აბზინდით მკურნალობის 13 რეცეპტი: სუპერ-წამალი მძიმე დაავადებების წინააღმდეგ

0
567

1. ჩემს ოჯახში, აბზინდას მადისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების გასაძლიერებლად, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილების დროს იყენებენ.

მას ჩაის სახით მოვიხმართ. საჭიროებისამებრ, 1 ჩ.კ. ბალახს ვასხამთ 0.5 ლ მდუღარე წყალს, ვაყენებთ 10 წუთით და ვსვამთ 2-2 ჩ.კ.-ს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2. რგლოვანი ჭიების მოსაშორებლად, ასეთ ჩაის 2 კვირის განმავლობაში მოიხმარენ. იგი უნდა მიირთვათ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ, თან უმი სტაფილო დააყოლოთ. გრძელ ჭიებს აბზინდის ნახარშის ოყნით იშორებენ.

3. ერთხელ ფეხი ძლიერად დავიზიანე რკინის პალოთი. აბზინდა დამეხმარა – მაშინვე დავიდე ჭრილობაზე მისი დაჭყლეტილი ფოთლები და ტკივილი მალევე გაქრა.

4. ჩალურჯებებისა და სიმსივნეების დროს, დაიდეთ აბზინდის ფოთლების კომპრესები(შეაშხეფეთ მათ კეფირი ან რძის შრატი). ზემოდან შეიხვიეთ ცელოფნით და საბნით. აბზინდა – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ჭრილობებს სწრაფად ახორცებს. მისი ახალი წვენი სწრაფად აჩერებს სისხლდენას და აჩქარებს შეხორცებას.

5. აბზინდის ნედლ ფოთლებს კომპრესების სახით იყენებენ კუნთების დაჭიმულობის, ღრძობის, ფუტკრისა და ბაზის ნაკბენების დროს.

6. ამ ბალახს, ბეგქონდარასთან ერთად, იყენებენ ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ. ამისთვის, აბზინდასა და ბეგქონდარას ურევენ თანაბარი რაოდენობით, შემდეგ 2 ს.კ. მასას ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ და ხარშავენ 5 წუთით. ცეცხლის გამორთვის შემდეგ, აყენებენ გაგრილებამდე, წურავენ და იღებენ 2 ს.კ.-ს დღეში სამჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 1-2-თვიანია. აუცილებლობისამებრ, 1 თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

7. ამ მცენარეს მეტეორიზმის, თვალის ქრონიკული ანთების, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნევრასთენიის, ანემიის, ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და პირის ღრუს უსიამოვნო სუნის სამკურნალოდაც იყენებენ. აბზინდის ინფუზია, ტინქტურა და ექსტრაქტი აძლიერებს კუჭის წვენის ნაღვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის შიგთავსის გამოყოფას, ასტიმულირებს საჭმლის მონელების ფუნქციას, ეხმარება ღვიძლის ზოგიერთ უჯრედს მიკროორგანიზმების დაჭერასა და განადგურებაში, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი, შარდმდენი და შემხორცებელი თვისებები.

8. აბზინდა ყოველთვის ეფექტურ საშუალებად ითვლებოდა მეხსიერების გაძლიერებისა და გამახვილებისთვის.

9. პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების სხვადასხვა დაავადების დროს, შეურიეთ 1 წილი აბზინდის წვენი 2 წილ პიტნისა და სალბის წვენებს და გახსენით 1 ს.კ. მასა 1 ჭიქა წყალში. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

10. აბზინდის წვენის მიღება სასარგებლოა კრუნჩხვების, ეპილეფტიკური შეტევების, ნერვული აგზნებადობის, თავის ტკივილების, ბრონქული ასთმისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს. მიიღეთ 1-2 ჩ.კ., გახსნილი 1/3 ჭიქა წყალში, დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობა 2-3 კვირა.

11. გარეგანად გამოიყენება აბზინდის წვენი ჩალურჯებების, დაჭიმულობის, ეკზემისა და ალერგიის სამკურნალოდ.

12. რამდენიმე სამკურნალო ბალახის მიქსტურა, რომლის მთავარ ნაწილსაც აბზინდის წვენი შეადგენს, კურნავს ალკოჰოლიზმს. შეურიეთ 1 წილი აბზინდის წვენი, 3-3 წილი შავბალახასა და ბეგქონდარას წვენი, 2-2 წილი მრავალძარღვას, ბაბუაწვერასა და სოფორის წვენები და ალკოჰოლიკმა მიიღოს 1 ს.კ. წვენი, გახსნილი 0.5 ჭიქა წყალში, ქვემოთ მოცემულ 1 ჩ.კ. ბალზამთან ერთად. მკურნალობის კურსი – 3-6 თვე.

13. ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ანგელოზასა და ლეუზეას ფესვები, ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის, აბზინდისა და ასფურცელას ბალახები, შავი მოცხრის ფოთლები და ღვიის კენკრა. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ, შემდეგ შეურიეთ 20-20 გ და დაასხით 400 არაყი (15მლ 1გ ნარევზე). დადგით 4 კვირით ბნელ ადგილას. გადაწურეთ, ნარჩენს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 კვირით. გადაწურეთ და შეურიეთ არყის ნაყენს. ბალზამი მზადაა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი