ართრიტი სხვადასხვა წარმოშობის სახსრების ანთებაა, რომლის დროსაც სახსრების შინაგანი გარსი, სახსრების ხრტილი, კაფსულა და სხვა ელემენტები ზიანდება. ართრიტს მიეკუთვნება რევმატოიდული ანთება, პოდაგრა, ოსტეოართრიტი, ტუბერკულოზი და სხვა. ართრიტის ნიშნებია სახსრების შეშუპება, ტემპერატურის ადგილობრივი მომატება, სიწითლე, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. არსებობს ტრავმული ართრიტი, რომლის მიზეზიც ტრავმაა და პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა.
ართრიტის წარმოშობის მიზეზები: ინფექციური დაავადება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ასევე იმუნური პათოლოგია. მის ამოქმედებას კი სხეულის გაყინვა და სახსრებზე ჭარბი ფიზიკური დატვირთვა იწვევს.
ართროზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც ანთებით პროცესებთან ერთად ქსოვილების დარღვევაც ხდება. ართროზი ხშირად ხელის სახსრებს, ხერხემალს (ოსტეოქონდროზი), ბარძაყის, მუხლის და კოჭის სახსრებს აზიანებს.
პოდაგრა სახსრების დაავადება, რომელიც შარდის მჟავის მარილების დაგროვებით არის გამოწვეული. პოდაგრა უფრო ხშირად 40 წლის ზემოთ მამაკაცებს აწუხებთ. ძირითადად, პოდაგრა თითის სახსრებს და ტერფებს აზიანებს. პოდაგრის ნიშნებია – მოულოდნელი და ძლიერი ტკივილი, სიწითლე და სახსრების „სიცხე“. ამ დაავადებას მემკვიდრეობით მიდრეკილება აქვს. მის განვითარებას ჰიპერტონია და შაქრიანი დიაბეტი, ასევე არასწორი კვება (დიდი რაოდენობით ხორცის, შებოლილი და ცხიმიანი კერძების, ალკოჰოლის მიღება) იწვევს. დაავადების განვითარებას სტრესი ხელს უწყობს.
რეცეპტები გარეგანი გამოყენებისთვის
მალამო სახსრებისთვის. 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ სკიპიდარი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი ათქვიფეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და მაცივარში მაქსიმუმ 1 დღით შეინახეთ. მტკივნეულ სახსრებზე შეიზილეთ, ნაზად დაიმასაჟეთ. პროცედურა აუცილებლობის დროს ჩაიტარეთ. შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ. სჯობს ღამით წაისვათ, დილით ანთება შემცირებული იქნება.
ვაშლის ძმრის კვერი. მცირე ზომის თასში 2 ს/კ თაფლი, ნახევარი ჭიქა ჭვავის ფქვილი და 2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი ჩაყარეთ. ყველაფერი სქელი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ მასა მარლაში ან მჭიდრო ქსოვილში გაახვიეთ. მთელი ღამით მტკივნეულ სახსრებზე დაიდეთ და ბინტით დააფიქსირეთ. დილით მოიშორეთ და კანზე ვაშლის ძმარი წაისვით.
რეცეპტები შინაგანი გამოყენებისთვის
ვაშლის ძმრის ხსნარი მოამზადეთ ( 1 ს/კ ძმარი 1 ჭიქა წყალში გახსენით და 1 ჩ/კ ღია ფერის თაფლი დაუმატეთ). პირველი 2 თვე 1 ჭიქა საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. შემდეგ დღეში ერთხელ, უზმოზე 1 ჭიქა დალიეთ. კურსი კიდევ ერთი თვე გააგრძელეთ. ასეთი მკურნალობის შემდეგ ართრიტი დიდხანს არ შეგაწუხებთ.
სახსრების მწვავე ტკივილის დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში, ყოველ საათში 1 ჭიქა ვაშლის ძმრის სუსტი ხსნარი დალიოთ ( 1 ჩ/კ ძმარი 1 ჭიქა წყალში გახსენით).
1 ჭიქა ახალ დაწურული პომიდვრის წვენი მოამზადეთ. 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. დღეში ერთხელ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიირთვით. კურსი – 1 კვირა. ართრიტთან დაკავშირებული სახსრების ტკივილი უკვე პირველი მიღების შემდეგ გაქრება.
ართრიტის მკურნალობა ბოლოტოვის რეცეპტით
ემალის ქვაბში ან მინის ქილაში 0,5 ლ ვაშლის ძმარი ჩაასხით, 3 ს/კ ხმელი წაბლის ყვავილი დაუმატეთ და თავსახური დაახურეთ. ბნელ და თბილ ადგილას მოათავსეთ. 2 დღე დააყენეთ და გადაწურეთ.
1 ჩ/კ ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და დღეში 2-ჯერ, 1 კვირის განმავლობაში დალიეთ. გაუხსნელი ნაყენით მტკივნეულ ადგილას სახვევი გაიკეთეთ. საშუალება ანთებას აქრობს და ტკივილს ამცირებს. შეგიძლიათ ხსნარში გაჯღენთილი მარლა სახსრებზე დაიდოთ. ასე რაც შეიძლება ხშირად, დღეში 10-ჯერ გააკეთეთ (ღამით აუცილებლად). მკურნალობის კურსი გამოჯანმრთელებამდე გრძელდება.
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ბოლოტივის რეცეპტით
ემალის ქვაბში 0.5 ლ ვაშლის ძმარი ჩაასხით. ნახევარი ჭიქა დაქუცმაცებული წყლის მარწყვა-ბალახის ღეროები და ფესვები დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. 2 დღე დააყენეთ და გადაწურეთ.
1 ჩ/კ ნაყენი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და დღეში 2-ჯერ, 1 კვირის განმავლობაში მიიღე. გაუზავებელი ნაყენი მტკივნეულ სახსრებზე ლოსიონის სახით გამოიყენეთ.
პოდაგრის მკურნალობა ბოლოტოვის რეცეპტით
ემალის ქვაბში ან მინის ქილაში 0,5 ლ ვაშლის ძმარი ჩაასხით, 1 ჭიქა ახალი ან ნახევარი ჭიქა ხმელი წითელი მოცვის ფოთლები დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. 1 დღე დააყენეთ.
1 ჩ/კ ნაყენი ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ და დღეში 3-ჯერ დალიეთ. გაუზავებელი ნაყენი კი მტკივნეულ ადგილას შესაზელად გამოიყენეთ.