე ძლიან კარგი აღნაგობა ქონდა. შემდეგ ის შეხვდა კოტეს და მისთვის ყველაფერი სულერთი გახდა, რადგან მის გვერდით იყო. ქორწინებიდან ერთ წელიწადში მარი ფეხმძიმედ იყო და სწრაფად კარგავდა ფორმებს, ფეხმძიმობასთან ერთად ძალიან მოიმატა წონაში. ქმარს ეს არ მოსწონდა და არც მალავდა უკმაყოფილებას. ის თვლიდა, რომ სხეულის სილამაზეზე თავად ქალმა უნდა იზრუნოს და მშობიარობის შემდეგ მისი ცოლი ისევ მსუქანი დარჩებოდა.მარიმ იცოდა, რომ მას გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა სიმსუქნისკენ, მაგრამ ახლობლების შემოტევებს მაინც ვერ გადაურჩა: ხან დედა ეჩხუბებოდა, ხან დეიდა, ხან ბებია. ყველა უმტკიცებდა, რომ ასეთ მსუქანს ქმარი აუცილებლად მიატოვებდა. მარი თავს დამნაშავედ თვლიდა შეიძულა საკუთარი თავი, გამოწეული მუცელი, მოუვლელი თმები, მოშვებული გარეგნობა. მართლაც, როგორ უჩერდება ქმარი?მალე გაიგო, რომ კოტე ღალატობდა, როგორც აღმოჩნდა, მისი ფეხმძიმობის დროსაც. მაშინვე გაყრა გადაწყვიტა, მაგრამ დედამისი ჩაერია. ის თვლიდა, რომ თავად მარი იყო დამნაშავე ქმრის ღალატში, რადგან ვერ მოახერხა ფორმაში ყოფნა. ურჩია შვილს, მეტი ეზრუნა საკუთარ თავზე, მეტად მოფერებოდა ქმარს და ის შეწყვეტდა სხვასთან სიარულს.
მეორე ბავშვი – მარიმ დაუჯერა დედას. მთელი წელი ცდილობდა ქმარი ალერსში და სითბოში ყოლოდა, თითქოს ყველაფერი დალაგდა და ამ დროს მეორე ფეხმძიმობაც დადგა.მეორე ფეხმძიმობის დროს კიდევ უფრო მეტად მოიმატა. ისევ აირია ყველაფერი, ისევ გაიგო ქმრის ღალატზე, ისევ შენიშვნები ახლობლებისგან… არანაირი თანადგომა და მხარდაჭერა, მხოლოდ დამცირება და დადანაშაულება “მოუხერხე ბოლოს და ბოლოს თავს რამე!”მაგრამ მარის არაფრის გაკეთება არ შეეძლო ერთი რამის გარდა: ჩაეყლაპა თავისი დარდი და გულში ჩაეკლა. მას არც გაკვირვებია ქმარმა რომ გამოუცხადა სხვა ქალი მყავს და მის ცოლად მოყვანას ვაპირებო.შემდეგ ის წავიდა. თავიდან მარის ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მალე უკეთ იგრძნო თავი. ცოტა ხანში კი მიხვდა, რომ სიამოვნებით წავიდოდა ფიტნესზე ან ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ. აიღო აბონიმენტი და თავისუფალ დროს დადიოდა ხოლმე. თავიდან რცხვენოდა, მგრამ ყველა ვარჯიშის მერე თავდაჯერება ემატებოდა და მალე ძალიანაც მოსწონდა საკუთარი თავი სარკეში.
გათხოვება განქორწინების შემდეგ – ნახევარი წლის შემდეგ ის შეხვდა ერთ მამაკაცს, ისინი შემთხვევით შეეჯახნენ ერთმანეთს სავაჭრო ცენტრში კალათებით. მას შემდეგ დაიწყეს შეხვედრები. საერთო ნაცნობებიც გამოუჩნდათ: ეს იყო კოტეს ეხლანდელი ცოლის ყოფილი ქმარი! საერთო ცუდი გამოცდილების მერე კარგად გაუგეს ერთმანეთს. საუბრები ურთიერთობებში გადავიდა დამალე დაქორწინებაც გადაწყვიტეს. მარი ძველ ფორმაში იყო უკვე და ბედნიერებას ასხივებდა. ის თავს გრძნობდა საყვარელ და სასურველ ქალად, რაც მანდილოსნისთვის ყველაზე მთავარია. კოტე რამდენიმე თვეში გაშორდა მეორე ცოლს და დღემდე ნანობს ოჯახის დანგრევას. მარი კი ბედნიერი, ფორმაში მყოფი და მოწესრიგებული ცოლია ღირსეული მამაკაცის, რომელიც სტიმულს აძლევს საკუთარ თავზე იზრუნოს ქალს.
რამდენად რეალურია ბავშვიანი ქალის გათხოვება გაყრის შემდეგ? რა უნდა გააკეთოს არ უნდა გააკეთოს საკუთარი და ოჯახის ბედნიერებისთვის?