ზღურბლი განსაკუთრებული ადგილია სახლში, მასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და პატივისცემით. ხალხური რწმენა მასთან დაკავშირებით უძველესი დროიდან არსებობს. ითვლებოდა, რომ ეს ადგილი ყოფს ამქვეყნიურ სამყაროს იმ ქვეყნად წასულებისგან. თუ ადამიანი ურთიერთობს ზღურბლთან მდგომ ადამიანთან, აწუხებს წასულების სულებს და მისთვის ეს კარგი არ არის.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ რა უნდა გააკეთოთ, თუ გადაეცით რამე და რატომ არ შეიძლება ეკონტაქტო ზღურბლთან მდგომ ადამიანს .
ზღურბლი კერძო სახლში
“არ გადასცეთ არაფერი ზღურბლთან არავის!” – ამბობდნენ ჩვენი დიდი ბებიები. რატომ – ამაზე ზუსტ პასუხს არავინ ამბობდა – ასეა მიჩნეულიო გვიხსნიდნენ.მოდით, გავერკვეთ, საიდან მოდის ეს გამოთქმა და რატომ არ შეიძლება? ძველად ადამიანები ასე თვლიდნენ: ეს არის საზღვარი ორ სამყაროს შორის, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ენერგეტიკა. ამიტომ არსებობს რისკი ზღურბლთან მდგომ ადამიანთან არასწორი კონტაქტის. შეიძლება გაჩნდეს უთანხმოება. ითვლებოდა, რომ ნივთის გადაცემისას ზღურბლთან, გასცემდი საკუთარ წარმატებას და ბარაქას.არ შეიძლება ამ ადგილას დიდხანს დგომა. კარის გაღებისას ირღვევა სახლის დამცავი ფუნქცია და გადის დადებითი ენერგია.
ასევე არსებობს შეხედულება, რომ ზღურბლთან არ შეიძლება ადამიანის გადაკოცნა, რადგან ეს იწვევს მათ დაშორებას. არ შეიძლებოდა ამ ადგილას ჯდომა. განსაკუთრებით ეს ეხება ფეხმძიმე ქალებს, ხოლო უცოლო მამაკაცები ვეღარ დაოჯახდებოდნენ.არ შეიძლება ხელის ჩამორთმევა. ეს გამოიწვევს კონფლიქტებს და ურთიერთობის დარღვევას ადამიანებს შორის.ქორწილის შემდეგ ზღურბლთან მისვლისას, რთული ცხოვრება რომ არ ჰქონდეთ, სიძეს აჰყავს ხელში პატარძალი და ისე შეყავს სახლში.
ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ სახლიდან გასვლისას ზღურბლს ჯობია მარჯვენა ფეხით გადააბიჯოთ. ეს მოიზიდავს წარმატებას.ავი სულების განსადევნად სახლიდან, ოჯახის წევრების დასაცავად, ყრიდნენ ზღურბლთან მარილს. ჰო, მართლა, ეს წესი დაგიცავ ჭიანჭველებისგან და სხვა მწერებისგან.თუ სტუმრად შემოვა უსიამოვნო, ნეგატიური ადამიანი, მისი წასვლის შემდეგ დაყარეთ ზღურბლთან მარილი. ამ მეთოდით გაათავისუფლებთ სახლს იმ ნეგატივისგან, რომელიც მან დატოვა.თუ შინაურ ცხოველს ზღურბლთან ძინავს, ეს კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ამ ადგილას დაგროვილია დადებითი ენერგია, რომელიც იცავს სახლს და მის მაცხოვრებლებს მტრებისგან და ბოროტებისგან. “ხდება ხოლმე, როდესაც ზღურბლს ვაბიჯებ, ვგრძნობ შფოთს და უსიამოვნებას.” – ეს არის იმის ნიშანი, რომ აქ დაგროვილია უარყოფითი ენერგია, რომელიც აისახება თავად სახლის ენერგეტიკაზე. მისგან გათავისუფლება შეიძლება ძლიერი ლოცვით.
რჩევა რედაქციისგან: არ აქვს მნიშვნელობა კერძო სახლს და ბინას. ეს ნიშნები ეხება ყველა შენობას. მე პირადად არ გავურბივარ ამ ცრურწმენას. ზუსტი მტკიცებულება ამის რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ წინაპრების რჩევა გასათვალისწინებელია. მათ სხვა ცოდნა და შეგრძნებები ქონდათ, რომელიც ჩვენ თანამედროვე სამყარომ დაგვაკარგინა.თუმცა, თუ დააკვირდებით, არის აქ სიმართლის მარცვალი. ბევრი ადამიანი თვლის, რომ მინიშნებები ნამდვილად არსებობს. ჩვენც გავითვალისწინოთ, რას ვკარგავთ? თქვენ გჯერათ? რას იტყვით?